შაშვისებრნი (ლათ. Turdidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა, მოიცავს მთელ მსოფლიოში გავრცელებულ (არ არის ანტარქტიკაში, არქტიკის მკაცრ რაიონებში, ავსტრალიის ნაწილსა და ზოგიერთ ოკეანურ კუნძულზე) 40-70 გვარის 300-მდე სახეობას. ოდნავ წაგრძელებული ტანადი სხეული აქვთ. სულ სხვადასხვანაირად არიან შეფერილი. ახასიათებთ სქესობრივი დიმორფიზმიც. იკვებებიან მწერებით, ჭიებით, მოლუსკებით, წვრილი ხილითა და კენკრით. საქართველოში გვხვდება 22 სახეობა. საქართველოს „წითელ წიგნში“ შეტანილია წითელმუცელა ბოლოცეცხლა და წითური ასპუჭაკა. ბინადრობენ განსხვავებულ ლანდშაფტებში, დებენ 3-6, იშვიათად მეტ კვერცხს. ნაწილი წელიწადში 2-ჯერ ბუდობს. მრავალი სახეობის მამალი კარგი მგალობელია.

შაშვისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Turdidae

ლიტერატურა

რედაქტირება