პილპილისებრნი
პილპილისებრნი (ლათ. Piperaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. სწორმდგომი ან მცოცავი ბუჩქები და ბალახებია, იშვიათად — პატარა ხეები. აქვთ მთლიანი, მორიგეობით განლაგებული ხორცოვანი ფოთლები. წვრილი, უყვავილსაფრო, ორსქესიანი ან იშვიათად ერთსქესიანი ყვავილები შეკრებილია მკვრივ თავთავებად. ნაყოფი კენკრასებრი ან კურკიანასებრია. პარენქიმულ ქსოვილში ეთერზეთოვანი ჯირკვლები აქვთ.
პილპილისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Piper nigrum | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Piperaceae | ||||||||||||||
|
10-12 გვარის 2000-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ძირითადად ტროპიკებში. დიდი გვარებია პილპილი და პეპერომია (Peperomia, თავისი 600-მდე სახეობით), რომლის ზოგიერთი სახეობა მოშენებულია დეკორატიულ მცენარედ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 63.