ბორნჰოლმი
ბორნჰოლმი (დან. Bornholm) — დანიის კუნძული ბალტიის ზღვაში. მდებარეობს დანარჩენი დანიისგან აღმოსავლეთით, შვედეთის სამხრეთითა და პოლონეთის ჩრდილოეთით. კუნძულზე მეურნეობის მთავარი დარგებია მეთევზეობა და ხელოსნობა, მათ შორის მინისა და კერამიკის წარმოება, ასევე სარძევე მეურნეობა. მნიშვნელოვანია ტურიზმის როლი ზაფხულში. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოდგენილია კლდოვანი ფორმაციები, ცენტრალურ ნაწილში — სასოფლო-სამეურნეო მიწები, სამხრეთში კი პლაჟები.[1]
მშობ. სახელი: Bornholm | |
---|---|
მდებარეობა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ბალტიის ზღვა |
კოორდინატები | 55°07′ ჩ. გ. 14°55′ ა. გ. / 55.117° ჩ. გ. 14.917° ა. გ. |
ფართობი | 588 კმ² |
დანია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 42 154 (2010) |
სიმჭიდროვე | 71,9 /კმ² |
კუნძულზე შექმნილია ბორნჰოლმის რეგიონული მუნიციპალიტეტი. 2007 წლიდან იგი დედაქალაქის ოლქის შემადგენელი ნაწილი გახდა.
ბორნჰოლმიდან 18 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს პატარა კუნძული ერტჰოლმენი.
ბალტიის ზღვაში სტრატეგიული მდებარეობის გამო, ბორნჰოლმისათვის მუდმივ დავებში იყვნენ ჩაფლულნი დანიის მმართველები, ძირითადად შვედებთან. კუნძულის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ჰომერსჰუსის ციხესიმაგრე შუა საუკუნეების უდიდესი ციხეა მთელს ჩრდილოეთ ევროპაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Municipality's official website (Dansk+Deutsch+English)
- Turistguide Bornholm (Dansk+Deutsch+English)
- Bornholm in pictures დაარქივებული 2020-12-03 საიტზე Wayback Machine.
- Krak searchable/printable municipality map დაარქივებული 2007-10-05 საიტზე Wayback Machine.
- Bornholm Map and Web Index დაარქივებული 2008-06-05 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Blecher, Lone Thygesen; George Blecher (2004-08). Swedish Folktales & Legends. University of Minnesota Press, გვ. xvi. ISBN 978-0-8166-4575-6.