ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვადუცი (Vaduz) — ლიხტენშტაინის სამთავროს დედაქალაქი. აქ მდებარეობს ეროვნული პარლამენტი. ქალაქს დაახ. 5.000 მცხოვრები ჰყავს, რომელთა უმრავლესობა კათოლიკეა, და მდებარეობს მდ. რაინზე. ქალაქის საკათედრო ტაძარი კათოლიკე არქიეპისკოპოსის რეზიდენციაა.

ქალაქი
ვადუცი
Vaduz
დროშა გერბი

ქვეყანა ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 47°08′23″ ჩ. გ. 9°31′18″ ა. გ. / 47.13972° ჩ. გ. 9.52167° ა. გ. / 47.13972; 9.52167
ქალაქის მერი Petra Miescher
დაარსდა 1150
ფართობი 17.3 კმ²
ცენტრის სიმაღლე 445
ოფიციალური ენა გერმანული ენა
მოსახლეობა 5.143 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 288 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 7001
საფოსტო ინდექსი 9490
საავტომობილო კოდი FL
ოფიციალური საიტი vaduz.li
ვადუცი — ლიხტენშტაინი
ვადუცი
ვადუცის ციხესიმაგრე, ქალაქის მთავარი ლენდმარკი.

ვადუცი სამთავროს უდიდესი ქალაქი არ არის, მეზობელი შაანი მას მოსახლეობით აღემატება. ქალაქში რამდენიმე ხელოვნების მუზეუმი, საფოსტო მუზეუმი და ცოცხალი ტურისტული ატმოსფეროა.

ვადუცი პირველად, ისტორიულ წყაროებში მე-12 საუკუნეში გვხვდება, როგორც „ფადუცის“. 1322 წელს, მიიჩნევა რომ აქ ააგეს სასახლე, რომელიც მოგვიანებით, 1499 წელს, შვაბიური ომის დროს გაანთავისუფლეს, შვეიცარიელებმა. ასევე განადგურდა მთელი ქალაქი.

მე-17 საუკუნეში, ლიხტენშტეინის ოჯახი ეძებდა ადგილს საიმპერატორო კრებისთვის, რაიხსტაგს. თუმცაღა, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ ფლობდნენ იმპერიული ტახტის მმართველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს, მათი პირველადი მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდა. დამატებითი ძალაუფლებისთვის, ოჯახს სურდა ჰქონოდა სამთავრობო ტერიტორია, აიტომ ცდილობდნენ, დაუყოვნებლივ შეეძინათ იმპერიული მიწები ან შეენარჩუნებინათ ისე, რომ არ დაწყებულიყო საგვარეულო მტრობა მნიშვნელოვან პიროვნებებთან, მაგალითად, როგორიცაა თვით წმინდა რომის პაპი, რომელიც ფლობდა უფლებებს მიწაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ოჯახმა შეძლო შელენბერგის სამფლობელოს მცირე ნაწილის და „ვადუცის ქვეყნის“ შესყიდვა, ჰოჰენემსიდან (შესაბამისად 1699 და 1712 წლები). პატარა შელენბერგსა და ვადუცს, საჭირო პოლიტიკური სტატუსი გააჩნდათ : არანაირი ფეოდალური მბრძანებელი გარდა იმპერატორისა.

ამრიგად 1719 წლის 23 იანვარს, საბოლოოდ შეძენის შემდეგ, ჩარლს VI-მ, წმინდა რომის იმპერატორმა, განკარგულება გამოსცა ვადუცისა და შელენბერგის გაერთიანების და მისთვის სახელად „ლიხტენშტაინის“ წოდებასთან დაკავშირებით, მისი ჭეშმარიტი მსახურის, ანტონ ფლორია ლიხტენშტაინის პატივსაცემად. აქედან მოყოლებული, ლიხტენშტაინი გახდა წმინდა რომის იმპერიის სუვერენული წევრი ქვეყანა. შესყიდვების სუფთა პოლიტიკური მიზანშეწონილობის დასადასტურებლად, ლიხტენშტაინის მთავრები, 120 წლის განმავლობაში, ახალ სამთავროში ფეხს არ დგამდნენ.

გეოგრაფია

რედაქტირება

ვადუცი ხასიათდება ოკეანური კლიმატით, ზომიერი ზაფხულითა და ცივი ზამთრით. ნალექებს მთელი 12 თვის განმავლობაში ვხვდებით, თუმცა ზაფხულში ნალექები შესამჩნევად იმატებს. წლის განმავლობაში ნალექების საშუალო რაოდენობა 900 მმ-ია. ყველაზე თბილი თვეა ივლისი, საშუალო მაღალი ტემპერატურა 25 ° C, ხოლო საშუალო დაბალი ტემპერატურა 14 ° C. აქ ყველაზე ცივი თვეა იანვარი, საშუალო მაღალი ტემპერატურა 3 ° C, ხოლო საშუალო დაბალი ტემპერატურა -3 ° C.

ორიენტირები

რედაქტირება

ვადუცის ყველაზე თვალსაჩინო ღირსშესანიშნაობებია ვადუცის ციხე, ლიხტენშტაინის გამეფებული პრინცისა და ლიხტენშტაინის სამეფო ოჯახის სახლი. ვადუცის ციხე, ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან კარგად ჩანს, რადგან ქალაქის შუაში არსებულ ციცაბო ბორცვზე მდებარეობს. წმინდა ფლორის საკათედრო ტაძარი, მთავრობის სახლი და მერია, ასევე ცნობილი ღირსშესანიშნაობებია, მათ არქიტექტურაში კარგადაა ასახული სხვადასხვა სტილი და ეპოქა.

ვადუცში მდებარეობს ეროვნული სამხატვრო გალერეა და ეროვნული მუზეუმი. სამხატვრო გალერეა -Kunstmuseum Liechtenstein-, თანამედროვე და მოდერნისტული ხელოვნების მუზეუმია, სადაც ასევე გამოფენილია ნახატები, ლიხტენშტაინის პრინცის კერძო კოლექციიდან. შენობა არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც აშენდა სამი შვეიცარელი არქიტექტორის, მორგესის, დეგელოს და კერესის მიერ. მშენებლობა 2000 წლის ნოემბერში დასრულდა და წააგავს „შავ ყუთს“ რომელიც აშენებულია შეღებილი ბეტონისა და შაბი ბაზალტის ქვისგან. მუზეუმის კოლექცია, ასევე წარმოადგენს ლიხტენშტაინის ეროვნული ხელოვნების კოლექციას. ლიხტენშტაინის ეროვნულ მუზეუმში განთავსებული მუდმივი და სპეციალური გამოფენები, ასახავენ ლიხტენშტაინის კულტურულ და ბუნებრივ ისტორიას. აქვეა განთავსებული საფოსტო მარკების მუზეუმი და სათხილამურო მუზეუმი.

ვადუცს აქვს ადგილობრივი პროფესიონალური ასოციაციის საფეხბურთო კლუბი, FC Vaduz, რომელიც ლიხტენშტაინის სხვა კლუბების მსგავსად, თამაშობს შვეიცარიის ლიგაში. 2008-09 წლების სეზონზე, გუნდი პირველი იყო, რომელმაც შვეიცარიის სუპერლიგაში ითამაშა, შვეიცარიის საუკეთესო ნახტომისას. კლუბი „რეინპარკის“ სტადიონზე თამაშობს, რომლის ტევადობაც 8 000 ადამიანია, სტადიონი ასევე მასპინძლობს ლიხტენშტაინის ეროვნულ საფეხბურთო გუნდს.

ეკონომიკა და ტრანსპორტი

რედაქტირება

ვადუცი იმ ცოტა დედაქალაქს შორისაა, რომელსაც აეროპორტი და სარკინიგზო სადგური არ აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, ქალაქს ტურისტული ინდუსტრია აქვს. უახლოესი მთავარი აეროპორტი, ციურიხის აეროპორტია, 120 კილომეტრის მოშორებით ქალაქიდან. შაან-ვადუცის სარკინიგზო სადგური, ქალაქიდან დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარეობს, ქალაქ შაანში. ადგილობრივი სერვისების გარდა, ამ მაგისტრალზე ცოტა მატარებელი მოძრაობს. ადგილობრივი სერვისი კი გულისხმობს გზას ბუქსიდან (შვეიცარია) ფელდკირხამდე (ავსტრია). უფრო ფართოდ გამოიყენება ავტობუსების სერვისი. ავტობუსის სადგურები მოიცავს, ბუქსს, სარგანს და ფელდკირხს, რომლებსაც ლიხტენშტაინის ავტობუსები ემსახურებიან.

განათლება

რედაქტირება

თითოეული მოსწავლის სასკოლო განაწილება, მეტწილად განისაზღვრება მათი საცხოვრებელი ქუჩის მისამართით.

ბარტლერგროჩის საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, 4 ძირითადი ადგილია საბავშვო ბაღებისთვის.

ვადუცში ორი დაწყებითი სკოლაა: აულეს დაწყებითი სკოლა, ვადუცი-საალის მახლობლად და ებენჰოლზის დაწყებითი სკოლა, ლიხტენშტაინის უნივერსიტეტის მახლობლად, რომელიც ასევე ქალაქში მდებარეობს. ორივე სკოლას საერთო სამდივნო და ადმინისტრაცია აქვს. ვადუცის საშუალო და უმაღლესი სკოლებიც ვადუცშია განთავსებული, აქვეა გიმზანიაც.

რელიგიები ვადუცში - 2010 წელი
რელიგია პროცენტული რაოდენობა
რომაელი კათოლიკეები 71%
პროტესტანტები 9%
ისლამი 6%
სხვა და არცერთი 14%

ღირსშესანიშნავი ადამიანები

რედაქტირება
  • ეველინ ბერმანი (დაბადებული 1950 წელს) - ხელოვანი.
  • ბარბარა ერნი (1743 - 1785) - ქურდი და მანიპულატორი მატყუარა, ბოლო ადამიანი, რომელიც ლიხტენშტაინში სიკვდილით დასაჯეს.
  • ჯოსეფ რეინბერგერი (1839 - 1901) - ორგანიზატორი და კომპოზიტორი.
  • კარლ ვონ ინ დერ მაური (1852 - 1901) - მთავრობის მოხელე.
  • ლიხტენშტაინის პრინცი ალოისი (1869 - 1955) - საკუთარი შვილის, ფრანც ჯოსეფ II-ის სასარგებლოდ, 1923 წლის 26 თებერვალს, ტახტზე უარი თქვა.
  • ჯოსეფ ოსფელტი ( 1881 - 1962) - ლიხტენშტაინის პირველი პრემიერ მინისტრი, 1921 წლის 2 მარტიდან 1922 წლის 27 აპრილამდე.
  • გილბერტ ვონ ინ დერ მაური ( 1887 - 1959) - სამხედრო ოფიცერი, ავსტრიული ეროვნული სოციალისტური პარტიის ლიდერი.
  • მედეა დე ნოვარა ( 1905-2001) - მსახიობი, რომელიც მექსიკურ ფილმებში თამაშობდა.
  • ფრანც ჯოსეფ II, ლიხტენშტაინის პრინცი (1906- 1989) - მეფობდა 1938 წლიდან გარდაცვალებამდე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სამთავროში ცხოვრობდა.
  • ჰანს ადამ II, ლიხტენშტაინის პრინცი (დაბადებული 1945 წელს) - მონარქი და ლიხტენშტაინის სახელმწიფოს მეთაური, ცხოვრობს ვადუცის სასახლეში.
  • ვოლფგან ჰანსი ( დაბადებული 1948 წელს) - ვადუცის პირველი მთავარეპისკოპოსი.
  • მარლის ამან-მარქსერი (დაბადებული 1952 წელს) - პოლიტიკოსი, იკავებდა ლიხტენშტაინის ინფრასტრუქტურის, გარემოსა და სპორტის მინისტრის პოზიციას, ლიხტენშტაინის სამთავროს მთავრობაში.
  • კრისტოფერ ზელერი (დაბადებული 1956 ან 1957 წელს) - გერმანელი ბიზნესმენი, მილიარდერი, ფლობს „ივოკლარ ვივადენტს“.
  • ალექსანდერ კელნერი (დაბადებული 1961 წელს) - ბრაზილიელი გეოლოგი და პალეონტოლოგი, პრეროზავრების ექსპერტი.
  • ადრიან ჰასლერი (დაბადებული 1964 წელს) - პოლიტიკოსი და ლიხტენშტაინის მიმდინარე პრემიერ მინისტრი.
  • ალოისი, ლიხტენშტაინის მემკვიდრეობითი პრინცი (დაბადებული 1968 წელს) - ლიხტენშტაინის რეგენტი 2004 წლიდან.
  • აურელია ფრიკი (დაბადებული 1975 წელს) - პოლიტიკოსი, ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის მინისტრი.
  • რასელ მუმთაზი (დაბადებული 1982 წელს) - ინდური ბოლივუდის ფილმებისა და სატელევიზიო მსახიობი.
  • რაფაელ გრეი (დაბადებული 1982 წელს) - ბრიტანელი კომპიუტერების ჰაკერი.

ფეხბურთელები

რედაქტირება
  • რაინერ ჰასლერი (1958 - 2014) ფეხბურთელი რომელიც თამაშობდა მცველის პოზიციაზე, ლიხტენშტანის ფეხბურთელთა ასოციაციამ დაასახელა ოქროს ფეხბურთელად.
  • რონი ბიუშელი (დაბადებული 1982 წელს) ყოფილი საერთაშორისო ფეხბურთელი, ეროვნულ ნაკრებში ითამაშა 72 თამაში.
  • ფილიპე ერნე (დაბადბული 1986 წელს) საერთაშორისო ფეხბურთელი, ეროვნულ ნაკრებში ითამაშა 34 თამაში.
  • მარკო რიტსბერგერი (დაბადებული 1986 წელს) გადამდგარი ფეხბურთელი, თამაშობდა ვადუცის საფეხბურთო კლუბში, ეროვნულ ნაკრებში ითამაშა 35 თამაში.
  • მატიას კრისტენი (დაბადებული 1987 წელს) საერთაშორისო ფეხბურთელი, ეროვნულ ნაკრებში ითამაშა 36 თამაში.
  • ანდრეას კრისტენი (დაბადებული 1989 წელს) საერთაშორისო ფეხბურთელი, ეროვნულ ნაკრებში ითამაშა 27 თამაში.
  • ლუკას ებერლი (დაბადებული 19902 წელს) ლიხტენშტაინელი ფეხბურთელი, ეროვნულ ნაკრებში ითამაშა 12 თამაში.
  • ნიკოლას ჰასლერი (დაბადებული 1991 წელს) ლიხტენშტაინელი პროფესიონალი ფეხბურთელი, ეროვნულ ნაკრებში ითამაშა 55 თამაში.
  • სანდრო ვიესერი (დაბადებული 1993 წელს) პროფესიონალი ფეხბურთელი, ეროვნულ ნაკრებში ითამაშა 47 თამაში.
  • დენნის სალანოვიჩი (დაბადებული 1996 წელს) ლიხტენშტაინელი საერთაშორისო ფეხბურთელი, ეროვნულ ნაკრებში ითამაშა 29 თამაში.
  • მაქსიმილიან გუპპერი (დაბადებული 1997 წელს) ლიხტენშტაინელი ფეხბურთელი რომელიც თამაშობდა ვადუცის საფეხბურთო კლუბში და ლიხტენშტაინის ეროვნულ გუნდში.

სხვა ათლეტები

რედაქტირება
  • გიდო ვულფი (დაბადებული 1924 წელს) ყოფილი სპორტული მსროლელი, 1960 წელს, ასპარეზობდა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.
  • ფრანც ბიედერმანი (დაბადებული 1946 წელს) ლიხტენშტაინელი ათჭიდელი, 1968 წელს, ასპარეზობდა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.
  • მარკუს განჰალი (დაბადებული 1975 წელს) ყოფილი ალპური მოთხილამურე, 2002 წელს, ასპარეზობდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში.
  • მარინა ნიგგ (დაბადებული 1984 წელს) ალპური მოთხილამურე, 2010 წელს, ასპარეზობდა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.
  • თინა ვეირატერი (დაბადებული 1989 წელს) მსოფლიო თასზე ალპური სათხილამურო მრბოლელი.
  • დანიელ რინნერი (დაბადებული 1990 წელს) ლიხტენშტაინელი ველომრბოლელი.
  • სტეფანი ვოგტი (დაბადებული 1990 წელს) ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი.
  • ნიკოლა კინდლე (დაბადებული 1991 წელს) ალპური მოთხილამურე.
  • კატინკა ვონ დეიჩმანი (დაბადებული 1994 წელს) ჩოგბურთელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვადუცი“-დან