პრინცი ჰანს-ადამ II — ლიხტენშტაინის მონარქი და სახელმწიფოს მეთაური 1989 წლიდან. პრინცი დაიბადა 1945 წლის 14 თებერვალს ციურიხში. მამა, ლიხტენშტაინის პრინცი ფრანს-იოსებ II იყო, ხოლო დედა პრინცესა ჯინა (ჯორჯიანა ვონ ვილჩექი). ისინი 1943 წელს დაქორწინდნენ და შეეძინათ ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, მათ შორის, უფროსი, დღევანდელი მონარქი ჰანს-ადამი.

ჰანს-ადამ II
ლიხტენშტაინის პრინცი
მმართ. დასაწყისი: 1989 წლის 13 ნოემბერი
მმართ. დასასრული: დღემდე
წინამორბედი: პრინცი ფრანს-იოსებ II
მემკვიდრე: პრინცი ალოუსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 თებერვალი, 1945 (1945-02-14) (79 წლის)
დაბ. ადგილი: ციურიხი, შვეიცარია
დინასტია: ლიხტენშტაინთა
მამა: პრინცი ფრანს-იოსებ II
დედა: პრინცესა ჯინა

ჰანს-ადამი სახელმწიფოს მეთაურია 1989 წლიდან, 2003 წლის რეფერენდუმმა (მოსახლეობის 2/3 მხარდაჭერით) მას მნიშვნელოვანი ძალაუფლება მიანიჭა. პრინცი ერთ-ერთი უმდიდრესი მონარქია მსოფლიოში. მისი ქონება 3,9 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მის მფლობელობაშია LGT ბანკი (დაარსდა 1920 წელს), ასევე ხელოვნების ნიმუშთა მნიშვნელოვანი კოლექცია. მონარქი თავისუფლად საუბრობს გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე.

პრინცი თავის და-ძმებთან ერთად იზრდებოდა ვადუცის ციხე-სიმაგრეში. მან დაწყებითი განათლება ვადუცში მიიღო და მონაწილეობდა სკაუტთა სამსახურში. 1956 წელს, მამამისის მსგავსად, შევიდა სახელმწიფო „შოტენგიმნაზიაში“, ვენაში, შემდეგ სწავლა გააგრძელა შვეიცარიაში. მოგვიანებით მუშაობდა ლონდონის ერთ-ერთ ბანკში. მიიღო ეკონომიკური განათლება St. Gallen University-ში. პრინცის მეუღლეა პრინცესა მარია აგლას ვონ ქინსკზე. სამეფო წყვილს ოთხი შვილი ჰყავს, მათ შორის ტახტის მემკვიდრე, პრინცი ალოუსი, რომელიც 1968 წელს დაიბადა.

ლიხტენშტაინის პრინცისა და მისი ოჯახის ოფიციალური რეზიდენცია ვადუცში არის ვადუცის ციხესიმაგრე, რომელიც ალპებში მდებარეობს. მართალია, ციხესიმაგრე ღია არ არის ფართო საზოგადოებისათვის, მაგრამ მდებარეობიდან გამომდინარე, ის მაინც მრავალ ტურისტს იზიდავს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გ. ჭანტურია, ს. ჭანტურია - მსოფლიოს მონარქები, თბ., 2008 წ.