ფელდკირხი (გერმ. Feldkirch) — შუა საუკუნეების ქალაქი დასავლეთ ავსტრიაში, ფორარლბერგის ფედერალურ მხარეში, შვეიცარიისა და ლიხტენშტაინის საზღვართან. 2011 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 31 093 ადამიანს შეადგენს. წარმოადგენს ფელდკირხის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. დორბრინის შემდეგ, ის მეორე ქალაქია ფორარლბერგში მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, რითაც ოდნავ სჭარბობს მხარის დედაქალაქ ბრეგენცს.

ქალაქი
ფელდკირხი
გერმ. Feldkirch
Feldkirch Marktplatz1.JPG
AltstadtFeldkirch2.jpg
Feldkirch3.jpg
გერბი
Wappen at Feldkirch.svg[1]

ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
ფედერალური მიწა ფორარლბერგი
კოორდინატები 47°14′17″ ჩ. გ. 9°35′54″ ა. გ. / 47.23806° ჩ. გ. 9.59833° ა. გ. / 47.23806; 9.59833
მმართველი Wolfgang Matt
დაარსდა 1218
ფართობი 34.35 კმ², 34.34 კმ²
ცენტრის სიმაღლე 458 მეტრი
მოსახლეობა 33 420 (1 იანვარი, 2018)[2]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 05522
საფოსტო ინდექსი 6800[3]
საავტომობილო კოდი FK
ოფიციალური საიტი https://www.feldkirch.at/
ფელდკირხი — ავსტრია
ფელდკირხი

შუა საუკუნეების ულამაზესი ქალაქი, რომელიც დღემდე კარგადაა შემონახული, როგორც ქალაქი, პირველად 1218 წელს იხსენიება, მას შემდეგ, რაც გრაფმა ჰუგო ფონ მონტფორტმა შატენბურგის ციხესიმაგრე ააგო, რომელიც ამ დრომდე ფელდკირხის მთავარ ღირსშესანიშნაობად რჩება. ქალაქის სხვა ძეგლებს შორისაა გვიანდელი გოთიკური პერიოდის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარი.

ფელდკირხის ჰყავს ყინულის ჰოკეის გუნდი, რომელმაც 1997/1998 წლების ევროპის თასი მოიგო.

დაძმობილებული ქალაქებირედაქტირება

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება