სამხრეთი ტარავა (ინგლ. South Tarawa) — კირიბატის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, რომელიც მდებარეობს ატოლ ტარავაზე. მოსახლეობა - 40 311 (2010 აღწერით)[1]. მოსახლეობის სიმჭიდროვე - 3184,14 ადამიანი კმ²-ზე. ფართობი — 15,76 კმ².

დედაქალაქი
სამხრეთი ტარავა
South Tarawa

კირიბატის პარლამენტის შენობა
ქვეყანა კირიბატის დროშა კირიბატი
რეგიონი გილბერტის კუნძულები
კოორდინატები 1°24′00″ ჩ. გ. 172°58′00″ ა. გ. / 1.40000° ჩ. გ. 172.96667° ა. გ. / 1.40000; 172.96667
ფართობი 15,76 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3 მეტრი
მოსახლეობა 40 311 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 3184,14 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+13
სამხრეთი ტარავა — კირიბატი
სამხრეთი ტარავა

მუნიციპალიტეტები

რედაქტირება
 
სამხრეთ ტარავის მუნიციპალიტეტის რუკა (წითელი ფერი)

სამხრეთი ტარავა შედგება ოთხი საქალაქო მუნიციპალიტეტისგან, რომლებშიც განლაგებულია სხვადასხვა საჯარო დაწესებულებები და მსხვილი საწარმოო ობიექტები, ესენია: ბეტიო (ინგლ. Betio), ბაირიკი (ინგლ. Bairiki), ბონრიკი (ინგლ. Bonriki), ბიკენიბეუ (ინგლ. Bikenibeu). (ისინი ყველა განლაგებულია იმავე დასახელების კუნძულებზე)[2].

ბეტიო ყველაზე სამხრეთით მდებარე მუნიციპალიტეტია, აქ არის ქვეყნის მთავარი პორტი, ატოლის მთავარი ელექტროსადგური, რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულება, საზღვაო ინსტიტუტი (ინგლ. The Maritime Training Institute) და რამდენიმე კომერციული ცენტრი.

ბაირიკი მდებარეობს კუნძულ ბეტიოდან 3 კილომეტრში, აქ არის პრეზიდენტის სასახლე, პარლამეტის შენობა, სამთავრობო დაწესებულებები, კირიბატის სასამართლოს შენობა, ფოსტა, ქალაქის ბაზარი და ტელესაკომუნიკაციო დაწესებულებების ცენტრალური ოფისები.

ბონრიკიში მდებარეობს სამხრეთ ტარავაზე ყველაზე დიდი სასტუმრო (60 ადგილიანი), განათლების სამინისტრო, მასწავლებლების მოსამზადებელი ცენტრი (ინგლ. The Teachers Training College), ეროვნული საავადმყოფო და სასწავლო დაწესებულებები.

ბიკენიბეუში, რომელიც ბონრიკიდან დაშორებულია 5-7 კმ-ში მდებარეობს ბონრიკის აეროპორტი, ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

ბონრიკი და ბეტიო ერთმანეთთან შეერთებულია მრავალი დამბით.

  1. მოსახლეობის აღწერა (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-30. ციტირების თარიღი: 2014-11-05.
  2. Trevor H.B. Sofield.. Outside the Net: Kiribati and the Knowledge Economy.. Murdoch University, Western Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-01. ციტირების თარიღი: 2007-05-31.