ჯებირი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯებირი (ნაგებობა))

ჯებირი (ფრანგ. Digue; იგივეა რაც დამბა) — მიწის კაშხალის მსგავსი ჰიდროტექნიკური ნაგებობა. ჯებირი ორგვარია: სადაწნეო (აგებენ მდინარისა და ზღვის დაბალი ნაპირების დატბორვისაგან დასაცავად, არხების შემოსაზვინად და სხვ.) და უდაწნეო (იყენებენ მდინარის კალაპოტის სარეგულირებლად, ნაოსნობის პირობებისა და წყალსატარი ნაგებობის მუშაობის გასაუმჯობესებლად).

საკრამენტოზე არსებული დამბა

კაშხალისგან განსხვავებით პერიოდულად სადაწნეო ან სრულიად დაწნევას მოკლებული ნაგებობაა. ცნობილი დამბები აშენებულია მისისიპის, საკრამენტოს, პოს, რაინის, მაასის, რონის, ლუარის, ვისლისა და სხვ. მდინარეების გასწვრივ. მდინარე მისისიპის დამბების სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. მათი საერთო სიგრძე მდინარის გაყოლებაზე 1000 კილომეტრამდეა. დამბები ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე კანადის დაბლობიან ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, არსებობს ისეთი დამბები, რომლებიც ხელოვნურად იქმნება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება