დაწნევა ჰიდრავლიკაში — წრფივი სიდიდე, რომელიც გამოსახავს სითხის ნაკადის კუთრ (სითხის წონის ერთეულთან შეფარდებულ) ენერგიას მოცემულ წერტილში. საანგარიშო დაწნევას შეარჩევენ დასმული ამოცანის მიხედვით. მაგ: კაშხლებისათვის ზედა ბიეფის მხრიდან მოქმედი დაწნევა იქნება წყლის სიღრმე ამავე ბიეფში. ხვრელებიდან სითხის ან აირის გამოდინების საკითხებთან დაკავშირებულ ამოცანათა გადაწყვეტის დროს მოქმედ დაწნევად მიღებულია ხვრელის განივი კვეთის ფართის სიმძიმის ცენტრის ჩაძირვის სიღრმე (სითხის ატმოსფეროში გამოდინებისას). ჰესებში ერთმანეთისაგან განასხვავებენ ბრუტო დაწნევას (ზედა და ქვედა ბიეფების ნიშნულების სხვაობა) და ნეტო დაწნევას. ნეტო დაწნევა უდრის ბრუტო დაწნევას ჰიდრავლიკური წინაღობებით გამოწვეული დანაკარგების გამოკლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება