ბიეფი
ბიეფი (ფრანგ. bief) — წყალსატევის, მდინარის ან არხის ნაწილი, რომელიც ეკვრის წყალსატბორავ ნაგებობას (კაშხალს, რაბს). განასხვავებენ ზედა და ქვედა ბიეფს. ზედა ბიეფი მდებარეობს წყალაღმა, წყალსატბორავი ნაგებობის წინ; ქვედა ბიეფი — წყალდაღმა, წყალსატბორავი ნაგებობის შემდეგ. ორი ან რამდენიმე წყალსატბორავი ნაგებობით წარმოქმნილ და წყლის სისტემის ან წყალსადინარის წყალგამყოფ უბანზე მდებარე ბიეფს გამყოფ ბიეფს უწოდებენ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიეფი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)