სან-ტომე (პორტ. São Tomé) — სან-ტომე და პრინსიპის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. სახელი დაერქვა თომა მოციქულის (São Tomé) პატივსაცემად. სან-ტომე ქვეყნის დედაქალაქია, სან-ტომეს პროვინციის და აგუა-გრანდეს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია.

დედაქალაქი
სან-ტომე
პორტ. São Tomé
დროშა გერბი

ქვეყანა სან-ტომე და პრინსიპის დროშა სან-ტომე და პრინსიპი
პროვინცია სან-ტომეს პროვინცია
ოლქი აგუა-გრანდე
კოორდინატები 0°20′10″ ჩ. გ. 6°44′53″ ა. გ. / 0.33611° ჩ. გ. 6.74806° ა. გ. / 0.33611; 6.74806
დაარსდა 1485
ფართობი 17 კმ²
ცენტრის სიმაღლე 137
მოსახლეობა 67 000[1] კაცი (2012)
სიმჭიდროვე 3941,18 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+0
სან-ტომე — სან-ტომე და პრინსიპი
სან-ტომე

ქალაქში მდებარეობს სხვადასხვა სკოლა, ლიცეუმი, პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ორი ბაზარი, სამი რადიოსადგური. ქალაქში მაუწყებლობს არაკომერციული სატელევიზიო სადგური TVSP, მუშაობენ კლინიკები და საავადმყოფოები, არსებობს რამდენიმე ქალაქის მოედანი.

დააარსეს პორტუგალიელებმა 1485 წელს. პორტუგალიელები აქ ისეთი მიწების საძებნელად მოვიდნეს, სადაც შაქრის მოყვანა შეიძლებოდა. კუნძული დაუსახლებელი იყო პორტუგალიელების მოსვლამდე, დაახლოებით 1470 წლამდე. რამეთუ სან-ტომე პირდაპირ ეკვატორზე მდებარეობს, აქაური ჰავა მეტად ნოტიო აღმოჩნდა შაქრის მოსაყვანად, რის გამოც ჩამოასახლეს მონები კონგოს სამეფოდან. 1525 წელს პორტუგალიის მეფე ჟუან II-მ ამ დასახლებულ პუნქტს ქალაქის სტატუსი მიანიჭა. XVI საუკუნეში აქ აშენდა კათოლიკური საკათედრო ტაძარი. 1575 წელს ქალაქში აიგო სან-სებასტიანის ფორტი (პორტ. Forte de São Sebastião (São Tomé)), რომელშიც დღეისათვის იმყოფება სან-ტომეს ეროვნული მუზეუმი. 1599 წელს ქალაქი, ისევე როგორც მთლიანად კუნძული, ორი დღით დაიკავეს ნიდერლანდელებმა, ხოლო 1641 წლიდან 1648 წლის ჩათვლით მთელი 7 წლით.[2] შაქრის პლანტაციებში სამუშაოდ აფრიკიდან დიდი რაოდენობით მოჰყავდათ მონები. XVI-XVII საუკუნეებში კუნძული სან-ტომე იყო მონათვაჭრობის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ბაზა აფრიკას, ვესტინდოეთსა და ბრაზილიას შორის. დიდი ხნის განმავლობაში იგი იყო პორტუგალიის კოლონიის — სან-ტომე და პრინსიპის დედაქალაქი. 1975 წელს სან-ტომე და პრინსიპი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, ხოლო სან-ტომე — მისი დედაქალაქი.

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს კუნძულ სან-ტომეს ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ეკვატორზე, ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეში. ქალაქი მდებარეობს კუნძულ კაბრაშის სიახლოვეს, ქალაქ ტრინდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ გვადალუპედან სამხრეთ-აღმოსავლეთით და ქალაქ სანტანიდან ჩრდილო-დასავლეთით. ის ამ ქალაქებთან დაკავშირებულია ავტოგზით. კვირაში ერთხელ ქალაქიდან კაბო-ვერდეში დადის ბორანი.

ქალაქ სან-ტომეს აქვს სავანების ტროპიკული კლიმატური სარტყელი ხანგრძლივი წვიმიანი სეზონით (ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით) და ხანმოკლე მშრალი სეზონით (ივნისი-სექტემბერი). ნალექების რაოდენობა წელიწადში — 1000 მმ-ზე ცოტათი ნაკლები. ქალაქის ტემპერატურა შედარებით მუდმივია.

მოსახლეობა

რედაქტირება
წელი 1991 1997 2000 2001 2003 2005 2013
მოსახლეობა,
ად.
42 331[3] 49 541[3] 49 997 49 957[4] 53 300 56 166 69 167[3](სავარაუდო)

ეკონომიკა

რედაქტირება

სან-ტომე ქვეყნის უდიდესი ქალაქი და ერთ-ერთი უმთავრესი ნავსადგურია. გააქვთ კაკაო, ყავა, პალმის ზეთი, ქოქოსის კაკალი. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი, რომელიც ასრულებს რეგულარულ რეისებს ანგოლაში, გაბონში, პორტუგალიაში და მეზობელ კუნძულ პრინსიპიზე.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ქალაქის ღირსშესანიშნაობებია პრეზიდენტის სასახლე, კათედრალი და კინოთეატრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 2012 წლის მოსახლეობის აღწერა (citypopulation)
  2. Huang, Morrissete, p. 970
  3. 3.0 3.1 3.2 World Gazetter: São Tome. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-09. ციტირების თარიღი: 2013-02-09.
  4. São Tomé and Príncipe: Cities, Towns & Provinces