პრინსიპი
პრინსიპი (პორტ. Príncipe) — კუნძული ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეში. ფართობის მიხედვით სან-ტომე და პრინსიპის სახელმწიფოს სიდიდით მეორე შემადგენელი კუნძული.
მშობ. სახელი: პორტ. Príncipe | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ატლანტის ოკეანე |
კოორდინატები | 01°37′00″ ჩ. გ. 07°24′00″ ა. გ. / 1.61667° ჩ. გ. 7.40000° ა. გ. |
ფართობი | 136 კმ² |
სიგრძე | 19 კმ |
სიგანე | 10 კმ |
უმაღლესი წერტილი | 948 მ |
სან-ტომე და პრინსიპი | |
პროვინცია | სან-ტომეს პროვინცია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 7542 (2012) |
სიმჭიდროვე | 55,46 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაფართობი — 136 კმ². მის ირგვლივ მდებარე მომცრო კუნძულებთან ერთად (ბომ-ბომი, კაროსუ, ტინოზა-გრანდე, ტინოზა-პეკენა) წარმოადგენს პრინსიპის პროვინციას და ასევე პაგუის ოლქს. სან-ტომეს კუნძულიდან მდებარეობს 160 კმ-ის მანძილზე. მისი სიგრძე შეადგენს 19 კმ-ს, ხოლო სიგანე 10 კმ-ს.
კუნძული ვულკანური წარმოშობისაა. მისი ყველაზე უფრო მაღალი წერტილი მდებარეობს პრინსიპის პიკის მთაზე, რომელიც იმყოფება ზღვის დონიდან 948 მეტრ სიმაღლეზე. მთები მდებარეობენ კუნძულის სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარეობენ პლანტაციები, რომელთა ადგილას დღეისათვის მიმდინარეობს ტროპიკული ტყის აღდგენა. კუნძულზე შექმნილია ობოს ბუნებრივი პარკი.
კლიმატი ეკვატორული, მუდმივად ნოტიო. ყველაზე უფრო დიდი მდინარეებია — აგულიაში, ბანზუ და პაპაგაიუ.
ისტორია
რედაქტირებაკუნძული აღმოაჩინეს პორტუგალიელმა ზღვაოსნებმა 1469 და 1471 წლებს შორის. მისი დასახლება მოხდა 1500 წელს.
მოსახლეობა
რედაქტირება2012 წლის აღწერის მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 7542 ადამიანს[1][2][3]. ოფიციალური ენაა — პორტუგალიური, ასევე გავრცელებულია პორტუგალიურ-კრეოლური ენა — პრინსიპის კრეოლური (იგივე ლუნგუი). პროვინციის და ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი — სანტუ-ანტონიუ (ერთადერთი ქალაქი კუნძულზე).
ტრანსპორტი
რედაქტირებაქალაქ სანტუ-ანტონიუდან 3 კმ-ით ჩრდილოეთში ფუნქციონირებს აეროპორტი. ეს პრინსიპის კუნძულზე ერთადერთი აეროპორტია და სამიდან ერთ-ერთი აეროპორტია, რომელიც ემსახურება ქვეყანას. პრინსიპის კუნძული ავიარეისებით დაკავშირებულია ქვეყნის მთავარ კუნძულ სან-ტომესთან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკიმედია-ატლასი: პრინსიპი — გეოგრაფიული და ისტორიული რუკები
- Sao Tome and Principe, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- პრინსიპი საიტზე Curlie
- principe.st. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02.
- Map of Príncipe დაარქივებული 2018-10-03 საიტზე Wayback Machine.
- Bom Bom Island resort (Príncipe) დაარქივებული 2011-11-17 საიტზე Wayback Machine.
- Principe portal