სანტუ-ანტონიუ (პორტ. Santo António) — ქალაქი სან-ტომე და პრინსიპის სახელმწიფოში მდებარე კუნძულ პრინსიპიზე, პრინსიპის პროვინციის და პაგუის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 1752—1852 წლებში იყო პორტუგალიის კოლონიის მთავარი ქალაქი. მდებარეობს კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, მდინარე პალოტაზე. ქალაქი ცნობილია თავისი კოლონიალური არქიტექტურით და ეკლესიებით, რომელთაგან ყველაზე დიდია — 1947 წელს გახსნილი მთავარი კათოლიკური ტაძარი.

ქალაქი
სანტუ-ანტონიუ
პორტ. Santo António

სანტუ-ანტონიუს ქუჩა, 2015 წელი
ქვეყანა სან-ტომე და პრინსიპის დროშა სან-ტომე და პრინსიპი
პროვინცია პრინსიპის პროვინცია
ოლქი პაგუი
კოორდინატები 1°40′50″ ჩ. გ. 7°26′22″ ა. გ. / 1.68056° ჩ. გ. 7.43944° ა. გ. / 1.68056; 7.43944
დაარსდა 1471
ცენტრის სიმაღლე 204
მოსახლეობა 2620[1] კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+0
სანტუ-ანტონიუ — სან-ტომე და პრინსიპი
სანტუ-ანტონიუ

ქალაქში ასევე არსებობს სკოლა და კოლეჯი.

მოსახლეობა

რედაქტირება
წელი მოსახლეობა
1984 1000[2]
1999 1010[3]
2001 1156[2]
2012 2620[1]
2013 1357[2] (სავარაუდო)

დამეგობრებული ქალაქები

რედაქტირება