პაგუი
პაგუი (პორტ. Pagué) — ოლქი სან-ტომე და პრინსიპის სახელმწიფოში. უკავია კუნძულ პრინსიპის მთელი ტერიტორია, იგი ასევე ერთადერთი ოლქია, რომელიც შედის პრინსიპის პროვინციის შემადგენლობაში. ფართობი — 142 კმ². 2012 წლის აღწერის მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 7542 ადამიანს[1][2][3]. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სანტუ-ანტონიუ.
ოლქი | |
---|---|
პაგუი პორტ. Pagué | |
ქვეყანა | სან-ტომე და პრინსიპი |
ადმ. ცენტრი | სანტუ-ანტონიუ |
კოორდინატები | 1°37′00″ ჩ. გ. 7°24′00″ ა. გ. / 1.61667° ჩ. გ. 7.40000° ა. გ. |
ფართობი | 142 კმ² |
მოსახლეობა | 7542 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 53,11 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+0]] |
კუნძულ პრინსიპის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი მდებარეობს პრინსიპის პიკის მთაზე, რომელიც იმყოფება ზღვის დონიდან 948 მეტრ სიმაღლეზე.
კუნძულები
რედაქტირებაპროვინციის მთავარი კუნძულია — პრინსიპი. პროვინციაში ასევე შედის სხვა, გაცილებით უფრო პატარა, კუნძულები:
- ბომ-ბომი (Ilheu Bom Bom)
- კაროსუ (Ilhéu Caroço)
- არქიპელაგი პედრაშ ტინოზაში (Pedras Tinhosas)
- ტინოზა-გრანდე (Tinhosa Grande)
- ტინოზა-პეკენა (Tinhosa Pequena)
მოსახლეობა
რედაქტირებაოლქის მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება წლების მიხედვით
- 1940 წელი — 3124 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 5,2 %)
- 1950 წელი — 4402 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 7,3 %)
- 1960 წელი — 4544 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 7,1 %)
- 1970 წელი — 4593 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 6,2 %)
- 1981 წელი — 5255 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 5,4 %)
- 1991 წელი — 5471 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 4,7 %)
- 2001 წელი — 5966 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 4,3 %)
- 2012 წელი — 7542 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 4,0 %)