აგუა-გრანდე
აგუა-გრანდე (პორტ. Água Grande) — ოლქი სან-ტომე და პრინსიპის სახელმწიფოში. მდებარეობს კუნძულ სან-ტომეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი — 17 კმ² (ტერიტორიის მიხედვით ქვეყნის ყველაზე პატარა ოლქი). 2012 წლის აღწერის მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 73 091 ადამიანს[1][2][3] (მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნის ყველაზე დიდი ოლქი). ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სან-ტომე, რომელიც ამავდროულად სან-ტომეს პროვინციის და მთელი სახელმწიფოს დედაქალაქია. სან-ტომეს გარდა ოლქში მდებარეობს ქალაქი პანტუფუ.
ოლქი | |||
---|---|---|---|
აგუა-გრანდე პორტ. Água Grande | |||
| |||
ქვეყანა | სან-ტომე და პრინსიპი | ||
ადმ. ცენტრი | სან-ტომე | ||
კოორდინატები | 0°20′00″ ჩ. გ. 6°44′00″ ა. გ. / 0.33333° ჩ. გ. 6.73333° ა. გ. | ||
ფართობი | 17 კმ² | ||
მოსახლეობა | 73 091 კაცი (2012) | ||
სიმჭიდროვე | 4299,47 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+0]] | ||
ოფიციალური საიტი | www..st .st www..st | ||
ოლქის მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება წლების მიხედვით
- 1940 წელი — 8431 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 13,9 %)
- 1950 წელი — 7821 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 13,0 %)
- 1960 წელი — 9586 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 14,9 %)
- 1970 წელი — 19 636 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 26,6 %)
- 1981 წელი — 32 375 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 33,5 %)
- 1991 წელი — 42 331 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 36,0 %)
- 2001 წელი — 51 886 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 37,7 %)
- 2012 წელი — 73 091 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 39,01 %)