წმიდა მოციქული თომა (გ. 3 ივლისი, 72) — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, მარჩბივად წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში. ხსენება - 6 (19) ოქტომბერი.

თომა მოციქული
תוֹמָאס הקדוש
Thomas.jpg
დაიბადა I საუკუნე
გალილეა[1] [2] [3]
გარდაიცვალა 3 ივლისი, 72
Mylapore
დასაფლავებულია San Thome Basilica
ხსენების დღე 3 ივლისი, რომის კათოლიკური ეკლესია, 6 ოქტომბერი და მართლმადიდებლობა
მოღვაწეობა მისიონერობა
ენა ძველი ბერძნული ენა[4]

ცხოვრებარედაქტირება

სახელი „თომა“ არამეულია. ბერძნულად გამოითქმის როგორც „დიდიმ“. ორივე სახელი ნიშნავს „ტყუპისცალი ანუ მარჩბივი“ (იოან.21:2). გადმოცემით თომა მოციქული გალილეას პენეადიდან იყო. თომა მოციქული გამოირჩეოდა სკეპტიციზმით (იოან.14:4-5) ასევე (იოან.20:25-29).

ქადაგებარედაქტირება

სულიწმის გარდამოსვლის შემდეგ, თომა მოციქული ქადაგებდა პალესტინასა და მესოპოტამიაში. მას რომ თომა მოციქული ქადაგებდა სპარსეთში - პართა, წერენ ორიგენე, ევსები, რუფინუსი, სოკრატე. ეთიოპიაში ქადაგების შესახებ წერს იოანე ოქროპირი, ხოლო გრიგორი ღვთისმეტყველი კი მის ინდოეთში მოღვაწეობაზე წერს. წმინდა თომას ასევე ურწმუნო თომას სახელითაც მოიხსენიებენ, რადგანაც არ სჯეროდა ქრისტეს ხორცით აღდგომა და მოითხოვა რომ დარწმუნებულიყო თავად. მხოლოდ მას შემდეგ რაც ხელით განიხილა აღმდგარი ქრისტეს ჭრილობები მხოლოდ მაშინ იწამა ქრისტეს აღდგომა. სასწაულია მაგრამ ღვთის განგებით იდენტური შემთხვევა მოხდა როცა †48 წელს მიიძინა ღვთისმშობელმა მარიამმა. იმ დროს, როცა თომა მოციქული სახარებას ინდოეთში ქადაგებდა, ქრისტეს ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდან სულიწმიდის მიერ ზეცად იქნა აღტაცებული და გადმოყვანილნი იყვნენ გეთსიმანიის ბაღში სადაც განისვენებდა ყოვლადკურთხეული მარადის ქალწული მარიამი. მაშინ თომა ინდოეთში მყოფი სხვა მოციქულთა მსგავსად აღტაცებულ იქნა ზეცად და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მან მაინც ვერ ჩამოუსწრო ღვთისმშობლის დაკრძალვას. ის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა მასაც ენახა უკანასკნელად მისი ყოვლადპატიოსანი სხეული და თაყვანი ეცა მისთვის. მაგრამ, როდესაც საფლავი გახსნეს, საფლავი ცარიელი დახვდათ იქ მხოლოდ ღვთისმშობლის მოსასხამი იყო დარჩენილი. ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად. იგივე ზეცად აყვანა მოხდა წმინდა იოანე ღვთისმეტყველისაც. ერთადერთი მოციქული რომელიც ქრისტე ღმერთს ძალზედ უყვარდა და რომელმაც მხოლოდ ერთმა არ მიატოვა უფალი განსაცდელში სხვა მოციქულების მსგავსად.

მოწამეობრივი აღსასრულირედაქტირება

 
წმ. მოციქული თომა (ნიურემბერგის ქრონიკა, 1493)

წმინდა ნაწილებირედაქტირება

თომა მოციქულის თავის ქალა ინახება საქართველოში - თბილისის სიონში.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება