ტურიზმი მალტის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, რომელზეც მოდის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 15%. სექტორი იმართება მალტის ტურიზმის სამმართველოს მიერ, რომელიც ექვემდებარება პარლამენტის ტურიზმის, გარემოსა და კულტურის სამდივნოს. მალტის მრავალი ტურისტული ღირსშესანიშნაობა ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და კულტურას წამორაჩენს, ასევე პოპულარულია წყალქვეშა სპორტის სახეობები ხმელთაშუა ზღვაზე. ბოლო წლებში, მალტაში პოპულარული გახდა სამედიცინო ტურიზმი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ სფეროსკენ ძალისხმევა მთავრობამ მიმართა.

მალტის დედაქალაქი ვალეტა
პლაჟი კუნძულ გოცოზე
კომინოს ლურჯი ლაგუნა

2008 წელთან შედარებით, 2009 წელს მალტას მნიშვნელოვნად ნაკლები ტურისტი ეწვია და ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია 8%-ით დაეცა. უფრო მნიშვნელოვნად შემცირდა ვიზიტები ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებიდან, ვიდრე ამ უკანასკნელიდან. მალტაში ჩასასვლელად, მრავალი ქვეყნის მოქალაქეს ვიზა ესაჭიროება. მას შემდეგ, რაც მალტის ვიზის ევროკავშირის სტანდარტებთან მორგებაზე მოთხოვნა გაიზარდა, ვიზიტორებს უკვე შეუძლიათ შენგენის ვიზით სარგებლობა ყოველგვარი დამატებითი ფორმალობების გარეშე. ამასთან, ევროკავშირის მოქალაქეებს მალტაში შესასვლელად ვიზა არ ესაჭიროებათ. ბოლო წლებში, ქვეყნის ტურისტული ინდუსტრია ისეთი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, როგორებიცაა მალტის როგორც ტერიტორიული, ისე მოსახლეობის რაოდენობის სიმცირე; ეს ყოველივე კი რესურსებსა და ინფრასტრუქტურაზე აისახება.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

მალტას ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია გააჩნია, რაც აისახება კიდეც კუნძულების კულტურულ ღირსშესანიშნაობებში. ისტორიის გარკვეულ ეტაპზე, მალტა ხელიდან ხელში გადადიოდა ფინიკიელებს, კართაგენელებს, რომაელებსა და ბიზანტიელებს შორის, რომელთაც მრავალი განსხვავებული სტილის არქიტექტურისა და არტეფაქტების ნაზავი დატოვეს. 1530–1798 წლებში ჰოსპიტალიერების მმართველობამ მალტას გაუმჯობესებული ხელოვნებისა და არქიტექტურის მემკვიდრეობა დაუტოვა. ქვეყნის თანამედროვე მუზეუმებსა და არტ-გალერეებში ტურისტთათვის გამოფენილია მალტის ისტორიის რელიკვიები.[1]

კუნძულ მალტაზე, გოცოსა და კომინოზე შესაძლებელია სხვადასხვა საწყლოსნო საქმიანობების განხორციელება. ჩრდილოეთ მალტაში წარმოდგენილია სანაპირო კურორტები საუცხოო პლაჟებით, სადაც განთავსებულია მრავალი კაფე და რესტორანი.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები

რედაქტირება

მალტაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლი მდებარეობს:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Holiday ideas: culture and heritage. Visit Malta (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 22, 2012. ციტირების თარიღი: January 25, 2011.