ჰაჯარ-კიმი
ჰაჯარ-კიმი (მალტ. Ħaġar Qim) — მეგალითური სატაძრო კომპლექსი ხმელთაშუაზღვიურ კუნძულ მალტაზე, რომელიც თარიღდება ჯგანტიას ფაზით (ძვ. წ. 3600-3200). მალტის მეგალითური ტაძრები დედამიწაზე არსებულ უძველეს რელიგიურ ძეგლებადაა მიჩნეული და შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც „უნიკალური არქიტექტურული შედევრები".
მალტის მეგალითური ტაძრები: ჯგანტია, ჰაჯარ-კიმი, მნაიდრა და ტარშიენი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | მალტა | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | iv | |
სია | [1] | |
რეგიონი** | ევროპა | |
კოორდინატები | 35°49′40″ ჩ. გ. 14°26′32″ ა. გ. / 35.82778° ჩ. გ. 14.44222° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1980 (მე-4 სესია) | |
ნომერი | 132 | |
გაფართოება | 1992 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 132 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ჰაჯარ-კიმის მშენებლობაში გამოყენებულია კირქვა, რისი წყალობითაც ტაძარმა ეროზიას ათასწლეულების მანძილზე შესანიშნავად გაუძლო. 2009 წელს დასრულდა მისი დამცავი კარვის მშენებლობა.
ჰაჯარ-კიმის მეგალითური კომპლექსი კუნძულ მალტის სამხრეთ კიდეზე, კირქვული მთაგრეხილის ბორცვის წვერზე მდებარეობს. ტაძრის ფასადი ხასიათდება ტრილიტური (გააჩნია 3 ფილა) შესასვლელით, გარე სკამით და ორთოსტატებით. ტაძრის გვერდით მდებარეობს შიდა ეზო, რომელიც დამცავი კედლითაა შემოსაზღვრული.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Entry at heritagemalta.org დაარქივებული 2013-09-03 საიტზე Wayback Machine.
- Malta Voyager