მეგალითები
მეგალითები (მეგა... „დიდი“ და ...ლითი „ქვა“) — უზარმაზარი, დაუმუშავებელი და დამუშავებული ქვის ლოდებისაგან აღმართული ნაგებობა. საქართველოში მათ გმირთ ნაკვეთებს, დევთა ნასახლარებსა და ქვაკაცებს უწოდებდნენ. მეგალითური კულტურის დამახასიათებელი ძეგლები: დოლმენი, მენჰირი, კრომლეხი, ქვაყუთები, დახურული კორიდორები.
მეგალითები გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, უმთავრესად ზღვისპირა რაიონებში, გარდა ავსტრალიისა. მეგალითები ევროპაში ძირითადად თარიღდება ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანით (ძვ. წ. III-II ათასწლეული). ინგლისის მეგალითები განეკუთვნება ნეოლითის ხანას. მათი დანიშნულება ყოველთვის არ არის გარკვეული. უმთავრესად ისინი სამარხებია ან დაკრძალვის კულტს უკავშირდება. როგორც ჩანს, მეგალითები სათემო ნაგებობებია. პირველყოფილი ტექნიკის პირობებში მათი აღმართვა რთული იყო და მრავალი მუშახელი სჭირდებოდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Pentre Ifan Megalithic Dolmen/Cromlech in Wales
- MegalithicIreland.com
- New Geology - solved mysteries of cart ruts & megaliths
- Dolmens, Menhirs & Stones-Circles in the South of France
- Megaliths in Charente-Maritime, France დაარქივებული 2010-04-28 საიტზე Wayback Machine.
- Dolmen Path - Russian Megaliths დაარქივებული 2007-01-10 საიტზე Wayback Machine.
- The Megalithic Portal and Megalith Map