მეგა...
მეგა... (ინგლ. mega- < ძვ. ბერძნ. μέγας — „დიდი“; აღნიშვნა: მეგ, M) — ფიზიკური სიდიდის ერთეულის სახელწოდების თავსართი ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. წარმოადგენს თავსართს იმ ჯერადი ერთეულების სახელწოდებათა შესაქმნელად, რომლებიც ოდენობით შეესაბამება 106 (1 000 000, მილიონი) ამოსავალ ერთეულს.
წარმოშობილია ბერძნულიდან — μέγας (დიდი).
1873 წელს ერთეულთა CGS სისტემის მიერ მიღებულია ერთეულთა თავსართად.
მაგალითები
რედაქტირება- 1 მგვტ (მეგავატი) = 1000 კილოვატი = 1 000 000 ვატი.
- ერთი მეგატონა ტროტილი (გამოიყენება ბირთვული იარაღის სიმძლავრის გასაზომად ტროტილის ექვივალენტის გამოყენებით - 1 000 000 ტონა ტროტილი.
- მეგაჰერცი — ტელევიზიის და რადიოს ელექტრომაგნიტური გამოსხივების სიხშირე, GSM და სხვა... 1მგჰც = 1 000 000 ჰერცი.
კვადრტული და კუბური ფორმები
რედაქტირება- 1 Mm² აღნიშნავს ერთ კვადრატულ მეგამეტრს, ფართის ზომას 1 000 000 × 1 000 000 მ ან 1012 მ² (და არა 1 000 000 × კვადრატული მეტრი)
კომპიუტერული ტექნოლოგიები
რედაქტირებაკომპიუტერულ ტექნოლოგიებშიც მეგა... (mega-) აღნიშნავს 1 048 576 (220) ინფორმაციულ ერთეულს (მაგ. მეგაბაიტი), აგრეთვე აღნიშნავს 1 000 000 (106) სხვა ერთეულს, მაგალითად, ინფორმაციის გადაცემის სისწრაფეს: 1 მეგაბიტი/წ = 1 000 000 ბიტი/წ
არაერთგვაროვანი აღქმის აღსაკვეთად აგრეთვე იყო მიღებული პრეფიქსი მები..., რომელიც 220 ტოლია, მაგრამ დიდ გავრცელებას ვერ ჰპოვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 534.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- [1] BIPM საიტი