მეგალითური კულტურები

მეგალითური კულტურები, ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურების კრებითი საერთო სახელი. დამახასიათებელი ელემენტია მეგალითური ნაგებობების აშენება. ზოგი მკვლევარის ვარაუდით, მეგალითები აუგიათ მონათესავე ტომებს, რომლებიც თავდაპირველად დასავლეთ ევროპაში ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდნენ და შემდეგ განსახლდნენ სხვა ტერიტორიაზე. უახლესი გამოკვლევებით, ეს მოსაზრება უარყოფილია. როგორც ჩანს, მეგალითების აგების ტრადიცია გავრცელდა არა მხოლოდ ტომთა განსახლების (გადასახლების) შედეგად, არამედ დამოუკიდებლად აღმოცენდა მსგავს სოციალურ და გეოგრაფიულ პირობებში (მაგ., შეუძლებელია უშუალო კავშირის მოძებნა ევროპულ. ევროპის სამხრეთ რაიონების მეგალითური კულტურები უფრო ძველი (ძვ. წ. 2500-2400) და მდიდრულია, ვიდრე ჩრდილოეთისა (ძვ. წ. 2000-14000). ევროპაში მეგალითური კულტურები მეგალითური კულტურები გავრცელდა სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. მეგალითური კულტურების პრობლემა ჯერ კიდევ სრულყოფილად არ არის შესწავლილი.

მეგალითური კულტურების ძეგლები ცნობილია კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში — უმთავრესად ქვემო ქართლში, მესხეთ-ჯავახეთსა და აფხაზეთში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • მელიქსეთ-ბეგი ლ., მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938;
  • Куфтин Б. А., Археологические раскопки в Триалети, кн. 1, Тб., 1941;
  • მისივე, Материалы Колхиды, т. 1, Тб., 1949;
  • Равдоникас В. И., История первобытного общества, ч. 2 Л., 1947;
  • Чайлд Г., У истоков европейской цивилизации, пер. с англ., М., 1952;