ტარშიენი
ტარშიენის ტაძრები — არქეოლოგიური კომპლექსი მალტაში, სოფელ ტარშიენში. თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. 2800 წლით. 1980 წლიდან, მალტის სხვა მეგალითურ ტაძრებთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
მალტის მეგალითური ტაძრები: ჯგანტია, ჰაჯარ-კიმი, მნაიდრა და ტარშიენი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | მალტა | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | iv | |
სია | [1] | |
რეგიონი** | ევროპა | |
კოორდინატები | 35°52′15″ ჩ. გ. 14°30′45″ ა. გ. / 35.87083° ჩ. გ. 14.51250° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1980 (მე-4 სესია) | |
ნომერი | 132 | |
გაფართოება | 1992 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 132 ინგლ. • რუს. • ფრ. |
კომპლექსი შედგება სამი განცალკევებული, მაგრამ ერთმანეთთან მიბმული ტაძრის სტრუქტურებისგან. მთავარი შესასვლელი 1956 წელს აღდგა, როდესაც მთლიან კომპლექსს რესტავრაცია ჩაუტარდა, ამ დროს შენობებში მრავალი დეკორირებული ფილა იქნა აღმოჩენილი, რომლებიც დღეს ვალეტას მუზეუმში ინახება.
პირველი ტაძარი ძვ. წ. 3100 წლით თარიღდება და ყველაზუ საგულდაგულოდაა დეკორირებული მალტის სხვა ანალოგიურ ტაძრებს შორის. შუა ტაძარი ძვ. წ. 3000 წელს მიეკუთვნება და სხვა დანარჩენ ტაძრებს შორის უნიკალურია იმით, რომ მათგან განსხვავებით, ორის ნაცვლად აფსიდების სამი წყვილი გააჩნია. მესამე, აღმოსავლეთით მდებარე ტაძარი ძვ. წ. 3100 წლით თარიღდება
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Listing at UNESCO World Heritage Center
- Official Tourist information დაარქივებული 2012-06-15 საიტზე Wayback Machine.
- Site information from Heritage Malta დაარქივებული 2013-09-03 საიტზე Wayback Machine.
- An article on the Tarxien Temples დაარქივებული 2010-04-03 საიტზე Wayback Machine.