ჯგანტია
ჯგანტია (მალტ. Ġgantija - გიგანტების კოშკი) — ნეოლითის პერიოდის მეგალითური სატაძრო კომპლექსი მალტის კუნძულ გოზოზე. ჯგანტიას ტაძრების სერია უძველესია მალტის სხვა მეგალითურ ტაძრებს შორის. მათმა შემქმნელებმა, ჯგანტიას ორი ტაძარი ნეოლითში, ძვ. წ. 3600-2500 წლებში აღმართეს. დღეისათვის, ეს 5500 წლოვანი ტაძრები მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგიური სტრუქტურებია, რომლებიც კი ოდესმე ადამიანის ხელს შეუქმნია. სხვა ანალოგიურ სტრუქტურებთან ერთად, ჯგანტია შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
მალტის მეგალითური ტაძრები: ჯგანტია, ჰაჯარ-კიმი, მნაიდრა და ტარშიენი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
![]() | ||
ქვეყანა | ![]() | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | iv | |
სია | [1] | |
რეგიონი** | ევროპა | |
კოორდინატები | 36°03′00″ ჩ. გ. 14°16′08″ ა. გ. / 36.05000° ჩ. გ. 14.26889° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1980 (მე-4 სესია) | |
ნომერი | 132 | |
გაფართოება | 1992 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 132 რუს. • ინგლ. • ფრ. |
აღმოეჩენილი ფიგურები და ქანდაკებები არქეოლოგებს აფიქრებინებს, რომ ტაძარი შესაძლოა ნაყოფიერების კულტს ეძღვნებოდა. ადგილობრივი, გოცოური ფოლკლორის თანახმად, ისინი გიგანტურმა ადამიანებმა აღმართეს და მათ ღმერთისადმი თაყვანიის საცემად იყენებდნენ.