გოცო[1][2] (მალტ. Għawdex, ინგლ. Gozo, იტალ. Gozo, ძვ. ბერძნ. Γαῦδον, ლათ. Gaudus) — კუნძული 67 კმ² ფართობით ხმელთაშუა ზღვაში, რომელიც მალტის არქიპელაგის შემადგენლობაში შედის. მალტის ტერიტორიის შემადგენლობაში სიდიდის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს. კუნძულის მთავარი ქალაქი — ვიქტორია (1887 წლამდე ეწოდებოდა რაბათი).

გოცო
მშობ. სახელი: Għawdex
გეოგრაფია
მდებარეობა მალტის დროშა მალტა
კოორდინატები 36°02′42″ ჩ. გ. 14°15′32″ ა. გ. / 36.04500° ჩ. გ. 14.25889° ა. გ. / 36.04500; 14.25889
ფართობი 57 კმ²
სიგრძე 13.34 კმ
სიგანე 7.15 კმ
უმაღლესი წერტილი 195 მ
დედაქალაქი ვიქტორია
უდიდესი ქალაქი ვიქტორია
დემოგრაფია
მოსახლეობა 32,723 (2017)
სიმჭიდროვე 557 /კმ²
ეთნიკური ჯგუფები მალტელები
გოცო — მალტა
გოცო

გეოგრაფია რედაქტირება

გოცო მალტის არქიპელაგზე ფართობის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს (კუნძულ მალტის შემდეგ). ორ კუნძულს შორის მანძილი 6 კილომეტრს შეადგენს.


 
გოცოს ლანდშაფტი ასრის სიახლოვეს, ხედი ციტადელადან.

კუნძული განთქმულია თავისი პეიზაჟებითა და საინტერესო ადგილებით. მათ შორისაა კალიფსოს გამოქვაბული (ჰომეროსის ოდისეაში, კუნძული მოხსენიებულია როგორც ოგიგია) და ჯგანტიას ნეოლითური ტაძრები, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგიური სტრუქტურები, რომლებიც კი ოდესმე ადამიანის ხელს შეუქმნია.[3]

კუნძულისთვის დამახასიათებელი ლანდშაფტია — ქედები ბრტყელი მწვერვალებით. კუნძულზე მდინარეები არ არის, თუმცა შემორჩენილია მხოლოდ ღრმა კალაპოტები. კუნძულზე არის "შიდა ზღვა" — ლაგუნა-ყურე.

კუნძულის სანაპიროებზე ძირითადად ციცაბო კლდეებია. გამონაკლისია რამდენიმე პატარა ქვიშიანი ნაპირი, რომლებიც პლაჟებს ქმნიან.

მოსახლეობა რედაქტირება

2017 წლის მონაცემებით, კუნძულის მოსახლეობა 32,723 ადამიანს შეადგენს, მათგან დაახლოებით 6 000-ზე მეტი ქალაქ ვიქტორიაში ცხოვრობს.

ტრანაპორტი რედაქტირება

კუნძული გოცო კუნძულ მალტას საბორნე გზით უკავშირდება, რომლითაც ხორციელდება მგზავრებისა და ავტომობილების გადაყვანა. გემები მოძრაობენ კუნძულ გოცოს ნავსადგურ მჯარსა, მალტის ნავსადგურებს ჩირკეუვასა (30 წუთი) და სა-მეისონს (1 საათი 15 წუთი) შორის.

ტურიზმი რედაქტირება

კუნძულ გოცოზე არის მრავალი ტურისტული ობიექტი. მთავარი კურორტები — შლენდი, მარსალფორნი, მჯარი.

სანაპოროს გასწვრივ მდებარეობს ტურისტული 50 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი — Gozo Coastal Walk.[4]

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

კუნძულის ძირითადი ღირსშესანიშნაობებია:

  • მეგალითური ტაძარი ჯგანტია ("გიგანტების ადგილი"),
  • სანტა-მარიას ტაძარი,
  • ციტადელის ფორტი (Citadella),რომელიც ადმირალ შაბრემ ააგო,
  • ტა’პინუს ბაზილიკა (Ta’Punu),
  • იოანე ნათლისმცემლის ეკლესია შეუკიაში,
  • ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები: სანატის კლდეები (Sannat Cliffs), თაღი ზღვაში Wied Il-Mielaħ, ყურე Wied il-Għasri,
  • მცირე ზომის მლაშე ტბები (Salt Pans).

კუნძულის ჩრდილოეთით მდებარეობენ რამლას, სან-ბლასის, ჰონდო-ირ-რუმინის ქვიშიანი პლიაჟები.

დუეიტას ყურეშია (Dwejra) გადაღებული სერიალ "სამეფო კარის თამაშების" პირველი სეზონის სერიები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Географический энциклопедический словарь: Географические названия/Гл. ред.В. М. Котляков. — М., Большая Российская энциклопедия, 2003. — ISBN 5-85270-216-1 — С. 458
  2. Гоцо — название острова в соответствии с картами Росреестра/Роскартографии:
    • {Атлас мира|2010|60—61|Италия, Ватикан, Сан-Марино, Мальта}}
    • {Книга:СГНЗС|94}}
  3. Pier, Meg. (26 July 2009) A magnificent island for many an odyssey. ციტირების თარიღი: 2 May 2018
  4. Гозо – маленький остров с разнообразными достопримечательностями. marinatravelblog.com. ციტირების თარიღი: 2018-12-20.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გოცო&oldid=4524217“-დან