სატახტოთა თამაში (სერიალი)

(გადამისამართდა გვერდიდან სამეფო კარის თამაშები)


სატახტოთა თამაში (ინგლ. Game of Thrones) — ამერიკული ფენტეზი და დრამატული სატელევიზიო სერიალი, რომელიც HBO-სთვის დევიდ ბენიოფისა და დ.ბ. ვაისის მიერ მომზადდა. იგი ეფუძნება „ყინულისა და ცეცხლის სიმღერას“, ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზი-რომანების სერიას, რომლის პირველ წიგნს ეწოდება „სატახტოთა თამაში“. იგი გადაღებულია ბელფასტსა და სხვა ადგილებში — ჩრდილოეთ ირლანდიაში, მალტაში, ხორვატიაში, ისლანდიასა და მაროკოში. სერიალის პრემიერა გაიმართა HBO-ზე, აშშ-ში, 2011 წლის 17 აპრილს. იგი გაგრძელდა მეოთხე სეზონით, რომელიც ეთერში 2014 წლის აპრილში გავიდა.[4]

სატახტოთა თამაში
ჟანრი ფენტეზი
დრამა
ავტორი დევიდ ბენიოფი
დ.ბ. ვაისი
ეფუძნება ყინულისა და ცეცხლის სიმღერა
ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი
მონაწილეობენ პერსონაჟების სია
კომპოზიტორ(ებ)ი რამინ ჯავადი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 8
ეპიზოდი 73 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი დევიდ ბენიოფი
დ.ბ. ვაისი
ფრენკ დელჯერი
ბერნადეტ კოლფილდი
კეროლინ სტროსი
ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი
მონტაჟი ორელ ნორი ოტი
ფრენსის პარკერი
მარტინ ნიკოლსონი
კეიტი ვაილენდი
ადგილ(ებ)ი ჩრდილოეთი ირლანდია
მალტა
ხორვატია
ისლანდია
მაროკო
შოტლანდია
აშშ[1][2][3]
ხანგრძლივობა 51–63 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი HBO
ჩვენების ფორმატი 1080i (HDTV)
720p (HDTV)
აუდიო ფორმატი Dolby Digital 5.1
ეთერში 17 აპრილი, 2011 (2011-04-17)19 მაისი, 2019
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალში მოქმედება მიმდინარეობს უესტეროსისა და ესოსის გამოგონილ კონტინენტებზე, ათწლიანი ზაფხულის მიწურულს. მიმოხილულია რამდენიმე სიუჟეტური ხაზი. პირველი აღწერს სამეფო წარმოშობის სახლთა სამოქალაქო ომს შვიდი სამეფოს რკინის ტახტისთვის ბრძოლისას. მეორე აღწერა მოახლოებული ზამთრის მზარდ საშიშროებას და ჩრდილოეთის მითურ არსებებს. მესამეში აღწერილია დამხობილი დინასტიის მხრიდან სამეფოს დაბრუნების უკანასკნელი მცდელობა. მორალურად ბუნდოვანი პერსონაჟების მეშვეობით, სერიალში განხილულია სოციალური იერარქიის, რელიგიის, ერთგულების, კორუფციის, სექსუალურობის, სამოქალაქო ომის, დანაშაულისა და სასჯელის პრობლემები. მეინსტრიმულ მედიაში ფენტეზის პოპულარიზაციაში შეტანით იგი უკანასკნელი დროის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ნამუშევარია.[5]

სერიალს ფართო და აქტიური თაყვანისმცემლები ჰყავს. კრიტიკოსებისგან მან აღიარება დაიმსახურა, თუმცა შიშველი სხეულის ჩვენებამ და ძალადობის სცენებმა გამოიწვიეს კამათი. სერიალს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო თუ ნომინაცია. მათ შორის არის „ემის პრაიმტაიმ ჯილდო გამორჩეული დრამატული სერიალისთვის“ (სამივე სეზონისთვის), ოქროს გლობუსი საუკეთესო დრამატული ტელესერიალისთვის, ჰუგოს ჯილდო საუკეთესო დრამატული დადგმისთვის (ხანგრძლივი ფორმის) და პიბოდის ჯილდო. სერიალის მსახიობთაგან პიტერ დინკლიჯმა მიიღო „ემის პრაიმტაიმ ჯილდო გამორჩეული მეორეხარისხოვანი მსახიობისთვის დრამატულ სერიალში“ და ოქროს გლობუსი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისთვის სერიალში, მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში, ტირიონ ლანისტერის როლისთვის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. რობერტსი, ჯოშ. (აპრილი 1, 2012) სად იქნა გადაღებული HBO-ს ჰიტური „სატახტოთა თამაში“. USA Today. ციტირების თარიღი: მარტი 8, 2013.
  2. მარტინი, ჯორჯ რ.რ.. (ივლისი 16, 2010) From HBO. Not a Blog. LiveJournal. ციტირების თარიღი: მარტი 14, 2013.
  3. შვარცი, ტერი. (იანვარი 28, 2013) „სატახტოთა თამაშში“ მონაწილეობს დათვი, მესამე სეზონისთვის ძირითადი სცენის გადაღებები მიმდინარეობს ლოს-ანჯელესში. Zap2it. Tribune Media Services, Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-16. ციტირების თარიღი: მარტი 8, 2013.
  4. ჰიბერდი, ჯეიმზ. (აპრილი 2, 2013) „სატახტოთა თამაში“ განახლებულია მეოთხე სეზონისთვის. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 9, 2014. ციტირების თარიღი: აპრილი 2, 2013.
  5. კოლვილი, რობერტ. (მაისი 21, 2012) სატახტოთა თამაში: შოუ, რომელიც არღვევს ტელევიზიის ოქროს წესებს. The Telegraph. ციტირების თარიღი: ივნისი 11, 2013.