ტირიონ ლანისტერი
ტირიონ ლანისტერი (ინგლ. Tyrion Lannister) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი გმირი. ეკრანიზაციაში მის როლს ასრულებს ბრიტანელი მსახიობი პიტერ დინკლიჯი.
თავდაპირველად პერსონაჟი გამოჩნდა 1996 წელს გამოცემულ წიგნში „სატახტოთა თამაში“. ტირიონი არის ერთ-ერთი უმდიდრესი და ძლევამოსილი „ლანისტერების ოჯახის“ წევრი. იგი ფიგურირებს წიგნებში: „სატახტოთა თამაში“ (1996), „მეფეთა ჯახი“ (1998), „ხმლების ქარიშხალი“ (2000), ხოლო ცენტრალური პერსონაჟია წიგნებისა: „ნადიმი ყვავებისთვის“ (2005), „ცეკვა დრაკონებთან“ (2011) და „ზამთრის ქარები“ (2020).
ტირიონი წარმოდგენილია როგორც მდიდარი და ძლიერი ტაივინ ლანისტერის, მეფის ყოფილი მარჯვენა ხელის, და ჯოანა ლანისტერის მესამე და უმცროსი შვილი, რომელიც მშობიარობისას გარდაიცვალა. ტირიონის უფროსი და, სერსეი, ვესტეროსის დედოფალი მეფე რობერტ ბარათეონთან ქორწინების გამო, ხოლო სერსეის ტყუპისცალი, ჯეიმი, არის სამეფო დაცვის ერთ-ერთი მცველი. აღწერილია, როგორც შეუხედავი რაინდი, არაფორმირებული ჯუჯა სხვადასხვა ფერის თვალებით, მწვანე და შავი, ტირიონს აქვს ლანისტერის თეთრ-ქერა თმა, მაგრამ აქვს რთული ურთიერთობა ოჯხის წევრებთან.
პიტერ დინკლიჯმა ამ როლით მოიპოვა ემის სპეციალური ჯილდო დრამატულ სერიალში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის, ისევე, როგორც ოქროს გლობუსი სერიალში მეორეხარისხოვანი როლისთვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯ.რ.რ მარტინი, სატახტო თამაში, აშშ., 1996
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- A Game of Thrones: Analysis of Tyrion Lannister. SparkNotes. ციტირების თარიღი: August 4, 2014
- A Clash of Kings: Analysis of Tyrion Lannister. SparkNotes. ციტირების თარიღი: August 4, 2014
- A Storm of Swords: Analysis of Tyrion Lannister. SparkNotes. ციტირების თარიღი: August 4, 2014
- ტირიონ ლანისტერი IMDb-ზე