ნადიმი ყვავებისთვის
ნადიმი ყვავებისთვის (ინგლ. A Feast for Crows) — მეოთხე წიგნი ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების სერიაში „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, რომლის ავტორია ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი. წიგნი პირველად გამოიცა 2005 წლის 17 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში,[1] ამერიკული გამოცემა კი იმავე წლის 8 ნოემბერს შედგა.[2]
„ნადიმი ყვავებისთვის“ | |
---|---|
A Feast for Crows | |
ამერიკული გამოცემის ყდა | |
ავტორი | ჯორჯ რ. რ. მარტინი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სერია | ყინულისა და ცეცხლის სიმღერა |
ჟანრი | ფენტეზი |
გამომცემელი | Opus Press |
გამოცემის თარიღი |
ოქტომბერი, 2005 (ბრიტანეთი) ნოემბერი, 2005 (აშშ) |
მედია | ბეჭდვითი (რბილი და მაგარი ყდები) |
გვერდი |
ბრიტანული გამოცემა: 704 (მაგარი), 852 (რბილი) აშშ გამოცემა: 753 (მაგარი), 784 (რბილი) |
oclc | 61261403 |
წინამორბედი | ხმლების ქარიშხალი |
მომდევნო | ცეკვა დრაკონებთან |
ISBN |
ბრიტანული გამოცემა: ISBN 0-00-224743-7 (მაგარი) აშშ გამოცემა: ISBN 0-553-80150-3 (მაგარი), ISBN 0-553-58202-X (რბილი) |
2005 წლის მაისში მარტინმა განაცხადა, რომ დაუსრულებელი ნამუშევრის დიდი მოცულობის გამო, მან და მისმა გამომცემლებმა გადაწყვიტეს, რომ ის ორ ნაწილად გაეყოთ.[3] უბრალოდ შუაზე გაყოფის ნაცვლად, მარტინმა მასალა გაყო პერსონაჟებისა და მოქმედებების ადგილების მიხედვით. შედეგად სერიის მეოთხე და მეხუთე წიგნებში მოქმედება პარალელურად მიმდინარეობს.[3]
ნადიმი ყვავებისთვის იყო პირველი რომანი სერიაში, რომელმაც პირველი პოზიცია დაიკავა The New York Times-ის ბესტსელერთა სიაში.[4] ფენტეზის მწერლებს შორის ეს მანამდე მხოლოდ რობერტ ჯორდანმა[5][6][7][8][9] და ნილ გემანმა შეძლეს.[10] 2006 წელს რომანი ნომინირებული იყო ჰიუგოსა და ლოკუსის ჯილდოებზე.[11]
თხრობა
რედაქტირებაწიგნი მოთხრობილია 12 პერსონაჟის პერსპექტივიდან. წინა რომანებისგან განსხვავებით, მათ შორის რამდენიმე მეორეხარისხოვანი პერსონაჟია. ასევე, დამატებითი ეპიზოდური პერსონაჟის თვალთახედვითაა გადმოცემული პროლოგი.
- პროლოგი: პეიტი — შეგირდი ოლდტაუნის ციტადელში.
- სერსეი ლანისტერი — შვიდი სამეფოს რეგენტი.
- სერ ჯეიმი ლანისტერი — მეფის გვარდიის მეთაური.
- ბრიენ ტარსელი — ახალგაზრდა მებრძოლი ქალი, რომელიც ეძებს სანსა და არია სტარკებს.
- სანსა სტარკი — თავს ასაღებს პეტირ ბეილიშის ბუშ ქალიშვილად, ალაინ სტოუნად (ასეა მისი ზოგი თავის სათაური).
- არია სტარკი — შემდგომში „არხების კეტი“, იმალება ბრაავოსში.
- სემველ ტარლი — ლორდი რენდილ ტარლის მშიშარა ვაჟი, ღამის ებგურის კაცი.
- რკინის კუნძულებზე:
- The Prophet, The Drowned Man: აერონ გრეიჯოი — დამხრჩვალი ღმერთის მსახური, რკინის კუნძულების მეფის, ბალონ გრეიჯოის უმცროსი ძმა.
- კრაკენის ქალიშვილი: პრინცესა აშა გრეიჯოი — მეფე ბალონის ქალიშვილი.
- რკინის კაპიტანი, მოალაფე: პრინცი ვიქტარიონ გრეიჯოი — რკინის ფლოტის კაპიტანი, მეფე ბალონის უმმცროსი ძმა
- დორნში:
- მცველთა კაპიტანი: არეო ჰოტა — დორნის პრინცის, დორან მარტელის დაცვის უფროსი
- The Soiled Knight: სერ ერის ოუკჰარტი — მეფის გვარდიის რაინდი
- გამდედოფლებელი, პრინცესა კოშკში: არიან მარტელი — პრინცი დორანის ქალიშვილი და მემკვიდრი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნადიმი ყვავებისთვის Goodreads-ზე
- ნადიმი ყვავებისთვის ყინულისა და ცეცხლის ვიკიზე
- ნადიმი ყვავებისთვის ჯორჯ მარტინის ოფიციალურ საიტზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ A Feast for Crows: Product Details (UK). Amazon.com (October 17, 2005). ციტირების თარიღი: March 6, 2010.
- ↑ A Feast for Crows: Product Details (US). Amazon.com (November 8, 2005). ციტირების თარიღი: March 6, 2010.
- ↑ 3.0 3.1 Martin, George R. R.. (May 29, 2005) Done.. GeorgeRRMartin.com (Author's official website). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 31, 2005. ციტირების თარიღი: March 6, 2010.
- ↑ Best-Seller Lists: Hardcover Fiction. The New York Times. NYTimes.com (November 27, 2005). ციტირების თარიღი: March 5, 2010.
- ↑ The New York Times Best Seller list: November 8, 1998. Hawes.com. ციტირების თარიღი: March 6, 2010.
- ↑ The New York Times Best Seller list: November 26, 2000. Hawes.com. ციტირების თარიღი: March 6, 2010.
- ↑ The New York Times Best Seller list: January 26, 2003. Hawes.com. ციტირების თარიღი: March 6, 2010.
- ↑ The New York Times Best Seller list: October 30, 2005. Hawes.com. ციტირების თარიღი: March 6, 2010.
- ↑ The New York Times Best Seller list: November 15, 2009. Hawes.com. ციტირების თარიღი: March 6, 2010.
- ↑ Best-Seller Lists: Hardcover Fiction. The New York Times. NYTimes.com (October 9, 2005). ციტირების თარიღი: March 6, 2010.
- ↑ Science Fiction & Fantasy Books: 2006 Award Winners & Nominees. WorldsWithoutEnd.com. ციტირების თარიღი: July 25, 2009.