ხმლების ქარიშხალი
ხმლების ქარიშხალი (ინგლ. A Storm of Swords) — მესამე წიგნი ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების სერიაში „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, რომლის ავტორია ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი. წიგნი პირველად გამოიცა 2000 წლის 8 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში,[1] ამერიკული გამოცემა კი იმავე წლის ნოემბერში შედგა. მანამდე გამოიცა ნოველა დრაკონის გზა, რომელშიც შევიდა დენირეს ტარგარიენის რამდენიმე თავი წიგნიდან.
„ხმლების ქარიშხალი“ | |
---|---|
A Storm of Swords | |
ამერიკული გამოცემის ყდა | |
ავტორი | ჯორჯ რ. რ. მარტინი |
ილუსტრატორი | სტივ იული |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სერია | ყინულისა და ცეცხლის სიმღერა |
ჟანრი | ფენტეზი |
გამომცემელი | AST |
გამოცემის თარიღი |
აგვისტო, 2000 (ბრიტანეთი) ნოემბერი, 2000 (აშშ) |
მედია | ბეჭდვითი (რბილი და მაგარი ყდები) |
გვერდი |
ბრიტანული გამოცემა: 976 (მაგარი), 626 და 610 (რბილი) აშშ გამოცემა: 973 (მაგარი), 1216 (რბილი) |
oclc | 44676135 |
წინამორბედი | მეფეთა ჯახი |
მომდევნო | ნადიმი ყვავებისთვის |
ISBN |
ბრიტანული გამოცემა: ISBN 0-00-224586-8 (მაგარი) აშშ გამოცემა: ISBN 0-553-10663-5 (მაგარი), ISBN 0-553-57342-X (რბილი) |
ხმლების ქარიშხალმა მოიგო 2001 წლის ლოკუსის ჯილდო,[2] 2002 წლის გეფენის ჯილდო საუკეთესო რომანისთვის და ნომინირებული იყო 2001 წლის ნებულას ჯილდოზე.[2] წიგნი იყო სერიიდან პირველი, რომელმაც ნომინაცია მოიპოვა ჰიუგოს პრემიაზე, თუმცა საბოლოოდ პრიზი მიიღო ჯოან როულინგის წიგნმა ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი.[2][3]
HBO-ს ტელესერიალის, სატახტოთა თამაშის მესამე სეზონი წიგნი პირველ ნახევარზეა დაფუძნებული.[4]
თხრობა
რედაქტირებაწიგნი მოთხრობილია 10 ძირითადი პერსონაჟის პერსპექტივიდან. ასევე, დამატებითი ეპიზოდური პერსონაჟების თვალთახედვითაა გადმოცემული პროლოგი და ეპილოგი. ყოველი თავი დასათაურებულია იმ პერსონაჟის მიხედვით, რომლის პერსპექტივიდანაც მიმდინარეობს თხრობა.
- პროლოგი: ჩეტი, ღამის ებგურის კაცი.
- სერ ჯეიმი ლანისტერი, მეფის გვარდიის რაინდი,
- ჯონ სნოუ — ედარდ სტარკის ბუში, ღამის ებგურის კაცი.
- ლედი კეტლინ სტარკი — ედარდ სტარკის ქვრივი.
- ტირიონ ლანისტერი — ტივინ ლანისტერის ჯუჯა ვაჟი, ჯეიმი ლანისტერი ძმა.
- სანსა სტარკი — ედარდ და კეტლინ სტარკების უფროსი ქალიშვილი.
- არია სტარკი — ედარდ და კეტლინ სტარკების უმცროსი ქალიშვილი.
- ბრან სტარკი — ედარდ და კეტლინ სტარკების მეორე ვაჟი, უინტერფელისა და ჩრდილოეთის ტახტის მემკვიდრე.
- სემველ ტარლი — ლორდი რენდილ ტარლის მშიშარა ვაჟი, ღამის ებგურის კაცი.
- სერ დავოს სივორთი — ყოფილი კონტრაბანდისტი, რაინდი სტანის ბარათეონის სამსახურში, ცნობილი როგორც ხახვის რაინდი.
- დედოფალი დენერის ტარგარიენი — შვიდი სამეფოს ტახტის კანონიერი მფლობელი ტარგარიენთა გვარიდან.
- ეპილოგი: მერეტ ფრეი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ხმლების ქარიშხალი Goodreads-ზე
- ხმლების ქარიშხალი ყინულისა და ცეცხლის ვიკიზე
- ხმლების ქარიშხალი ჯორჯ მარტინის ოფიციალურ საიტზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Miller, Faren. (November 2000) Locu Online Reviews: A Storm of Swords (August 2000). Locus. LocusMag.com. ციტირების თარიღი: March 7, 2010.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2001 Award Winners & Nominees. Worlds Without End. ციტირების თარიღი: 2009-07-25.
- ↑ 2001 Hugo Awards. The Hugo Awards (2001-09-03). ციტირების თარიღი: 2011-10-13.
- ↑ Martin, George R. R.. (11 April 2012) Season Three. ციტირების თარიღი: 11 April 2012.