დავოს სივორთი
დავოს სივორთი (ინგლ. Davos Seaworth) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ირლანდიელმა მსახიობმა ლიამ კანინჰემმა.
სერ დავოს სივორთი, ასევე ცნობილი როგორც ხახვის რაინდი, ის არის მიწათმოქმედი რაინდი, ყოფილი კონტრაბანისტი, რომელიც ემსახურებოდა სტანისს ბარათეონს. მას შემდეგ რაც სტანისი უინტერფელის ბრძოლაში დამარცხდა, დავოსი რჩება ციხე შავში, სადაც ის დაეხმარა ჯონ სნოუს აჯანყების ჩახშობაში. ციხე შავში როდესაც ჯანყებისას როდესაც ჯონ სნოუ თავისმა მეომრებმა მოკლეს, დავოსმა წითელი ქურუმი ლედი მელისანდარა დაარწმუნა რომ ჯონი გაეცოცხლებინა. მოგვიანებით დავოსი სტარკების ერთგული გახდა და ის ჯონ სნოუს მეფობის დროს მისი მარჯენა ხელი იყო. მას შემდეგ რაც ჯონ სნოუ ისევ ღამის ებგურში დაბრუნდა მსახურობისთვის, დავოსი გახდა, მეფე ბრან პირველადწოდებულის, მცირე საბჭოს წევრი და გემების ოსტატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადავოსი დაიბადა მეფის საბიჯელში, ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქუჩაში უწევდა ცხოვრება. მოგვიანებით დავოსი გახდა მეზღვაური და ცხოვრების დიდი ნაწილი ვიწრო ზღვაში კონტრაბანდისტობა უწევდა. მისი შავ იალქნებიანი გემი ბევრისთვის ძალიან ცნობილი იყო, რადგან მას შეეძლო გემით ნავსადგურში შეპარვა და ისე გამოღწევა რომ ვერავის შეემჩნია.
რობერტ ბარათეონის აჯანყების დროს, გრიგალის კიდე ალყაში იყო მოქცეული, როდესაც სასხლეში სურსათი გამოელიათ და ხალხი შიმშილობდა სერ დავოსმა საზღვაო ბლოკადა გაარღვია და მოსახლეობას ხახვი და კიდევ მრავალი სახის სურსათი ჩაუტანა. სტანისმა ამ გმირობისთვის დავოსს ციხესიმაგრე და რაინდის ტიტული უბოძა, თუმცა იმის გამო რომ დავოსი კონტრაბანდისტობდა სტანისმა მას მარჯვენა ხელზე 4 თითი მოჰკვეთა. დავოსი მოკვეთილ 4 თითს მანამ დატარებდა სანამ შავი წყლის ბრძოლაში არ დაკარგა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
- ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
- ჯ.რ.რ მარტინი, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
- ჯ.რ.რ მარტინი, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011