რობერტ ბარათეონი
რობერტ ბარათეონი (ინგლ. Robert Baratheon) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი გმირი. ის წარდგენილია 1996 წელს გამოცემულ წიგნ „სატახტოთა თამაშში“. ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ინგლისელმა მსახიობმა მარკ ედიმ.
რობერტ ბარათეონი | |
---|---|
„ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ - პერსონაჟი „სატახტოთა თამაში - პერსონაჟი | |
მარკ ედი რობერტ ბარათეონის როლში, ტელესერიალში „სატახტოთა თამაში“. | |
პირველი გამოჩენა |
|
შემქმნელი | ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი |
მსახიობი |
მარკ ედი („სატახტოთა თამაში“) |
ახმოვანებს | მარკ ედი (ვიდეო თამაში) |
ინფორმაცია | |
ზედმეტსახელ(ებ)ი |
|
სხვა სახელები |
|
ოჯახი | ბარათეონები |
მეორე ნახევარი |
|
შვილები | |
ნათესავები |
წიგნი:
|
საცხოვრებელი | მეფის საბიჯელი |
ყინულისა და ცეცხლის სიმღერის სამყარო |
მეფე რობერტ I ბარათეონი, იყო შვიდი სამეფოს მე-17 მეფე და პირველი ვინც ბარათეონთა დინასტიიდან ტახტზე ავიდა.
რობერტმა, დიდმა მეომარმა და ქარიზმატულმა კაცმა ახალგაზრდობაში, ტახტი აიღო დაპყრობით ომში, რომელიც ცნობილია როგორც რობერტის აჯანყება, რომელიც დაიწყო მაშინ, როდესაც დრაგონსტოუნის პრინცმა, რეგარ ტარგარიენმა, სავარაუდოდ, გაიტაცა რობერტის საცოლე, ლიანა სტარკი. სამკბილას ბრძოლაში რეიგარ ტარგარიენის მოკვლის შემდეგ, გამარჯვება მის მხარეს გადავიდა. ომის შემდეგ ლიანა გარდაიცვალა, ამიტომაც რობერტი დაქორწინდა სერსეი ლანისტერზე, რისი საშუალებითაც ლანისტერებთან ძლიერ და მყარ კავშირს შექმნიდა რითაც შეძლებდა სამეფოს შენარჩუნებას. მაგრამ, მათი ქორწინება უსიყვარულო იყო და ისინი ერთმანეთს ცუდად ექცეოდნენ.
რობერტს ასევე ჰყავდა ორი უმცროსი ძმა, სტანისი და რენლი. მას და სერსეს სამი შვილი ჰყავდათ: ჯოფრი, მირსელა და ტომმენი. თუმცა, რობერტმა და სამეფოს უმეტესობამ არ იცოდა რომ სამივეს მამა სიანმდვილეში სერსეის ტყუპისცალი ძმა, ჯეიმე ლანისტერი იყო. მეორეს მხრივ, რობერტს ჰყავდა ბევრი უკანონო შვილი სხვა ქალებისგან, მათ შორისაა გენდრი.
ბიოგრაფია
რედაქტირებარობერტი არის ლორდ სტეფონ ბარათეონისა და ლედი კასანა ბარათეონის უფროსი ვაჟი, მათ ასევე ჰყავდათ ორი უმცროსი ვაჟი სტანისი და რენლი. რობერტის მშობლები მეფე ეირის II ტარგარიენმა ვოლანტისში გაგზავნა, პრინცი რეიგარ ტარგარიენისთვის საცოლის მოსაძებნად. მათ ეს ვერ შეძლეს და უკან გრიგალის კიდეზე დაბრუნდნენ, თუმცა სანამ პორტში შევიდოდნენ ქარიშხალის გამო მათი გემი ჩაიძირა და დაიღუპნენ, ამ ყველაფერს კი რობერტი და სტანისი თვალს ადევნებდნენ. მშობლების გარდაცვალების შემდეგ გრიგალის კიდის ლორდი რობერტი გახდა.
არინთა სახლის ხელმძღვანელმა, ჯონ არინმა, თავის თავზე აიღო რობერტის და რიკარდ სტარკის მეორე ვაჟის, ნედ სტარკის აღზრდა. ამ დროის განმავლობაში რობერტი და ნედი ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდნენ და ერთმანეთს როგორც ძმებს ისე უყურებდნენ, ჯონ ერინი კი მათვის მამასავით იყო. რობერტი ემსახურებოდა მეფე ეირის II ტარგარიენს, როგორც გრიგალის კიდის ლორდი და 7 სამეფოდან ერთ-ერთის მცველი.
რობერტი და ლიანა
რედაქტირებარობერტს უყვარდა ნედის უმცროსი და ლიანა სტარკი. დროთა განმავლობაში, ლიანას მამა, ვინტერფელის ლორდ რიკარდ სტარკი, დათანხმდა მისი რობერტთან დაქორწინებას. ამ დროს რობერტს უკვე ჰყავდა უკანონო შვილი, მია სტოუნი, არინის ველში, რის გამოც ლიანას სჯეროდა რომ, რობერტი არასდროს არ იქნებოდა მისი ერთგული, მიუხედავად მისსდამი დიდი სიყვარულისა. ედარდი მოგვიანებით აღნიშნავდა, რომ რობერტი ხედავდა მხოლოდ ლიანას სილამაზეს და არასოდეს ცნობდა მის სითამამესა და ნებისყოფის სიმტკიცეს.
ჰარენჰალის ტურნირში, რობერტმა სერ რიჩარდ ლონმუთთან ერთად სასმელის შეჯიბრი გამართა და ფიცი დადო, რომ გამოამჟღავნებდა საიდუმლო რაინდს, რომელიც ცნობილია როგორც სიცილის ხის რაინდი, თუმცა მან ეს ვერ შეძლო. რობერტის ბიძაშვილმა, პრინცმა რეიგარ ტარგარიენმა, მოიგო ტურნირი და პირნცმა ლედი ლიანა გამოაცხადა, სიყვარულისა და სილამაზის დედოფლად, მისი მეუღლის პრინცესა ელია მარტელის ნაცვლად. არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ რობერტმა გაიცინა და თქვა, რომ რეგარმა მხოლოდ ლიანას გადაუხადა მისი საფასური, თუმცა ადამიანების თქმით, ვინც რობერტს უკეთ იცნობდა, ის გრძნობდა, რომ ეს იყო შეურაცხყოფა, რაზეც დიდხანს ფიქრობდა, რის გამოც იგი გამკაცრდა რეიგარის მიმართ.
რობერტის აჯანყება
რედაქტირებაჰარენჰალის ტურნირიდან ერთი წლის შემდეგ, პრინცმა რეიგარმა მოიტაცა ლედი ლიანა. შეშლილმა მეფემ ნედის ძმა და მამა სიკვდილით დასაჯა, როდესაც მათ პროტესტი გამოთქვეს და მოითხოვეს ლიანას დაბრუნება. მათი სიკვდილის შემდეგ მეფემ ჯონ არინს მოსთხოვა რობერტის და ნედის მოკვლა და მისთვის თავები მიერთმია. ჯონმა უარი თქვა ამ შემოთავაზებაზე და აუჯანყდა მეფეს, შესაბამისად ნედმა და რობერტმა შეკრიბეს ჩრდილოეთის და გრიგალის ლაშქარი. თუმცა ჯონ არინს ყველა თავისი მებაირაღე არ მიემხრო. რობერტი იბრძოდა Gulltown-ში, სადაც მარკ გრაფტონმა და სხვა ტახტის ერთგულმა ლორდებმა ველიდან გადაკეტეს პორტი. რობერტმა მოკლა მარკი და დაბრუნდა გრიგალის კიდეზე ჯარის შესაკრებად. თუმცა მისმა ზოგიერთმა მებაირაღემ უარყო მისი შეთავაზება და მიემხრო მეფეს. როდესაც რობერტმა შეიტყო, რომ ლორდები გრანდისონი, კაფერენი და ფელი გეგმავდნენ თავიანთი მასპინძლების შეკრებას Summerhall, რათა გაემართათ გრიგალსი კიდეში, ის წინ წავიდა თავის რაინდებთან ერთად. ის თითოეულს ცალ-ცალკე ებრძოდა და სამივე დაამარცხა. რობერტი დაბრუნდა გრიგალის კიდეზე თავის ტყვეებთან ერთად და იქ მოიპოვა ლორდების კაფერენისა და გრანდისონის ერთგულება, ისევე როგორც სილვერაქს ფელის.
მან წაიყვანა არმია ჩრდილოეთისკენ სადაც უნდა შეერთებოდა თავის მოკავშირეებს, გრიგალის კიდის დასაცავად თავისი უმცროსი ძმა დატოვა, რომელიც ომის დასრულებამდე ოჯახის გვერდით იდგა. ლორდი რენდილ ტარლი თავს დაესხა რობერტს და დაამარცხა ეშფორდის ბრძოლაშ, მანამ სანამ მეის ტაირელი მთავარი არმიით შეუერთდებოდა. რობერტმა შეძლო უკან დახევა და განაგრძო გზა ჩრდილოეთისკენ თავის არმიასთან ერთად.
ეირისს სურდა ვინმე ახალგაზრდა და ენერგიული რობერტის შესატყვისი და ამიტომ ლორდ ოუენ მერივეზერი შეცვალა ლორდ ჯონ კონინგტონით, როგორც მისი მარჯვენა ხელი. კონინგტონი პირადა მეთაურობდა ძლევამოსილ არმიას, რომელიც რობერტს დასდევდა. რობერტმა თავისი დაღლილი და დაჭრილი ჯარისკაცები დააბანაკა ქალაქ სტეპსტონში. როდესაც კონინგტონი და მისი ჯარი ჩავიდნენ ქალაქში და დაიწყეს სახლების ჩხრეკა, მაცხოვრებლები აქტიურად ეხმარებოდნენ რობერტს და იცავდნენ მას მეფის ხალხისგან. ბოლოს საროსკიპოში გადამალეს. როდესაც ლორდები ედდარ სტარკი და ჰოსტერ ტალი აჯანყებულთა ჯარით მივიდნენ, რობერტი გამოვიდა სამალავიდან და შეებრძოლა კონინგტონს, კინაღამ მოკლა იგი.
მეფე ეირისმა გააცნობიერა, რომ რობერტი იყო ყველაზე დიდი საფრთხე ტარგარიენების დინასტიისთვის დემონ I ბლექფაირის შემდეგ, მან დაითხოვა კონინგტონი თანამდებობიდან და დაასახელა ლორდ ქარლტონ ჩელსტედი, როგორც მისი მარჯვენა ხელი ნაცვლად. ტალების დახმარების უზრუნველსაყოფად, ჯონ არინი და ედდარ სტარკი დაქორწინდნენ ლორდ ჰოსტერის ქალიშვილებზე, ლიზასა და კეტლინზე.
რობერტი აჯანაყებულთა ძალებს მეთაურობდა ომის გარდამტეხ მომენტში მეთაურობდა, სამკბილას ბრძოლაში. ამ ბრძოლის შემდეგ რობერტმა პრეტენზია განაცხადა რკინის ტახტზე. აჯანყების სამივე ლიდერიდან რობერტი იყოს საუკეთესო კანდიდატი, იმის გამო, რომ მისი ბებია იყო პრინცესა რაელ ტარგარიენი, მეფე ეიგონ V ტარგარიენის უმცროსი ქალიშვილი. მიუხედავად ამ ყველაფრისა მან აწარმოა დაპყრობითი ომი.
283 წელს (ეიგონის დაპყრობიდან) აჯანყებულთა და სამეფო ძალები ერთამნეთს შეებრძოლნენ სამკბილას ჩრდილოეთ ნაწილში. რობერტი და რეიგარი ერთმანეთს ცხენზე ამხედრებულები განცალკევებულად შეერკინენ, ირგვლივ ბრძოლა მძვინვარებდა. რეიგარმა დაჭრა რობერტი მანამ, სანამ რობერტმა რეგარი მკერდზე მისი ჩაქუჩის დარტყმით მოკლა. საბოლოოდ ტარგარიენთა ძალებმა უკან დაიხიეს. როდესაც ლორდ რუს ბოლტონმა ურჩია რობერტს სიკვდილით დაესაჯა სერ ბარისტან სელმი, ეირისის მეფის მცველების ტყვედ მყოფი რაინდი, რობერტმა უარი თქვა და ამის ნაცვლად, საკუთარ მეისტერს ბარისტან მამაცის ჭრილობების დამუშავება დაავალა.
რობერტი დაჭრილი იყო და ვერ მოახერხა მტრის გადარჩენილი ჯარისკაცების დევნა ამიტომაც, ნედ სტრაკს დაავალა ეს საქმე. ჩრდილოელებთან ერთად ნედი გაქცეულებს მეფის საბიჯელამდე გაჰყვა. თუმცა, ლორდ ტაივინ ლანისტერი ადრე ჩამოვიდა ჯარით, რომელმაც დაიწყო ქალაქზე თავდასხმა მას შემდეგ, რაც დიდმა მაესტერ პისელმა დაარწმუნა ეირისი, შემოეშვა ისინი ქალაქში. ეირისი თავისმა მცველმა ჯეიმი ლანისტერმა მოკლა, რომელსაც მოგვიანებით მეფისმკვლელი უწოდეს. მას შემდეგ, რაც რობერტი მეფის საბიჯელში ჩავიდა, ტაივინმა მას გადასცა პრინცესა ელია მარტელის, რეგარის მეუღლისა და მათი ორი მცირეწლოვანი შვილის, პრინცესა რენისისა და პრინც ეიგონის დასახიჩრებული სხეულები. მიუხედავად იმისა, რომ რობერტი კმაყოფილი იყო მათი გარდაცვალების გამო, ედარდი აღშფოთებული და ზიზღით იყო განწყობილი ამ საქციელით, ამას მკვლელობა უწოდა და თქვა, რომ ახალგაზრდა პრინცი და პრინცესა ჩვილები იყვნენ. რობერტის პასუხი იყო: „მე არ ვხედავ ჩვილებს, მხოლოდ დრაკონის ქვირითს“. ნედი ამის გამო ძალიან გაბრაზდა და მეფის საბიჯელი მეორე დღესვე დატოვა რათა მოეგო უკანასკნელი ბრძოლები, ლიანას სიკვდილმა და საერთო მწუხარებამ ნედი და რობერტი კვლავ დაახლოვა. ამის შემდეგ რობერტს აწუხებდა ლიანასადმი მოგონებები და შემდგომი შურისძიების სურვილი მოკლული რეგარის წინააღმდეგ.
ომის შემდეგ
რედაქტირებარობერტის სამეფო გერბი | |
---|---|
სტანისი რობერტისთვის იბრძოდა ომის დროს, თუმცა ორ ძმას ერთმანეთი არასოდეს უყვარდათ. რობერტი ეუბნება ედდარ სტარკს: „შენ იყავი ის ძმა, რომელიც მე ავირჩიე“. ომის დროს სტანისის სამსახურის მიუხედავად, რობერტმა რენლი აქცია გრიგალის კიდის მბრძანებლად მისი გამარჯვების შემდეგ. ომის დროს რენლი მხოლოდ ბავშვი იყო, ამიტომ არ იბრძოდა. სტანისი გახდა დრაგონსტოუნის ლორდი და ემსახურობდა რობერტის მცირე საბჭოში, როგორც გემების ოსტატი. მოგვიანებით რენლი შეუერთდა მცირე საბჭოს, როგორც სამართლის მაგისტრი.
რობერტი იყო ანდალების და პირველი ადამიანების მეფე და ვესტეროსის შვიდი სამეფოს მმართველი სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ. თუმცა, მას უფრო აინტერესებდა სასმელი, მეძავები და ნადირობა, ვიდრე მისი სამეფოს მართვა. ის ხარობს აჯანყების დიდების დღეებში. ის სამეფოს მართვას დიდწილად თავის პატარა საბჭოს უტოვებს, რომელსაც ჯონ არინი ხელმძღვანელობს.
მეფე რობერტს ასევე უყვარს ისეთი ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ტურნირები, რომლებზეც ხარჯს არ იშურებს. სამწუხაროდ, ჩვიდმეტი წლის შემდეგ რობერტის ექსცესებმა სამეფო ღრმა ვალში დატოვა შოკისმომგვრელი ექვსი მილიონი ოქროს დრაკონისთვის, ნახევარი ლანისტერის სახლიდან. როგორც ჩანს, მას და სერსეის სამი შვილი ჰყავს: ჯოფრი, მირსელა და ტომენი. რობერტმა არ იცოდა, სამივეს მამა სერსეის ტყუპისცალმა ძმა ჯეიმი რომ იყო. რობერტს ჰყავდა უამრავი უკანონო შვილი რომელთა არსებობოს შესახებაც წარმოდგენა არ ჰქონდა, მათ შორისაა გენდრი.
ჯონ არინმა დაიწყო სერსეის შვილების შთამომავლობის გამოკვლევა, მათი გარეგნობა რობერტის უკანონო შთამომავლობას შეადარა. ის იდუმალ გარემოებებში გარდაიცვალა გამოძიების დაწყებიდან მალევე. რობერტმა გადაწყვიტა ჩრდილოეთით გამგზავრება ედდარდის სათავსოში ვინტერფელამდე, რათა დაესახელებინა იგი ჯონ არინის შემცვლელად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
- ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
- ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
- ჯ.რ.რ მარტინი, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
- ჯ.რ.რ მარტინი, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011