რენლი ბარათეონი

მხატვრული პერსონაჟი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რენლი ბარათეონი (ინგლ. Renly Baratheon) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. იგი წარდგენილია 1996 წელს გამოცემულ წიგნ „სატახტოთა თამაშში“ და „მეფეთა ჯახი“ (1998). ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ინგლისელმა მსახიობმა გეთინ ენტონიმ[1].

რენლი ბარათეონი არის ბარათეონთა ძმებიდან ყველაზე უმცროსი და გრიგალის კიდის ლორდი.

ტარგარიენთა სახლის დამხობისა და რობერტის გამეფების შემდეგ ის გახდა გრიგალის კიდის ლორდი, მიუხედავად მისი ასაკისა. რობერტის მცირე საბჭოში ის იკავებდა სამართლის ოსტატის ადგილს, მაგრამ ეს თანამდებობა მიატოვა რობერტის სიკვდილის შემდეგ, რადგან მან გამოთქვა პრეტენზია ტახტზე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლორდი რენლი ბარათეონი არის ლორდ სტეფონ ბარათეონის და ლედი კასანა ესტერმონტის უმცროსი ვაჟი. სტეფონი იყო ბარათეონთა სახლის ხელმძღვანელი და გრიგალის კიდის ლორდი. გრიგალის კიდე არის 7 სამეფოდან ერთ-ერთი კონსტიტუციური რეგიონი. რენლის ჰყავს ორი უფროსი ძმა რობერტი და სტანისი. როდესაც პატარები იყვნენ სტეფონი და კასანა დაიღუპნენ ამიტომაც რობერტმა მემკვიდრეობით მამის ტიტული მიიღო.

როებრტი ლიდერობდა აჯანყებას მეფე ეირის II ტარგარიენის წინააღმდეგ, აჯანყებულებს მიზნად ჰქონდათ დასახული შლეგი მეფის ტახტიდან ჩამოგდება და ანდალთა და პირვეყოფილთა მეფე რობერტი გახმდარიყო. რობერტმა რენლი გრიგალის კიდის ლორდად აქცია გამარჯვების შემდეგ, მიუხედავად იმისა რომ ის ძალიან პატარა იყო და ომში არ უბრძოლია.

რენლი ემსახურებოდა რობერტს მცირე საბჭოში როგორც სამართლის ოსტატი მეფის საბიჯელში. ის იყო მეოთხე ტახტის მემკვიდრეებში მის წინ მოდიოდნენ მისი ძმისშვილები ჯოფრი და ტომენი ასევე მისი ძმა სტანისი. რენლი პოპულარულია ხალხში მისი მეგობრული თვისებებით და კარგი მანერებით.

რენლი წლების განმავლობაში ჰომოსექსუალურ ურთიერთობაში იყო სერ ლორას ტაირელთან. მაგრამ ისინი ამ ყველაფერს საიდუმლოდ ინახავდნენ თავიანთი რელიგიის გამო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება