სატახტოთა თამაში
სატახტოთა თამაში (ინგლ. A Game of Thrones) — პირველი წიგნი ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების სერიაში „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, რომლის ავტორია ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი. წიგნი პირველად გამოიცა 1996 წლის 6 აგვისტოს. მასში მოქმედება ხდება გამოგონილ კონტინენტებზე, ვესტეროსსა და ესოსზე. წიგნი რამდენიმე პერსონაჟის პერსპექტივიდანაა მოთხრობილი, რომელთა მეშვეობით მარტინი მკითხველს აცნობს სიუჟეტის სამ ძირითად ხაზს: ვესტეროსის წარჩინებულ სახლებს შორის ბრძოლას, მის ჩრდილოეთში აღმართულ კედლისა და ტახტიდან ჩამოდგებული მეფის შვილის, დეინერის ტარგარიენის ისტორიას. ამავე სახელწოდების ტელესერიალად წიგნის ადაპტირება ტელეკომპანია HBO-მ მოახდინა და ის ტელეეკრანებზე პირველად 2011 წლის აპრილში გამოჩნდა. სერიალის პირველი სეზონი პირველი რომანის სატელევიზიო ადაპტაციაა.
„სატახტოთა თამაში“ | |
---|---|
A Game of Thrones | |
პირველი აშშ გამოცემა | |
ავტორი | ჯორჯ რ. რ. მარტინი |
ილუსტრატორი | სტივ იული |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სერია | ყინულისა და ცეცხლის სიმღერა |
ჟანრი | ფენტეზი |
გამომცემელი | Bantam Spectra (აშშ) & Voyager Books (ბრიტანეთი) |
გამოცემის თარიღი | 6 აგვისტო, 1996 |
მთარგმნელი | ნინო ბარძიმაშვილი[1] |
მედია | ბეჭდვითი (რბილი და მაგარი ყდები) |
გვერდი | ქართული გამოცემა: 488 (I ნაწილი) |
მომდევნო | მეფეთა ჯახი |
ISBN | ქართული გამოცემა: ISBN 978-99940-54-26-8 (I ნაწილი) |
ქართულად წიგნი გამოსცა გამომცემლობა არეტემ, რომელმაც ის რამდენიმე ნაწილად დაყო. I ნაწილი გამოვიდა 2012 წელს.[2] მეორე ნაწილი გამოვიდა 2013 წელს.[3]
თხრობა
რედაქტირებაწიგნში თხრობა მიმდინარეობს მესამე პირში, რვა სხვადასხვა პერსონაჟის პერსპექტივიდან. დამატებით ეპიზოდური პერსონაჟის პერსპექტივიდან გვაცნობს ავტორი პროლოგს. ყოველი თავი დასათაურებულია იმ პერსონაჟის მიხედვით, რომლის პერსპექტივიდანაც მიმდინარეობს თხრობა.
- პროლოგი: უილი — ღამის ებგურის კაცი.
- ლორდი ედარდ სტარკი — უინტერფელის მბრძანებელი, მეფის ხელი.
- ლედი კეიტლინ სტარკი — ედარდ სტარკის მეუღლე.
- სანსა სტარკი — ედარდ და კეიტლინ სტარკების უფროსი ქალიშვილი.
- არია სტარკი — ედარდ და კეიტლინ სტარკების უმცროსი ქალიშვილი.
- ბრან სტარკი — ედარდ და კეიტლინ სტარკების 7 წლის ვაჟი.
- ჯონ სნოუ — ედარდ სტარკის ნაბუშარი.
- ტირიონ ლანისტერი — ტაივინ ლანისტერის ჯუჯა ვაჟი.
- პრინცესა დეინერის ტარგარიენი — დრაგონსტოუნის პრინცესა და ტარგარიენთა ტახტის მემკვიდრე, უფროსი ძმის, ვისერისის შემდეგ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სატახტოთა თამაში საიტზე SFReader.com