დეინერის ტარგარიენი

დეინერის ტარგარიენი (Daenerys Targaryen) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ და მისი სატელევიზიო ადაპტაციის, „სატახტოთა თამაშის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. სერიალში მას განასახიერებს მსახიობი ემილია კლარკი. The New York Times-ის მიერ დეინერისი დასახელდა მწერლის ერთ-ერთ საუკეთესო ქმნილებად.[2][3]

დეინერის ტარგარიენი
„ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ - პერსონაჟი

ემილია კლარკი დეინერის ტარგარიენის როლში, ტელესერიალში „სატახტოთა თამაში“ (სეზონი 7)
პირველი გამოჩენა
შემქმნელი ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი
მსახიობი ემილია კლარკი
(„სატახტოთა თამაში“)
ახმოვანებს ემილია კლარკი (ვიდეო თამაში)
ინფორმაცია
ზედმეტსახელ(ებ)ი
  • დეინერის ქარიშხალშობილი
  • დენი
  • კჰალისი
  • მისა
  • ვერცხლის დედოფალი
  • ვერცხლის ქალბატონი
სხვა სახელები
  • ანდალთა, როინართა და პირველყოფილთა დედოფალი
  • სამეფოს მფარველი
  • მირინის დედოფალი
  • დიდი ბალახის ზღვის კჰალისი
  • დრაკონების დედა
  • დაუწველი
  • ბორკილების მმუსვრელი
  • დრაკონის ქვის ქალბატონი
სქესი მდედრობითი
ოჯახი ტარგარიენების საგვარეულო
მეუღლე(ები)
მეორე ნახევარი
შვილები რაეგო (მკვდარშობილი)
ნათესავები
სამეფო სამეფო მიწები

დეინერისი არის ვესტეროსის მეფის, ეირის II ტარგარიენის ერთ-ერთი შვილი და მისი დინასტიის ბოლო წარმომადგენელი მას შემდეგ, რაც მამამისი ტახტიდან ჩამოაგდეს, ხოლო მისი ძმა ვისერისი მოგვიანებით მოკლეს.

დეინერისი მამის სიკვდილის შემდეგ დეინერისი გადაიხვეწა ვესტეროსიდან ესოსზე, სადაც მის ძმასთან ერთად დევნილობაში ცხოვრობს. ვისერისი ცდილობს მის გამოყენებას ვესტეროსის ტახტის დასაბრუნებლად, თუმცა მისი გადაჭარბებული ამბიციის გამო ამ თამაშს ეწირება და დეინერისი ტარგარიენების დინასტიის ბოლო წარმომადგენელი ხდება.

დეინერისი ჯერ ესოსზე, ხოლო შემდეგ ვესტეროსზე იბრძვის კუთვნილი რკინის ტახტის დასაბრუნებლად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


  1. See the Connections Behind Ned’s Promise With This Infographic. MakingGameofThrones.com (HBO) (June 28, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — June 29, 2016. ციტირების თარიღი: June 29, 2016.
  2. Orr, David. (August 12, 2011) Dragons Ascendant: George R. R. Martin and the Rise of Fantasy. The New York Times. ციტირების თარიღი: July 12, 2014.
  3. Jennings, Dana. (July 14, 2011) A Dance with Dragons Review: In a Fantasyland of Liars, Trust No One, and Keep Your Dragon Close. The New York Times. ციტირების თარიღი: July 20, 2014.