კჰალ დროგო (ინგლ. Drogo) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და აგრეთვე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ის წარდგენილია 1996 წელს გამოცემულ წიგნ „სატხტოთა თამაში“ ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ამერიკელმა მსახიობმა ჯეისონ მომოამ.

ხალ დროგო, იყო დოთრაკთა ხალასარის მეთაუირო. ის ხშირად მოიხსენიება როგორც „დიდი ხალი“. მისი სახელი ჰქვია უკანასკნელ გადარჩენილ დრაკონს, რომელიც იყო მისი ქვრივის პირადი დრაკონი.

ბიოგრაფია რედაქტირება

დროგო არის ხალი ან მომთაბარე ცხენოსანი აღმოსავლეთ კონტინენტის ვიწრო ზღვის მიღმა. დოთრაკები არიან სასტიკი მეომრები, დახელოვნებული ბრძოლაში, შეუპოვარი ბრძოლაში და ცნობილი ველურობით არადოთრაკების მიმართ. საკუთარ ხალხს შორის მათ აქვთ ღირსების კოდექსი, თუმცა მაინც მკაცრი და შეუბრალებელი არიან. დროგო ჯერკიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო რეოდესაც საკუთარი ხალასარი ჰყავდა. ის ლეგენდარული მეომარია და არასოდეს დამარცხებულა ბრძოლაში. დროგოს სურდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და ეგზოტიკური ქალი, როგორიც მისი ხალესი (ცოლი) დეინერის ტარგარიენი იყო.

მას იცავენ სისხლისმსმელები, მათ შორის ქოთო. გენერლები ან კო მის ხალასარში შედიან პონო და ჟაქო, კაცები, რომლებიც მას იცავენ, მიჰყვებიან ბრძოლაში და როდესაც დროგო მოკვდება, მათი მოვალეობა და პატივია გაჰყვნენ მას მაშინაც კი, რათა გააგრძელონ მისი სამსახური.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება