ემილია კლარკი

ინგლისელი მსახიობი

ემილია იზაბელ იუფიმია როუზ კლარკი (ინგლ. Emilia Isabelle Euphemia Rose Clarke; დ. 23 ოქტომბერი, 1986, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი მსახიობი. ლონდონში დაბადებული და ბერქშირში გაზრდილი კლარკი, სწავლობდა ლონდონის დრამის ცენტრში და მონაწილეობას იღებდა რიგ სპექტაკლებში. მისი სატელევიზიო დებიუტი შედგა ბრიყანულ სერიალში „ექიმები“, სადაც ერთ-ერთი ეპიზოდის მოწვეული მსახიობი გახდა. 2010 წელს, კლარკი ჟურნალ „Screen International“-ის მიერ, ბრიტანეთის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა, რომელიც მიენიჭა ტელეარხ Syfy-ის ფილმში „ტრიასული შეტევა“ (2010) როლისთვის.

ემილია კლარკი

კლარკი, 2013 წლის სან-დიეგოს Comic-Con-ის საერთაშორისო ფესტივალზე, სატახტოთა თამაშის სტენდზე.
მშობლიური სახელი Emilia Clarke
დაბადების სახელი ემილია იზაბელ იუფიმია როუზ კლარკი
დაბადების თარიღი 23 ოქტომბერი, 1986 (1986-10-23) (38 წლის)
ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
რეზიდენცია ჰამპსტედი, ლონდონი, ინგლისი
ვენეცია, ლოს-ანჯელესი, აშშ
ეროვნება ინგლისელი
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2009-დან დღემდე
სიმაღლე 1,57 მ[1]
პარტნიორ(ებ)ი სეთ მაკფარლეინი (2012-2013)

კლარკი ცნობილი გახდა და აღიარება მოიპოვა 2011 წელს, როდესაც დეინერის ტარგარიენის როლი შეასრულა HBO-ის სერიალში „სატახტოთა თამაში“ (2011-დღემდე), რომელმაც კრიტიკოსების დადებითი შეფასება მოიპოვა. კლარკი ნომინირებულიყო ემის სამ ჯილდოზე: დრამის ჟანრის სერიალში დამხმარე მსახიობი“ და ორი ჯილდო „კრიტიკოსთა რჩეული დრამის ჟანრის სერიალში დამხმარე მსახიობი“, სხვა ჯოლდოებთან ერთად.

კლარკის დებიუტი ბროდვეიზე 2013 წელს შედგა, როდესაც იგი ჰოლი გოულაითის როლი შეასრულა სპექტაკლში „საუზმე ტიფანისთან“. 2015 წელს, იგი ჟურნალ „Esquire-ის“ მიერ, „ყველაზე სექსუალურ ქალად“ დაასახელა. კლარკი ასევე ცნობილია თავისი როლებით ფილმში „ტერმინატორი: გენეზისი“ (2015), როგორც სარა კონორი და როგორც ლუიზა კლარკი ფილმში „მე სანამ შენ შეგხვდებოდი“ (2016).

ადრეული წლები

რედაქტირება

ემილია იზაბელ იუფიმია როუზ კლარკი[2] დაიბადა 1986 წლის 23 ოქტომბერს ლონდონში[3][4][5][6] და გაიზარდა ბერქშირში.[7][8][9] მამამისი (გარდაიცვალა 2016 წლის 10 ივლისს),[10] თეატრის ხმის ინჟინერი იყო ვულვერჰემპტონიდან, უესტ-მიდლენდსიდან.[11] დედამისი, ჯენიფერ კლარკი,[12] საქველმოქმედო ორგანიზაციის The Anima Foundation-ის დირექტორია.[13] ჰყავს უფროსი ძმა.[14] კლარკი, მსახიობობის მიმართ ინტერესი სამი წლის ასაკში გამოავლინა, როდესაც ნახა მიუზიკლი „Show Boat“-ი, სადაც მამამისიც მუშაობდა.[7] სწავლობდა რაი სენტ ანტონის სკოლაში და სენტ ანდრიუსის სკოლაში, რომელიც 2005 წელს დაამთავრა.[15] უმაღლესი განათლება მიიღო ლონდონის დრამის ცენტრში, რომელიც 2009 წელს დაასრულა.[16]

 
კლარკი 2011 წლის სან-დიეგოს Comic-Con-ის საერთაშორისო ფესტივალზე

კლარკის ადრეული ნამუშევრებია: ორი პიესა სენტ-ედვარდში,[15] ათი პიესა ლონდონის დრამის ცენტრში, 2009 წლის „ანგელოზების კომპანიის“ წარმოების „სენსი“[16] და ასევე 2009 წლის ორი სარეკლამო როლი საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამარიტელებისთვის“.[17] მისი ერთ-ერთი პირველი როლი სატელევიზიო ფილმში იყო ლონდონის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი.[18] მისი პირველი სატელევიზიო როლი სერიალში იყო სასკია მაიერის როლი 2009 წლის ბრიტანულ სერიალში „ექიმები“ და სავანაჰის როლი 2010 წლის Syfy-ის ფილმში „ტრიასული შეტევა“. ჯურნალ „Screen International“-მა იგი ბრიტანეთის ამომავალ ვარსკვლავად დაასახელა.[19]

2010 წელს, კლარკი შეირჩა დეინერის ტარგარიენის როლზე HBO-ის ფენტეზის ჟანრის სერიალში „სატახტოთა თამაში“, რომელიც ჯორჯ მარტინის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ წიგნების სერიის ეკრანიზაციაა. კლარკი, ბრიტანელი მსახიობი ტამზინ მერჩანტის ნაცვლად შეარჩიეს, რომელიც დაუსაბუთებელი მიზეზების გამო გაუშვეს.[20] ერთ-ერთ ინტერვიუში, კლარკმა განაცხადა, რომ მან მოსმენის დროს ქათმისა და რობოტის ცეკვები შეასრულა.[21] სერიალის დებიუტი 2011 წლის აპრილში შედგა, დადებითი გამოხმაურებისა და სწრაფი წარმატების შემდეგ, მაუწყებელმა არხმა სერიალის მეორე სეზონის გადაღება გადაწყვიტა.[22] კლარკმა, დაინერისის როლისთვის, 2011 წელს მოიპოვა „ემის ჯილდო“, როგორც „საუკეთესო დამხმარე მსახიობი, დრამის ჟანრის სერიალში“.[23] 2013 წელს, კლარკი ნომინირებულიყო „გამოჩენილი დამხმარე მსახიობის წოდებაზე, დრამის ჟანრის სერიალში“ ემის პრაიმტაიმის 65-ე ჯილდოზე.[24] იგი კვლავ ნომინირებულიყო ამ კატეგორიაში 2015 და 2016 წლებში.[25]

კლარკმა ფართო ქება მიიღო თავისი შესრულებისთვის. შეაქეს მისი შესრულება, როდესაც იგი დეინერისის როლით, პირველი ეპიზოდის დასაწყისში შეშინებული გოგონიდან, სეზონის ბოლო ძლევამოსილ ქალად გადაიქცა. მეთიუ გილბერტმა, გაზეთ The Boston Globe-დან, კლარკის სცენებს „ჰიპნოტიზირებადი“ უწოდა და დასძინა, რომ „კლარკს არა გააჩნია გამოსახვის ბევრი ემოციური მრავალფეროვნება დეინერისის როლის შესასრულებლად, გარდა სასტიკი გადაწყვეტილების მიღებისა, მაგრამ ის მაინც დამოქლონა“.[26] ტოდ ვანდერვერფი, The A.V. Club-იდან, კომენტარი გააკეთა ამგვარი ევოლუციის წიგნიდან ეკრანზე ადაპტაციის სირთულეზე, მაგრამ დაასკვნა, რომ „კლარკი [...] უფრო მეტია, ვიდრე ნაწერი წიგნში“.[27] 2017 წელს, გავრცელებული მონაცემებით, კლარკი სატელევიზიო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა, რომელმაც სერიალ „სატახტოთა თამაშის“ თითო ეპიზოდისთვის 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო.[28][29]

2012 წელს, კლარკი გამოჩნდა ფილმში „სპაიკის კუნძული“, რომელიც 1990 წლის „The Stone Roses“-ის პატივსაცემად დაწერილი რომანის მიხედვით გადაიღეს.[30] 2013 წლის მარტიდან აპრილის ჩათვლით, კლარკმა ითამაშა ჰოლი გოულაითის როლი ბროდვეის სპექტაკლში „საუზმე ტიფანისთან“.[31] იმავე წელს, მან ასევე ითამაშა ფილმში „დომ ჰემინგუეი“, ჯუდ ლოუსთან ერთად. ფილმის მიმართ რეაქცია ძირითადად დადებითი იყო, თუმცა, ფილმი სრული კომერციული წარუმატებლობა იყო.[32][33]

2014 წლის მაისში გამოცხადდა, რომ კლარკი ჯეიმზ ფრანკოსთან ერთად,[34] ითამაშებდა მხატვრულ ფილმში „ბოლო დღეების ბაღი“, მაგრამ ფილმის გადაღებამდე ორი კვირით ადრე გადაღებები გაუქმდა. მოგვიანებით კლარკს შესთავაზეს ანასტასია სტილის როლი ფილმში „გრეის ორმოცდაათი ელფერი, მაგრამ კლარკმა უარი განაცხადა ფილმში შიშველი სცენების გამო.[35] ფილმში „ტერმინატორი: გენეზისი“ (2015) ითამაშა სარა კონორის როლი, არნოლდ შვარცენეგერთან, ჯაი კორტნისთან და ჯეისონ კლარკთან ერთად.[36] ფილმმა, მთელ მსოფლიოში 400 მილიონ დოლარზე მეტი მოგება ნახა, მაგრამ კრიტიკოსებისგან ზოგადად არასასურველი შეფასებები მიიღო,[37] მიუხედავად იმისა, კლარკმა მიიღო რამდენიმე ჯილდო, როგორიცაა „ახალგაზრდების არჩევანი, საუკეთესო ზაფხულის ფილმის ვარსკვლავის ჯილდო — ქალისთვის“ და გერმანიის „იუპიტერის ჯილდო“ „საუკეთესო საერთაშორისო მსახიობისთვის“.

2016 წელს, კლარკი სემ კლაფლინთან ერთად ითამაშა ფილმში „მე სანამ შენ შეგხვდებოდი“, რომელიც იმავე სახელწოდების ბესტსელერის (წიგნის) ეკრანიზაციაა და რომელიც 2016 წლის 3 ივნისს გამოვიდა.[38] ფილმის კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 200 მილიონი დოლარი მოგება ნახა და კლარკის ყველაზე რეიტინგული ფილმი გახდა Rotten Tomatoes-ის მიხედვით.[39][40] ლუიზა კლარკის როლისთვის, მან სემ კლაფლინთან ერთად ნომინირებულიყო „Teen Choice Award for Choice Movie Liplock“-სა და „MTV ჯილდოზე“.

მთავარი როლი შეასრულა, როგორც ექთანი ვენერას, ფილმში „ხმა ქვიდან“, რომელიც გამოვიდა 2017 აპრილში, შეზღუდული ჩვენებით და HD ხარისხში.[41][42]

კლარკი ასევე უნდა ითამაშოს ფილმებში: „აგვისტოს იარაღები“ ჰელენა ბონემ კარტერთან,[43] „დაყენება“ გლენ პაუელთან[44] და „ეჭვის ქვეშ“ ჯეკ ჰიუსტონთან ერთად.[45] 2016 წლის ნოემბერში, კლარკი აირჩიეს ფილმ „სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი“-ს მთავარ როლზე, რომელიც 2018 წლის 25 მაისს გამოვა.[46] 2017 წლის იანვარში, კლარკი აირჩიეს 2015 წლის კორეული კომედიური ფილმის „სილამაზის შიგნით“, ინგლისური ადაპტაციის მთავარ როლზე.[47]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2012-2013 წლებში, კლარკს ურთიერთობა ჰქონდა კომიკოსსა და რეჟისორ სეთ მაკფარლეინთან. მათი ურთიერთობა დაახლოებით ექვსი თვე გაგრძელდა და მერე დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ მეგობრებად დარჩნენ.[48]

2015 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით, კლარკი ცხოვრობს ჰამპსტედში, ლონდონში.[49] 2016 წელს, მან შეიძინა 4,64 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი ვენეციაში, ლოს-ანჯელესში.[50]

2014 წელს, ონლაინ-გამოცემა AskMen-ის მიხედვით, კლარკი მსოფლიოში ყველაზე სასურველ ქალად დასახელდა.[51] 2015 წელს, იგი ჟურნალ „Esquire-ის“ მიერ, „ყველაზე სექსუალურ ქალად“ დაასახელა.[52] ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ დღესთან დაკავშირებით, მან გამოაქვეყნა ბრიტანულ „HuffPost“-ში თანამედროვე ფემინიზმსა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით სტატია, რომელიც დადებითად მიიღეს.[53] კლარკის სურათი „როლინგ სტოუნის“ 2017 წლის 13 ივლისის გამოცემის გარეკანი გახდა.[10]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ფილმი როლი შენიშვნა
2009 ძაღლის დაგდება ჯული მოკლე ფილმი
2010 ტრიასული შეტევა სავანაჰ როუნდტრი სატელევიზიო ფილმთა სერია[54]
2012 სპაიკის კუნძული სალი ჰარისი[55]
ბორკილებდადებული მალუ მოკლე ფილმი[56]
2013 დომ ჰემინგუეი ეველინ ჰემინგუეი[57]
2015 ტერმინატორი: გენეზისი სარა კონორი[58]
2016 მე სანამ შენ შეგხვდებოდი ლუიზა კლარკი[59]
2017 ხმა ქვიდან ვერენა[60]
2018 ეჭვის ქვეშ სუზან სმიტი პოსტ-წარმოების ეტაპი[61]
სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი კირა წინასწარი წარმოების ეტაპი[62]
სილამაზის შიგნით TBA წინასწარი წარმოების ეტაპი[63]

სერიალები

რედაქტირება
წელი სერიალი როლი შენიშვნა
2009 ექიმები სასკია მაიერი ეპიზოდი: „ცარიელი ბუდე“[64]
2011–დღემდე სატახტოთა თამაში დეინერის ტარგარიენი მთავარი როლი[65]
2013 ფუტურამა მერიენი (გახმოვანება) ეპიზოდი: „მყრალი სუნი და შეღწევადობა“[66]
2016 რობოტი ქათამი ბრიჯიტი (გახმოვანება) ეპიზოდი: „ჯოილ ჰურვიცის დაბრუნება“[67]
2017 ცხოველები ლიმპი (გახმოვანება) ეპიზოდი: „ვირთხები“[68]
ქარიშხლის მაცნეები მიდიან დოილი (გახმოვანება) ეპიზოდი: „აღჭურვა კატასტროფისთვის“[69]

ვიდეო თამაშები

რედაქტირება
წელი თამაში გახმოვანება
2015 სატახტოთა თამაში დეინერის ტარგარიენი[70]
წელი სპექტაკლი როლი შენიშვნა
2013 საუზმე ტიფანისთან ჰოლი გოულაითი კორტის თეატრი[71]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. http://celebrityinside.com/body-measurements/actress/emilia-clarke-bra-size-height-weight-shoe-vital-statistics/
  2. Emilia Isabelle Euphemia Rose CLARKE - Personal Appointments (free information from Companies House) en. ციტირების თარიღი: 24 April 2017.
  3. Clarke, Emilia [mebeforeyou]. (20 May 2016) @LANNISTERSPRIDE [my lucky number is 23!! Ironically enough because it's my birthday.]. ციტირების თარიღი: 17 July 2016 (For archive, scroll down to Clarke reply)
  4. England & Wales births 1837-2006. FindMyPast.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 August 2016. ციტატა: „Clarke, Emelia Isabelle E R [born] 1986“ ციტირების თარიღი: 18 August 2016.
  5. Certification of Incorporation of a Private Limited Company: Scenic Root Limited. The Registrar of Companies for England and Wales via Companies House. ციტატა: „Emilia Isabelle Euphemia Rose Clarke: Date of Birth 23/10/1986, Nationality British, Occupation Actor“ ციტირების თარიღი: 21 August 2017.
  6. Some sources give 1 May 1987, including
  7. 7.0 7.1 Game of Thrones star Emilia Clarke: I feel just like Khaleesi in real life. Now. ციტირების თარიღი: 10 July 2015.
  8. Emilia Clarke Celebrates 28th Birthday on 'Game of Thrones' Set – See Epic Cake!. tooFab. ციტირების თარიღი: 10 July 2015.
  9. Actor Bio: Emilia Clarke. Game of Thrones: Cast and Crew. HBO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 21 April 2011.
  10. 10.0 10.1 Morris, Alex. (28 June 2017) 'Game of Thrones': Emilia Clarke, the Queen of Dragons, Tells All. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი 2017. ციტირების თარიღი: 22 July 2017.
  11. „In Vogue: Emilia Clarke“. Vogue. 15 June 2015. ციტირების თარიღი: 2 November 2015.
  12. Kaplan, Don. Dragon lady Emilia Clarke heats up a career with 'Thrones' en (10 April 2015). ციტირების თარიღი: 24 April 2017.
  13. Jennifer CLARKE - Personal Appointments (free information from Companies House) en. ციტირების თარიღი: 24 April 2017.
  14. Emilia Clarke Interview (27 October 2013). ციტირების თარიღი: 30 December 2015.
  15. 15.0 15.1 OSE to star in new HBO drama. St Edward's School (14 February 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი 2018.
  16. 16.0 16.1 Spotlight: Emilia Clarke. Spotlight. ციტირების თარიღი: 27 September 2011.
  17. Lisa's Story. [YouTube]. Samaritans. 16 November 2009. https://www.youtube.com/watch?v=im2zLraEI8w.
  18. „Video of Emilia Clarke in Student Movie“. sitmovie.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 იანვარი 2015.
  19. UK Stars of Tomorrow 2010. Screen Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 26 April 2013.
  20. Emilia Clarke Was Not the First Choice to Play Daenerys Targaryen on 'Game of Thrones'. Yahoo! (30 March 2013).
  21. Kevin, Patrick. (20 March 2014) Did the Funky Chicken land Emilia Clarke her 'Game of Thrones' role?. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 5 May 2014.
  22. HBO Re-commissions 'Game of Thrones'. IFTN (19 April 2011).
  23. EWwy Awards 2011: Meet Your Winners!. Entertainment Weekly (19 September 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი 2018.
  24. Emmy Nominees Full List: Breaking Bad, Homeland, Downton Abbey Dominate 2013 Awards. The Huffington Post (18 July 2013). ციტირების თარიღი: 10 July 2014.
  25. Hipes, Patrick. (16 July 2015) Emmy Nominations 2015 – Full List. Deadline.com. ციტირების თარიღი: 16 July 2015.
  26. Gilbert, Matthew. Fantasy gets real on ‘Game of Thrones’. John W. Henry (28 March 2013). ციტირების თარიღი: 1 May 2017.
  27. VanDerWerff, Todd. A Golden Crown" (for experts). The A.V. Club. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 May 2011. ციტირების თარიღი: 24 May 2011.
  28. Parker, Mike. (25 April 2017) Game Of Thrones season 7: Stars set to earn £2 Million per episode. Daily Express. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 April 2017. ციტირების თარიღი: 25 April 2017.
  29. Hooton, Christopher. (25 April 2017) Game of Thrones season 7: Actors 'set to earn £2million per episode', making them highest-paid ever. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 April 2017. ციტირების თარიღი: 25 April 2017.
  30. Lesley Manville and Emilia Clarke Travel to 'Spike Island' With The Stone Roses. Thefilmstage.com (9 February 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 15 June 2013.
  31. Breakfast at Tiffany's Coming to Broadway with Emilia Clarke. Broadway Tour. BroadwayTour.net (13 October 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი 2013. ციტირების თარიღი: 7 თებერვალი 2018.
  32. Dom Hemingway Movie Reviews, Pictures – Rotten Tomatoes. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 1 May 2017.
  33. Dom Hemingway (2013) – Box Office Mojo. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 1 May 2017.
  34. Loading.... (2 May 2013) Games of Thrones Star Emilia Clarke Cast in New Film Garden of Last Days Alongside James Franco. Entertainmentwise. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 15 June 2013.
  35. 'Game of Thrones' Star Emilia Clarke Turned Down 'Fifty Shades of Grey'. The Huffington Post (25 March 2015). ციტირების თარიღი: 13 September 2015.
  36. 'Game of Thrones' Emilia Clarke Set For 'Terminator' In Sarah Connor Role. Deadline.com (13 December 2013). ციტირების თარიღი: 13 December 2013.
  37. Terminator Genisys. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 27 April 2017.
  38. Alexander, Bryan. (3 February 2016) Trailer reveal: Emilia Clarke and Sam Claflin in 'Me Before You'. USA Today. ციტირების თარიღი: 22 July 2017.
  39. Me Before You (2016) – Box Office Mojo. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 14 July 2016.
  40. Emilia Clarke. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 27 April 2017.
  41. McNary, Dave. (16 June 2014) ‘Game of Thrones’ Star Emilia Clarke Set for Thriller ‘Voice From the Stone’. Variety. ციტირების თარიღი: 22 July 2017.
  42. Boone, John. (13 January 2017) Exclusive: Emilia Clarke Is a Long Way From Westeros in First Look at 'Voice From the Stone'. Entertainment Tonight. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 22 July 2017.
  43. Ge, Linda. (19 May 2014) Emilia Clarke Joins WWI Drama 'The Guns of August' Opposite Helena Bonham Carter. Up and Comers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 27 April 2017.
  44. Kroll, Justin. (27 April 2016) Glen Powell to Star With Emilia Clarke in 'The Set Up' en-US. ციტირების თარიღი: 29 April 2016
  45. Emilia Clarke & Jack Huston in Talks For Beyond Suspicion Adaptation en-US. Contactmusic.com (30 March 2016). ციტირების თარიღი: 29 April 2016.
  46. Carbone, Gina. (18 November 2016) Emilia Clarke Joins Han Solo Movie as Female Lead. Moviefone. ციტირების თარიღი: 20 November 2016.
  47. Ford, Rebecca. (27 January 2017) Emilia Clarke to Star in 'The Beauty Inside' for Fox 2000, Temple Hill. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 27 January 2017.
  48. Emilia Clarke Finally Opens Up About Dating Seth MacFarlane en-US. E! Online. ციტირების თარიღი: 12 August 2016.
  49. Markovitz, Benjamin. (13 October 2015) The Gorgeous Balance of Emilia Clarke, Sexiest Woman Alive 2015. Esquire. ციტირების თარიღი: 15 October 2015.
  50. Emilia Clarke Purchases Venice Beach Mansion. ციტირების თარიღი: 13 October 2016.
  51. Emilia Clarke Voted Most Desirable Woman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 March 2014. ციტირების თარიღი: 5 March 2014.
  52. The Gorgeous Balance of Emilia Clarke, Sexiest Woman Alive 2015. Esquire (13 October 2015). ციტირების თარიღი: 2 November 2015.
  53. Clarke, Emilia. (7 March 2017) The New Sexy. ციტირების თარიღი: 22 July 2017.
  54. Emilia Clarke Was In Syfy’s ‘Triassic’ Before ‘Game Of Thrones’ (VIDEO). The Huffington Post (31 August 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 March 2016. ციტირების თარიღი: 20 November 2016.
  55. Spike Island (2012) – Cast e personaggi. Movieplayer.it. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 15 June 2013.
  56. Shackled. Filmshortage.com. ციტირების თარიღი: 19 November 2016.
  57. McNally, Kelby. (25 March 2014) EXCLUSIVE: Emilia Clarke gushes over Jude Law as she speaks about Dom Hemingway role. Express.co.uk. ციტირების თარიღი: 19 November 2016.
  58. Hibberd, James. (13 December 2013) 'Game of Thrones' star Emilia Clarke cast as Sarah Connor in 'Terminator' reboot. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 30 September 2016.
  59. Fleming, Mike. (2 September 2014) ‘GOT’s Emilia Clarke, ‘Hunger Games’ Sam Claflin To Star In MGM’s ‘Me Before You’. Deadline. ციტირების თარიღი: 24 July 2015.
  60. Siegel, Tatiana (16 June 2014). „Emilia Clarke to Star in Indie Psychological Thriller 'Voice From the Stone'. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 19 November 2016.
  61. Galuppo, Mia. (3 May 2016) Cannes: Emilia Clarke, Jack Huston to Star in Thriller 'Above Suspicion'. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 31 May 2016.
  62. EMILIA CLARKE JOINS THE HAN SOLO STAND-ALONE FILM. StarWars.com (18 November 2016). ციტირების თარიღი: 31 January 2017.
  63. Fox 2000 Wins $2M Pitch Deal For ‘The Beauty Inside’; ‘GoT’s Emilia Clarke To Star. Deadline.com (27 January 2017). ციტირების თარიღი: 22 November 2017.
  64. WATCH: Emilia Clarke’s First Appearance on TV. BBC America (1 April 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 November 2016. ციტირების თარიღი: 20 November 2016.
  65. Game of Thrones: Cast. HBO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 September 2016. ციტირების თარიღი: 17 September 2016.
  66. Futurama: "Stench and Stenchibility". The A.V. Club (28 August 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 November 2013. ციტირების თარიღი: 30 September 2016.
  67. ‘Game Of Thrones’ Star Emilia Clarke Shares Secret On Overcoming The Downsides Of Fame. Movienewsguide.com (16 June 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 August 2016. ციტირების თარიღი: 20 November 2016.
  68. Nguyen, Hanh. (1 March 2017) ‘Animals’ Trailer: Season 2 Throws Down With Emilia Clarke, Judy Greer, Rupaul and Dan Harmon. IndieWire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 March 2017. ციტირების თარიღი: 1 March 2017.
  69. Westbrook, Caroline. (18 July 2017) David Tennant and Emilia Clarke have signed up for Thunderbirds Are Go. Metro. ციტირების თარიღი: 19 July 2017.
  70. Futter, Mike. (20 November 2014) [Exclusive Meet The Exiled Son Of Game Of Thrones' House Forrester]. Game Informer. GameStop. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 September 2016. ციტირების თარიღი: 17 September 2016.
  71. Brantley, Ben. (20 March 2013) More Waifish Than Wild, the Ingénue Returns. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 September 2016. ციტირების თარიღი: 20 November 2016.