სეთ მაკფარლეინი (ინგლ. Seth MacFarlane; დ. 26 ოქტომბერი, 1973)[1] — ამერიკელი კინოპროდიუსერი, რეჟისორი, მსახიობი და მომღერალი. დაკავებული არის ანიმაციური და კომედიური ფილმების შექმნით. იგი ცნობილი სატელევიზიო სერიალების, „გრიფინებისა“ (1999-2003, 2005-დღემდე) და „ამერიკელი მამიკოს“ (2005-დღემდე) ავტორი და თანაავტორია, ასევე რეჟისორია ფილმების: „ტედი“, „ტედი 2“ და „სიკვდილის მილიონი ხერხი ველურ დასავლეთში“ (2014).

სეთ მაკფარლეინი
Seth MacFarlane
Seth MacFarlane by Skidmore cropped and corrected.jpg
სეთ მაკფარლეინი San Diego Comic-Con-ის 2012 წლის კონვენციაზე
დაბ. თარიღი სეთ ვუდბერი მაკფარლეინი
26 ოქტომბერი, 1973 (1973-10-26) (44 წლის)
კენტი, კონექტიკუტი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
განათლება კენტის სკოლა
ალმა-მატერი როდ-აილენდის დიზაინის სკოლა
საქმიანობა კინოპროდიუსერი, კინორეჟისორი, მსახიობი, მომღერალი
აქტიური 1995-
ცნობილი ნაშრომები „გრიფინები
„ამერიკელი მამიკო“
მუსიკალური კარიერა
ჟანრები ტრადიციული პოპმუსიკა, მსუბუქი მუსიკა, ჯაზი, ვოკალური მუსიკა, ვოკალური ჯაზი, სვინგი, ბიგ-ბენდი, მუსიკალური კომედია
ინსტრუმენტები ვოკალი, პიანინო
ლეიბლი Universal Republic
Republic Records
ასოციაციები ნორა ჯონსი, ჯოელ მაკნილი, უოლტერ მერფი

მაკფარლეინი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ კენტში, კონექტიკუტის შტატი. 1991 წელს დაამთავრა კენტის საშუალო სკოლა,[2][3] შემდეგ — როდ-აილენდის დიზაინის სკოლა და შეისწავლა ანიმაცია.[4] ამის შემდეგ ჰოლივუდში მუშაობდა ანიმატორად სტუდია Hanna-Barbera-ში, სადაც მონაწილეობა მიიღო უამრავი სატელევიზიო სერიალის შექმნაში. როგორც მსახიობი პირველად გამოჩნდა სერიალში, „გილმორის გოგოები“. სეთს გადაეცა რამდენიმე ჯილდო „გრიფინების“ შექმნისთვის, მათ შორის პრაიმ-ტაიმის პრემია „ემი“, „ენის პრემია“ და „ვების პრემია“ (2009). პერიოდულად იგი ლექციებს ატარებს აშშ-ის უნივერსიტებსა და კოლეჯებში და არის ლგბტ უფლებების ერთ-ერთი აქტიური დამცველი.

სეთი ასევე მის პირველ სრულმეტრაჟიანი ფილმში, „ტედი“ ახმოვანებს დათვს ტედის, რომელიც იქცა ყველაზე მაღალ შემოსავლიან R-რეიტინგის მქონე კომედიად.[5] როგორც მომღერალს, კონცერტები ჩაუტარებია ისეთ განთქმულ საკონცერტო დარბაზებში როგორებიც არის კარნეგი-ჰოლი და როიალ ალბერტ-ჰოლი. გამოშვებული აქვს სამი სტუდიური ალბომი. მანვე დაწერა ტექსტი სიმღერისთვის „Everybody Needs a Best Friend“, რომელიც ნომინირებული იქნა ოსკარზე.

მაკფარლეინი იყო „კოსმოსი: სივრცე-დროის ოდისეას“ აღმასრულებელი პროდიუსერი — 1980 წელს კარლ სეიგანის მიერ შექმნილი სერიალის, „კოსმოსი: პერსონალურო მოგზაურობა“ გაგრძელებაა.

სექციების სია

ფილმოგრაფიარედაქტირება

დისკოგრაფიარედაქტირება

სტუდიური ალბომებირედაქტირება

სტუდიური ალბომების სია, პოზიციები ჩარტებში
სათაური დეტალები პოზიციები ჩარტებში
US
[6]
US azz
[7]
US Heatseekers
[8]
Top Holiday Albums
[9]
Music Is Better Than Words
  • გამოსვლის თარიღი: 27 სექტემბერი, 2011
  • ლეიბლი: Universal Republic Records
  • ფორმატები: CD, vinyl, ციფრული გადმოტვირთვა
111 2 2
Holiday for Swing
  • გამოსვლის თარიღი: 30 სექტემბერი, 2014
  • ლეიბლი: Republic Records
  • ფორმატები: CD, vinyl, ციფრული გადმოტვირთვა
51 2 1 8
No One Ever Tells You
  • გამოსვლის თარიღი: 30 ოქტომბერი, 2015
  • ლეიბლი: Republic Records
  • ფორმატები: CD, vinyl, ციფრული გადმოტვირთვა
1

საუნდტრეკების ალბომებირედაქტირება

საუდტრეკების ალბომების სია, პოზიციები ჩარტებში
სათაური დეტალები პოზიციები ჩარტებში
US
[10]
US Com
[10]
Family Guy: Live in Vegas
  • გამოსვლის თარიღი: 26 აპრილი, 2005
  • ლეიბლი: Geffen Records
  • ფორმატები: CD, vinyl, ციფრული გადმოტვირთვა
105 2

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Child, Christopher. Ancestry of Seth MacFarlane. წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2007.
  2. Obituaries – Ann Perry MacFarlane. Newburyport News (16 ივლისი, 2010). წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო, 2010.
  3. One-man campaign out for 'Family Guy'". Fort Worth Star-Telegram. წაკითხვის თარიღი: 1 13 თებერვალი, 2008.
  4. An Interview with Seth MacFarlane: The creator of „Family Guy“ discusses his career. IGN (21 ივლისი, 2003). წაკითხვის თარიღი: 20 დეკემბერი, 2007.
  5. Around-the-World Roundup: 'Taken 2' Crushes Predecessor, 'Ted' Sets New Record. Boxofficemojo.com (16 ოქტომბერი, 2012). წაკითხვის თარიღი: 26 თებერვალი, 2013.
  6. Seth MacFarlane – Chart History: Billboard 200. Billboard. წაკითხვის თარიღი: 2 იანვარი, 2015.
  7. Seth MacFarlane – Chart History: Jazz Albums. Billboard. წაკითხვის თარიღი: 2 იანვარი, 2015.
  8. Seth MacFarlane – Chart History: Heatseekers Albums. Billboard. წაკითხვის თარიღი: 2 იანვარი, 2015.
  9. Seth MacFarlane – Chart History: Holiday Albums. Billboard. წაკითხვის თარიღი: 2 იანვარი, 2015.
  10. 10.0 10.1 Family Guy Live in Las Vegas (CD & DVD). Billboard.com. წაკითხვის თარიღი: 2016-01-15.