ჯეიმზ ედვარდ ფრანკო (ინგლ. James Franco; დ. 19 აპრილი, 1978) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მხატვარი.

ჯეიმზ ფრანკო
დაბადების სახელი ჯეიმზ ედვარდ ფრანკო
დაბადების თარიღი 19 აპრილი, 1978 (1978-04-19) (46 წლის)
პალო ალტო, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, მხატვარი
აქტიური 1997 – დღემდე

ბიოგრაფია რედაქტირება

სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო გვიან 90-იან წლებში, როდესაც მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო სერიალში Freaks and Geeks და რამდენიმე ახალგაზრდულ ფილმში. 2001 წელს ფრანკომ შეასრულა მთავარი როლი მარკ რიდელის მიერ გადაღებულ სატელევიზიო ბიოგრაფიულ ფილმში ჯეიმზ დინი, რითიც მან დაიმსახურა ოქროს გლობუსი ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში.

ფრანკომ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება მარველის კომიქსების პერსონაჟ ადამიანი-ობობას შესახებ გადაღებულ ტრილოგიაში ჰარი ოსბორნის როლის შესრულებით. ამის შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო სამხედრო ფილმში დიდი რეიდი (2005), რომანტიკულ დრამაში ტრისტანი & იზოლდა, და ჯასტინ ლინის დრამაში ანაპოლისი (2006). 2008 წელს მან ითამაშა კომედიაში ანანასის ექსპრესი და დაიმსახურა მეორე ოქროს გლობუსი, ამჯერად ნომინაციაში - საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მიუზიკლსა ან კომედიაში. ამავე წელს მან ითამაშა დენი ელფმენი ბიოპიკში მილკი, რომელიც მოგვითხრობს პოლიტიკოსისა და აქტივისტის ჰარვი მილკის შესახებ. 2010 წელს ფრანკომ მთავარი როლი შეასრულა ფილმში 127 საათი, რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე, ამერიკელი მთამსვლელი აარონ რელსტონის შესახებ. ამ როლის შესრულებისთვის მან დაიმსახურა ოსკარისა[1] და ოქროს გლობუსის ნომინაციები.

2011 წელს ფრანკომ უმასპინძლა ოსკარის 83-ე დაჯილდოებას ენ ჰეთეუეისთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ამავე დროს ის ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის.[1]

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2002 ადამიანი-ობობა Spider-Man ჰარი ოსბორნი
2004 ადამიანი-ობობა 2 Spider-Man 2 ჰარი ოსბორნი
2006 ანაპოლისი Annapolis ჯეიკ ჰიუარდი
2007 ადამიანი-ობობა 3 Spider-Man 3 ჰარი ოსბორნი
2008 მილკი Milk სკოტ სმითი
2010 ჭამე ილოცე შეიყვარე Eat Pray Love დევიდი
2010 127 საათი 127 Hours არონ რალსტონი
2011 მაიმუნების პლანეტის აჯანყება Rise of the Planet of the Apes უილ როდმანი
2013 საგაზაფხულო არდადეგები Spring Breakers უცხო
2013 შიდა ფრონტი Homefront გეიტორ ბონდი
2014 ინტერვიუ The Interview დევიდ სკაილარკი
2015 უდაბნოს დედოფალი Queen of the Desert ჰენრი კადოგანი
2015 ყველაფერი კარგად იქნება Every Thing Will Be Fine ტომასი
2015 მე ვარ მაიკლი I Am Michael მაიკლ გლეიცი
2017 The Disaster Artist The Disaster Artist ტომი ვისო

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Nominations by Category - 83rd Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-04. ციტირების თარიღი: 2011-01-25.