ჭამე ილოცე შეიყვარე
ჭამე ილოცე შეიყვარე (ინგლ. Eat Pray Love) — 2010 წლის ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ჯულია რობერტსი ასრულებს და რომელიც ელიზაბეტ გილბერტის მემუარზეა დაფუძნებული. ფილმის რეჟისორია რაიან მერფი.
„ჭამე ილოცე შეიყვარე“ | |
---|---|
რეჟისორი | რაიან მერფი |
პროდიუსერი | |
სცენარის ავტორი | |
ნაწარმოები |
ჭამე ილოცე შეიყვარე — ელიზაბეტ გილბერტი |
როლებში | |
კომპოზიტორი | დარიო მარიანელი |
ოპერატორი | რობერტ რიჩარდსონი[1][2] |
მონტაჟი | ბრედლი ბიუკერი |
სტუდია | Plan B Entertainment |
გამოსვლის თარიღი | 13 აგვისტო, 2010 |
ხანგრძლივობა | 133 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | |
ბიუჯეტი | 60 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 204.6 მილიონი აშშ დოლარი[2] |
სიუჟეტი
რედაქტირებაახალგაზრდა ქალი აანალიზებს, რომ ვერ იღებს ცხოვრებისაგან იმას რისი სურვილიც აქვს. მტკივნეული განქორწინების შემდეგ ის დაგეგმავს მოგზაურობას, რომელიც მას მსოფლიოს ირგვლივ წაიყვანს, კონკრეტულად კი: იტალიაში, ინდოეთსა და ბალში. ამ მოგზაურობის დროს ის სწავლობს უცხო კულტურასა და ტრადიციებს, ნახულობს ბევრ უცნობ და საინტერესო ადგილს, ეს ყველაფერი კი რელაქსაციაში ეხმარება, ის ამ ფორმით გამოდის დეპრესიიდან და უბრუნდება თავის საკუთარ მეს.
როლებში
რედაქტირება- ჯულია რობერტსი - ელიზაბეტ გილბერტსი
- ხავიერ ბარდემი - ფელიპე
- ბილი კრუდაპი - სტივენი
- ჯეიმზ ფრანკო - დევიდი
- რიჩარდ ჯენკინსი - რიჩარდი
- სოფი ტომფსონი - კორელა
- ვაიოლა დეივისი - დელია შირაზი
- მაიკ ო'მალი - ენდი შირაზი
- კრისტინ ჰაკიმი - ვაიანი
გადაღება
რედაქტირებაფილმის გადაღებები 2009 წლის აგვისტოში დაიწყო. გადასაღები ადგილები იყო: ნიუ-იორკი (აშშ), რომი (იტალია), პატაუდი (ინდოეთი) და ბალი (ინდონეზია). ინდუიზმის ლიდერებმა დაინტერესება გამოთქვეს ფილმის წარმოებასთან დაკავშირებით და მოითხოვეს სასულიერო კონსულტანტების გამოყენება, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ფილმი ასახავს აშრამაში ცხოვრების აკურატულ და ზუსტ ფორმას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Fritz, Ben (2010-08-12). „Movie projector: Stallone's 'Expendables' to blow away 'Eat Pray Love' and 'Scott Pilgrim'“. Los Angeles Times. Tribune Company. ციტირების თარიღი: 2010-08-12.
- ↑ 2.0 2.1 Eat Pray Love. Box Office Mojo. IMDb Inc. ციტირების თარიღი: 2010-09-30.