გრეის ორმოცდაათი ელფერი (ფილმი)
„გრეის ორმოცდაათი ელფერი“ (ინგლ. Fifty Shades of Grey) — 2015 წლის ამერიკული ეროტიკული დრამა.[1] დამდგმელია ბრიტანელი რეჟისორი, ფოტოგრაფი და მხატვარი, „ბრიტანეთის იმპერიის ორდენის“ კავალერი (OBE) სემ ტეილორ-ჯონსონი. ფილმი გადაღებულია ბრიტანელი ავტორის ლ.ე. ჯეიმზის ამავე სახელწოდების ბესტსელერის მიხედვით. მთავარი გმირის, მორიდებული სტუდენტის ანასთეიშა სტილის როლს ასრულებს ალფრედ ჰიჩკოკის ბოლო წარმატებული ფილმის ჩიტების (1963) მუზის ტიპი ჰედრენის შვილიშვილი, მელანი გრიფიტის ქალიშვილი, დაკოტა ჯონსონი. ანასთეიშა იწყებს სახიფათო სადო-მაზოხისტურ ურთიერთობას ახალგაზრდა მაგნატ კრისტიან გრეისთან. გრეის როლში გამოდის ახალგაზრდა ირლანდიელი მსახიობი, მოდელი და მუსიკოსი ჯეიმი დორნანი, რომელიც პოპულარული გახდა სოფია კოპოლას ბიოგრაფიულ ფილმში მარი ანტუანეტი (2006), გილიოტინაზე სიკვდილით დასჯილი დედოფლის საყვარლის, გრაფ აქსელ ფონ ფერსენის როლის შესრულებით.
„გრეის ორმოცდაათი ელფერი“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
ჟანრი | ეროტიკული დრამა |
რეჟისორი | სემ ტეილორ-ჯონსონი |
პროდიუსერი | Michael De Luca, Dana Brunetti, E. L. James |
სცენარის ავტორი | კელი მარსელი |
ეფუძნება | ე. ლ. ჯეიმზის „გრეის ორმოცდაათი ელფერი“ |
როლებში | |
კომპოზიტორი | დენი ელფმანი |
ოპერატორი | შეიმას მაკგარვი |
მონტაჟი | ლიზა განინგი |
სტუდია | |
დისტრიბუტორი | Universal Pictures |
გამოსვლის თარიღი |
თებერვალი 11, 2015 (ბერლინალე) თებერვალი 13, 2015 (აშშ) თებერვალი 12, 2015 (საქართველო)[1] |
ხანგრძლივობა | 125 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 40 მილიონი აშშ დოლარი[2] |
შემოსავალი | 571 მილიონი აშშ დოლარი[2] |
ფილმის პრემიერა გაიმართა 2015 წლის 11 თებერვალს ბერლინის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე. კინოთეატრებში კინოკომპანია უნივერსალმა (Universal Pictures) ფართო მაყურებელს ფილმი 2015 წლის 13 თებერვალს წარუდგინა. საქართველოში „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ პრემიერა მოეწყო 12 თებერვალს.[3] ფილმი ერთდროულად გადიოდა ოთხ კინოთეატრში.
მიუხედავად იმისა, რომ „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ გამოსვლას კრიტიკოსების განსხვავებული შეფასებები მოყვა, ფილმმა გამოსვლისთანავე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება და შთამბეჭდავ კომერციულ წარმატებას მიაღწია. დღეისათვის „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ შემოსავალმა 410 მლნ. დოლარზე მეტს მიაღწია [4].
ე.ლ. ჯეიმზის ტრილოგიის მეორე ნაწილის ეკრანიზაციის ეკრანებზე გამოსვლა დაგეგმილია 2016 წლისთვის.
სიუჟეტი
რედაქტირება2011 წლის მაისი. ანასთეიშა „ანა“ სტილი, 21 წლის მორიდებული სტუდენტი გოგონა, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ ვანკუვერის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებისთვის ემზადება. ანა და მისი თანაკურსელი, მდიდარი ოჯახის შვილი ქეით კავანა ერთ სტუდენტურ ბინაში ცხოვრობენ.
ლამაზი ქეითი უნივერისიტეტის სტუდენტური გაზეთის რედაქტორია. ქეითი მორცხვი ანასგან განსხვავებით თამამი, გაბედული და ამბიციური პიროვნებაა. მას სურს გაზეთისთვის ინტერვიუ ჩამოართვას შტატის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან 27 წლის მილიარდერ ბიზნესმენს კრისტიან გრეის (ინგლ. grey — რუხი). ქეითი გრიპით ხდება ავად, მისი დაჟინებული თხოვნით სიეტლში ბ-ნ გრეისთან ინტერვიუს ასაღებად ანასთეიშა მიდის. ინტერვიუმ არც ისე კარგად ჩაიარა, გოგონა დარწმუნებულია, რომ ცხოვრებაში აღარ იხილავს ამ ადამიანს. თუმცა მოულოდნელად გრეი სტუმრობს მაღაზიას, სადაც ანა გამყიდვლად მუშაობს.
მომავალ ამბიციურ ჟურნალისტ ქეით კავანას ინტერვიუს საბოლოო სახის მისაცემად კრისტიან გრეის ფოტოები სჭირდება. რაზეც ანასთეიშას ახალგაზრდა ექსცენტრიული ბიზნესმენი სიამოვნებით თანხმდება. ფოტოსესიის შემდეგ კრისტიანი გოგონას ყავაზე ეპატიჟება. მყუდრო, მაგრამ გემოვნებით მოწყობილ ელეგანტურ „ყავის სახლში“ მიამიტი ანა მომხიბვლელ ახალგაზრდა ულაყს გულს გადაუშლის. გოგონა უყვება თავის გატაცებაზე კლასიკური ბრიტანული ლიტერატურით. კერძოდ, მათი საუბარი ეხება მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე თომას ჰარდის ცნობილ რომანს „დ’ერბერვილების ტესი“ [5], ვიქტორიანული ინგლისის წეს-ჩვეულებს.
საკმაოდ უცნაური, თუმცა ჰოლივუდის სტანდარტული ვარსკვლავის გარეგნობის მქონე მილიარდერი, ვისთვისაც საკუთარ ულტრათანამედროვე ცათამბჯენში განთავსებული „სათავო ოფისის“ გარდა, მდიდრული მანქანები, ექსქლუზიური რესტორნები, ფეშენებლური სასტუმროები, საკუთარი შვეულმფრენები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მის მრავალათასიან თანამშრომლით დაკავებულ ჰოლდინგში, სადაც ყველა მზად არის კრისტიან გრეის ემსახუროს, შეასრულოს ყველა მისი მითითება, თუ სურვილი. მოულოდნელად ოდნავ დაბნეული და საკუთარ თავში არც თუ ისე დარწმუნებული ახალგაზრდა ქალით იხიბლება.
თუმცა სახლში დაბრუნებული ანასთეიშა სულ სხვანაირად ფიქრობს. ახალგაზრდა ქალი დარწმუნებულია, რომ კრისტიან გრეისთან ეს უკვე მართლაც უკანასკნელი შეხვედრა იყო. რამდენიმე დღის შემდეგ ფოსტის კურიერს ელეგანტურად შეფუთული მცირე კოლოფი მოაქვს. მუქი ფერის ძვირფას ქაღალდს ანასთეიშა აუჩქარებლად ხსნის. საიდანაც „დ'ერბერვილების ტესის“ 1892 წლის ძალიან კარგად შენახული პირველი ორგინალური გამოცემა ჩნდება.
როლებში
რედაქტირება- დაკოტა ჯონსონი — ანასტასია „ანა“ სტილი
- ჯეიმი დორნანი — კრისტიან გრეი
- ელოზა მამფორდი — კეთრინ „კეით“ კავანა, ანასტასიას საუკეთესო მეგობარი და თანაკურსელი
- ჯენიფერ ელი — კარლა ვილკსი, ანასტასიას დედა
- მარშა გეი ჰარდენი — გრეის ტრევილიან გრეი, კრისტიანის „არაბიოლოგიური“ დედა
- ვიქტორ რასუკი — ხოსე როდრიგესი, ანასტასიას მეგობარი
- ლუქ გრიმესი — ელიოტ გრეი, კრისტიანის „არაბიოლოგიური“ ძმა
- რიტა ორა — მია გრეი, კრისტიანის „არაბიოლოგიური“ და
- მაქს მარტინი — ჯეისონ ტეილორი, კრისტიანის დაცვის სამსახურის უფროსი
წარმოება
რედაქტირება2012 წლის დასაწყისში, ჰოლივუდის რამდენიმე სტუდია ცდილობდა მიიღო ნიუ-იორკ თაიმზის მიერ წლის ბესტსელერების ჩამონათვალში [6] შესული რომანის ეკრანიზაციის უფლება. გაზეთის 2014 წლის თებერვლის ინფორმაციით, ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში უკვე 100 მლნ. წიგნი იყო გაყიდული [7]. უორნერ ბრაზერსი, სონი, პარამაუნტი, უნივერსალი და მარკ ვალბერგის კინოკომპანიამ ფილმის გადაღების უფლების მისაღებად ფინანსური შეთავაზება ოფიციალურად გაასაჯაროვა. 2012 წლის მარტში უნივერსალმა (Universal Pictures) და ფოკუს ფიუჩერმა (Focus Features) მიიღო მწერალ ე. ლ. ჯეიმზის ტრილოგიის გადაღების უფლება. ნაწარმოების ავტორმა კონტრაქტში მოითხოვა ფილმის გადაღების პროცესში გარკვეული კონტროლის შენარჩუნების უფლება. ამიტომ ე.ლ. ჯეიმზმა გადაწყვიტა მოეწვია ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი რეჟისორის დევიდ ფინჩერის ფილმ სოციალური ქსელის პროდიუსერები მიხაელ დე ლუკა (Michael De Luca) და დანა ბრუნეტი (Dana Brunetti). მედიის ცნობით ფილმის საწყისი ბიუჯეტი განისაზღვრა 40 მლნ. დოლარით.
რეჟისორი
რედაქტირება2013 წლის 9 მაისისთვის პროდიუსერები დამდგმელ რეჟისორად უკვე მოისაზრებდბენ აღიარებული ფილმის მონანიება (2007) ავტორს ჯო რაიტს. მაგრამ რაიტმა უარი განაცხადა, ვინაიდან იმ პერიოდში სხვა ფილმის გადაღებებით იყო დაკავებული. ასევე განიხილებოდა სხვა რეჟისორების კანდიდატურებიც: პეტი ჯენკინსი, ბილ კონდონი, ბენეტ მილერი და სტივენ სოდერბერგი. 2013 წლის ივნისში, ე. ლ. ჯეიმზმა მედიას მომავალი ეკრანიზაციის რეჟისორად სემ ტეილორ-ჯონსონი დაუსახელა. რომელსაც ამ დროისთვის უკვე გადაღებული ჰქონდა კრიტიკის მიერ საკმაოდ დადებითად შეფასებული „დაკარგული ბიჭი“ (2009), მუსიკალურ-ბიოგრაფიული ფილმი ჯონ ლენონის შემოქმედებითი გზის დასაწყისზე.
სკანდალურად გახმაურებული ფილმები 9½ კვირა, უკანასკნელი ტანგო პარიზში და ასევე არაბული წარმოშობის შესანიშნავი ფრანგი რეჟისორის აბდელატიფ კეშიშეს 2013 წლის კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის მფლობელი „ადელის ცხოვრება, თავი 1 და 2“, მიჩნეულია ტეილორ-ჯონსონის ახალი ფილმის შთაგონების წყაროდ.
ქასთინგი
რედაქტირებაროგორც თავიდანვე გახდა ცნობილი „კრისტიანის“ როლზე ე.ლ. ჯეიმზის პირველი რჩეული იყო რობერტ პატინსონი. ახალგაზრდა მილიარდერის როლით ასევე დაინტერესებულები იყვნენ იენ სომერჰოლდერი და სხვა ახალგაზრდა მსახიობები. პროდიუსერებს კი თავიდან რაიან როსლინგის აყვანა უნდოდათ. მაგრამ მსახიობი პერსონაჟის შესრულებით არ იყო დაინტერესებული.
2013 წლის 2 სექტემბერს ჯეიმზმა საჯაროდ განაცხადა რომ „ანასთეიშას“ და „კრისტიანის“ როლებზე უკვე შეარჩიეს მსახიობები: დაკოტა ჯონსონი და ჩარლი ჰანემი. სტუდენტი გოგონას როლზე ასევე ისინჯებოდნენ შეილინ ვუდლი და სხვა ახალგაზრდა მსახიობი ქალები. როგორც ამბობენ, ტეილორ-ჯონსონი კინოსინჯების დროს მსახიობ ქალებს ინგმარ ბერგმანის ფილმ პერსონადან ოთხგვერდიანი მონოლოგის წაკითხვას თხოვდა.
საბოლოოდ, „კრისტიანის“ როლზე 2013 წლის 23 ოქტომბერს დამტკიცებული იქნა ირლანდიელი ჯეიმი დორნანი.
გადაღებები
რედაქტირებათავიდან გამოცხადებული იყო რომ გადაღებები 2013 წლის 5 ნოემბერს კანადის ვანკუვერში დაიწყებოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ფერხდებოდა. პირველი გადაღება მხოლოდ 1 დეკემბერს შედგა. მთავარი სცენები გადაღებული იქნა ვანკუვერის ისტორიულ ცენტრში „გასთაუნში“. ქალაქის სიმაღლით მერვე [8] „Bentall 5“, 35-სართულიანი ცათამბჯენი [9] გამოყენებული იქნა როგორც „კრისტიან გრეის“ ჰოლდინგის „Grey Enterprises“ სათავო ოფისი.
ამერიკის ვანკუვერის შტატ ვაშინგტონის უნივერსიტეტი სადაც ანასთეიშა და ქეითი სწავლობენ გადაღებულ იქნა კანადის ვანკუვერის ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში. ამერიკული პორტლანდის Heathman Hotel შეცვლილი იქნა კანადის ვანკუვერის Fairmont Hotel Vancouver-ით.
ფილმის სცენებს ასევე იღებდნენ კანადის ვანკუვერის North Shore Studios-ში. გადაღებები ოფიციალურად დასრულდა 2014 წლის 21 თებერვალს. დამატებითი სცენას დორნანსა და ჯონსონს შორის იღებდნენ ვანკუვერში 13 ოქტომბერიდან ერთი კვირის განმავლობაში.
საუნდტრეკი
რედაქტირებაე.ლ. ჯეიმზმა განაცხადა, რომ ფილმის საუნდტრეკი გამოვიდოდა მიმდინარე წლის 10 თებერვალს. კანადური ჯგუფის, The Weeknd მიერ შესრულებული პირველი სინგლი, „Earned It“, გამოიცა 2014 წლის 24 დეკემბერს. ამ წლის 7 იანვარს, გამოვიდა მეორე სინგლი „Love Me Like You Do“ რომელსაც ასრულებს Ellie Goulding. სინგლი მოგვიანებით მოხვდა Billboard Hot 100, და გახდა დიდი ჰიტი. სინგლის ვიდეო 22 იანვარს ოფიციალურად დაიდო „იუთუბზე“, ერთ თვეში ვიდეოს უკვე 75 მლნ. მოსმენა ჰქონდა [10]. მესამე სინგლი, "მარილი ჭრილობაზე" ავსტრალიელი მომღერლის Sia-ს შესრულებით გამოიცა 27 იანვარს.
ეკრანზე გამოსვლა
რედაქტირება2013 წლის თებერვალში კინოკომპანია „უნივერსალის“ თავმჯდომარის ადამ ფოგელსონის თქმით, ფილმი „მომავალი წლის ზაფხულამდე მზად იქნება ეკრანზე გამოსასველად.“ ამის შემდეგაც „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ ეკრანზე გამოსვლის სხვადასხვა თარიღი სახელდებოდა. ბოლოს გადაწყვეტილ იქნა პრემიერა 2015 წლის ვალენტინობის პერიოდისთვის დაემთხვიათ. 12 და 13 თებერვალს „გრეის ორმოცდაათი ელფერი“ მსოფლიოს გარშემო უმეტეს ქვეყანაში იქნა ნაჩვენები [11]. ოფიციალური პრემიერა გაიმართა 2015 წლის 11 თებერვალს ბერლინის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 გრეის ორმოცდაათი ელფერი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-15. ციტირების თარიღი: 2015-02-18.
- ↑ 2.0 2.1 Fifty Shades of Grey (2015). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: February 1, 2016.
- ↑ „ეს ქალზე სექსუალური ძალადობაა“ - სკანდალური ფილმი „გრეის ორმოცდაათი ელფერი“. info9.ge (16 თებერვალი, 2015). ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი, 2018.
- ↑ http://www.boxofficemojo.com/movies/?id=fiftyshadesofgrey.htm
- ↑ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- ↑ The New York Times
- ↑ For ‘Fifty Shades of Grey,’ More Than 100 Million Sold
- ↑ https://en.wikipedia.org/wiki/List_of_tallest_buildings_in_Vancouver
- ↑ Bentall 5 http://en.wikipedia.org/wiki/Bentall_5
- ↑ https://www.youtube.com/watch?v=AJtDXIazrMo
- ↑ http://www.imdb.com/title/tt2322441/releaseinfo?ref_=tt_ql_9