დაკოტა მაი ჯონსონი (ინგლ. Dakota Mayi Johnson; დ. 4 ოქტომბერი, 1989) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი. მსახიობების, დონ ჯონსონის და მელანი გრიფითის ქალიშვილი. ჯონსონის კინოდებიუტი 1999 წელს შედგა, როდესაც ის 10 წლის იყო გადაიღეს შავ კომედიაში, „გიჟი ალაბამა“-ში, სადაც დაკოტასთან ერთად, მონაწილეობას იღებდა დედამისიც. ჯონსონმა სამსახიობო კარიერის გაგრძელება საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა.

დაკოტა ჯონსონი
Dakota Johnson Venice 2018 (cropped).jpg
ჯონსონი 2018 წელს.
დაბადების სახელი დაკოტა მაი ჯონსონი
დაბადების თარიღი 4 ოქტომბერი, 1989 (1989-10-04) (31 წლის)
ოსტინი, ტეხასი, აშშ
რეზიდენცია ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ[1]
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 1999-დღემდე
პარტნიორ(ებ)ი კრის მარტინი (2017-დღემდე)
მშობლები მამა: დონ ჯონსონი
დედა: მელანი გრიფითი

2010 წელს, ამერიკულ ბიოგრაფიულ დრამაში, „სოციალური ქსელი“-ს, ერთ-ერთ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ, მცირე როლებით გადაიღეს სხვა ფილმებშიც, მათ შორისაა: ამერიკული კომედია „21 ჯამფ სტრიტი“, კომედიური-დრამა „Goats“, რომანტიკული კომედია „თითქმის დაქორწინებულები“. 2015 წლიდან 2018 წლამდე, დაკოტა ანასტასია სტილის როლს თამაშობდა გრეის ორმოცდაათი ელფერში. ამ როლის განსახიერებით, 2016 წელს მან აიღო „BAFTA Rising Star“-ის ჯილდო.

ამის შემდეგ, ჯონსონი გამოჩნდა ბიოგრაფიულ კრიმინალურ დრამატულ ფილმში — „შავი მესა“ (2015), შემდეგ კი ფსიქოლოგიურ დრამაში „დიდი შხეფი“. 2018 წელს, მთავარი როლი ითამაშა საშინელებათა ჟანრის ფილმ „სუსპირია“-ში. ამავე წელს, გამოჩნდა ტრილერში „ცუდი მოგონებები სასტუმრო ელ როიალთან“. 2019 წელს, მნიშვნელოვანი როლები ითამაშა ფსიქოლოგიურ-ჰორორში – „ჭრილობები“, და კომედიურ დრამაში „არაქისის შავარდენი“.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება