მონანიება (2007 წლის ფილმი)

მონანიება“ (ინგლ. Atonement) — ოსკარის მფლობელი 2007 წლის ფილმი, რომელიც გადაღებულია იენ მაკიუენის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, ის დაფუძნებულია კრისტოფერ ჰამპტონის ეკრანულ ნოველაზე და მისი რეჟისორია ჯო რაიტი. გადაღებები მიმდინარეობდა 2006 წლის ზაფხულში. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჯეიმზ მაკევოი და კირა ნაიტლი. ფილმის პრემიერა გაიმართა 2007 წლის 7 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში, ხოლო 2007 წლის 7 დეკემბერს - ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„მონანიება“
რეჟისორი ჯო რაიტი
პროდიუსერი ტიმ ბევანი
ერიკ ფელნერი
პოლ უებსტერი
სცენარის ავტორი რომანი:
იენ მაკიუენი
სცენარი:
კრისტოფერ ჰემპტონი
როლებში ჯეიმზ მაკევოი
კირა ნაიტლი
სირშა რონანი
რომოლა გერი
ვანესა რედგრეივი
კომპოზიტორი დარიო მარიანელი
ოპერატორი სიმუს მაკგარვი
მონტაჟი პოლ ტოტჰილი
სტუდია Universal Pictures
Focus Features (აშშ)
Studio Canal (საფრანგეთი)
გამოსვლის თარიღი დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
7 სექტემბერი, 2007
დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
7 დეკემბერი, 2007
ხანგრძლივობა 123 წუთი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
საფრანგეთი
ენა ინგლისური
ფრანგული
ბიუჯეტი 30,000,000 $
მოგება:
128,395,584$
შემოსავალი 129,266,061 აშშ დოლარი

„მონანიებამ“ გახსნა 2007 წლის ვენკუვერის საერთაშორისო კინო-ფესტივალი, ასევე 64-ე ვენეციის საერთაშორისო კინო-ფესტივალი. ამის წყალობით, ჯო რაიტი 35 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორი, რომლის ფილმმაც გახსნა ცერემონიალები.

კინო-აკადემიის მე-80 დაჯილდოების ცერემონიალზე ფილმმა აიღო ოსკარი ნომინაციისათვის „საუკეთესო ორიგინალური მუსიკა“. ასევე იყო წარდგენილი 6 სხვა ნომინაციაზე. ბრიტანული აკადემიის კინო-დაჯილდოების 61-ე ცერემონიალზე მან გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის საუკეთესო ფილმი“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება