იენ ჯოსეფ სომერჰოლდერი (დ. 8 დეკემბერი,1978, კოვინგტონი, ლუიზიანა, აშშ) — ამერიკელი მოდელი, მსახიობი და პროდიუსერი. მას კარგად იცნობენ როგორც როგორც ბუნ კარლაილს სერიალიდან დაკარგულები და როგორც დეიმონ სალვატორეს სერიალიდან "ვამპირის დღიურები".

იენ სომერჰოლდერი
დაბადების სახელი იენ ჯოსეფ სომერჰოლდერი
დაბადების თარიღი 8 დეკემბერი, 1978 (1978-12-08) (46 წლის)
კოვინგტონი, ლუიზიანა, აშშ
აქტიური 1997 - დღემდე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ლუიზიანას შტატში. დედამისი ედნა, მასაჟისტ-თერაპევტი, ხოლო მამამისი რობერტ სომერჰოლდერი - მშენებელი. იანი სწავლობდა წმინდა პავლეს კათოლიკურ სკოლაში. ჰყავს ერთი და რობინ სომერჰოლდერი და ძმა ბობ სომერჰოლდერი.

 
„ვამპირის დღიურების“ მსახიობები Comic-Con 2012-ზე, სან-დიეგოში

მან დაიწყო მოდელის კარიერა 10 წლის ასაკიდან, იგი მალევე გახდა ცნობილი მოდის სახლების სახე როგორიცაა:Dolce & Gabbana, Gucci, Versace, Esprit, Calvin Klein, Guess და სხვა.

17 წლის ასაკში დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა და შეასრულა მისი პირველი როლი სერიალში Young americans. 2004 წელს იგი გამოჩნდა სერიალში დაკარგულები ბუნ კარლაილის როლით, რომელიც კვდება პირველი სეზონის მეოცე ეპიზოდში. მიუხედავად მისი პერსონაჟის სიკვდილისა იგი 7-ჯერ დაბრუნდა სერიალში 2005-2010 წლებში. იგი ასევე მონაწილეობს ფინალურ ეპიზოდში. იენი იყო პირველი მსახიობი რომელიც როლზე დაამტკიცეს და ასევე პირველი პერსონაჟი,რომელიც კვდება.

2009 წელს იენმა ითამაშა მკვლელის როლი ფილმში The Tournament.

2009 წლის ივნისში იენი დაამტკიცეს მთავარი როლზე the cw-ის სერიალში ვამპირის დღიურები, სადაც ის თამაშობს ვაპირ დეიმონ სალვატორს. სერიალის პრემიერას ჰქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი არხის ისტორიაში. სერიალს დღემდე ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს the CW-ზე.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2004 წლის იანვრიდან იენი ხვდებოდა ნიკი ჰილტონს (პერის ჰილტონის და). ისინი დაშორდნენ 6 თვის შემდეგ.

2006 წლის გაზაფხულზე ჟურნალმა «US Magazine» გაავრცელა ხმები, რომ მსახიობი ხვდებოდა მეგი გრეისს, რომელიც თამაშობდა შენონის როლს სერიალ დაკარგულებში. თუმცა არცერთ მათგანს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

2011-2013 წლებში სომერჰოლდერი ხვდებოდა ნინა დობრევს, რომელიც 2009 წელს გაიცნო ვამპირის დღიურების გადაღებებზე. იენ სომერჰოლდერი 2015 წლის 26 აპრილიდან ქორწინებაშია ნიკი რიდთან. 2017 წელს მათ ეყოლათ გოგონა.[1]

ქველმოქმედება

რედაქტირება

მსახიობი თავის კოლეგებთან Candice Accola-თან და Michael Trevino-თან ერთად მხარს უჭერს It Gets Better Project, რომლის მიზანია თავიდან აიცილოს თვითმკვლელობა ახალგაზრდებში.

იენმა სხვადასხვა ინტერვიუებში და ტვიტერის საშუალებით განაცხადა, რომ დააარსა იენ სომერჰოლდერის ფონდი, რომელიც ასწავლის ხალხს გარემოსა და ცხოველების დაცვას.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი სახელწოდება გმირი
1998 Celebrity დაუზუსტებელი
2001 Life as a House ჯოში
2002 Changing Hearts ჯეისონ კილი
2002 The Rules of Attraction პოლ დინტონი
2004 In Enemy Hands U.S.S. Swordfish დენი მილერი
2004 The Old Man and the Studio მეთი
2006 National Lampoon's TV: The Movie დაუზუსტებელი
2006 Pulse დექსტერი
2006 The Sensation of Sight დრიფტერი
2008 The Lost Samarian უილიამ არჩერი
2009 Wake ტაილერი
2009 The Tournament მაილს სლეიდი
2010 How to Make Love to a Woman დენიელ მელზერი
2013 Caught On Tape ოფიცერი ლევისი
2013 Time Framed შავი აგენტი

ტელევიზია

რედაქტირება
წელი სახელწოდება გმირი შენიშვნები
1997 The Big Easy ა.ქ. 1 ეპიზოდი:The Black Bag
1999 Now and Again ბრაიანი 1 ეპიზოდი:A Girl's Life
2000 Young Americans ჰემილტონ ფლემინგი ქასთის წევრი, მთლიანად 8 ეპიზოდი
2001 Anatomy of a Hate Crime რასელ ჰენდერსენი სატელევიზიო ფილმი
2002 CSI: Crime Scene Investigation ტონი დელ ნეგრო 1 ეპიზოდი:Revenge Is Best Served Cold"
2002 Low & Order: Special Victims Unit ჩარლი ბეიკერი 1 ეპიზოდი:"Dominance"
2003 CSI: Miami რიკი მერდოკი 1 ეპიზოდი:"The Best Defense" მეორე სეზონის მეხუთე ეპიზოდი.
2004 Fearless ჯორდან გრეისი გაუყიდავი სატელევიზიო პილოტი
2004 Smallville ადამ ნაითი 6 ეპიზოდი. მესამე სეზონი:"Asylum", "Delete", "Hereafter", "Velocity", "Obsession", "Crisis"
2007 Marco Polo მარკო პოლო სატელევიზიო ფილმი
2007 Tell Me You Love Me ნიკი 6 ეპიზოდი
2008 Lost City Raiders ჯეკ კუბიაკი სატელევიზიო ფილმი
2009 Fireball ლი კუპერი სატელევიზიო ფილმი
2004-2010 დაკარგულები ბუნ კარლაილი ქასთის წევრი, 30 ეპიზოდი
2009-2017 ვამპირის დღიურები დეიმონ სალვატორი მთავარი როლი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Fisher, Kendall (August 10, 2017). „Nikki Reed Gives Birth To Baby Girl With Ian Somerhalder“. Eonline.com. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)