ნინა დობრევი
ნინა დობრევი (ინგლ. Nina Dobrev, დაბადების სახელი ნიკოლინა კონსტანტინოვა დობრევა [ა][1][2]; ინგლ. Nikolina Konstantinova Dobreva; დ. 9 იანვარი, 1989)[3] — ბულგარული წარმოშობის კანადელი მსახიობი.
ნინა დობრევი | |
---|---|
ნინა დობრევი 2018 წელს | |
დაბადების სახელი | ნიკოლინა კონსტანტინოვა დობრევა |
დაბადების თარიღი |
9 იანვარი, 1989 სოფია, ბულგარეთი |
რეზიდენცია | ლოს-ანჯელესი, ამერიკა |
ეროვნება | ბულგარელი |
მოქალაქეობა | კანადა |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2006-დღემდე |
პარტნიორ(ებ)ი | იან სომერჰალდერი (2010–2013) |
მშობლები |
მამა: კონსტანტინ დობრევი დედა: მიჰაელა დობრევი |
საიტი |
მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 2006 წელს, მას შემდეგ, რაც მიიღო მია ჯოუნსის როლი ტელესერიალში „დეგრასი: შემდეგი თაობა“. ფართო აუდიტორიისთვის ცნობილი გახდა ელენა გილბერტისა და კატერინა პირსის როლებით The CW-ის ტელესერიალში „ვამპირის დღიურები“.
ადრეული წლები და კარიერა
რედაქტირებამსახიობი 2 წლის იყო როდესაც ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კანადაში. გაიზარდა ტორონტოში.[4][5] იგი საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ და ბულგარულ ენებზე.[6] ჰყავს უმცროსი ძმა ალექსანდერი, დედა — პროფესიით მსახიობი და მამა — პროფესიით კომპიუტერის სპეციალისტი.[5]
საშუალო სკოლაში დობრევი ეუფლებოდა ბალეტსა და მხატვრულ ტანვარჯიშს. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სოციოლოგიას რაიერსონის უნივერსიტეტში.[7] 2008 წელს მან დატოვა უნივერსიტეტი, რათა გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა. ნინას ნამდვილი სახელია — ნიკოლინა, რომელიც მისი ბებიის პატივსაცემად დაარქვეს.
კარიერა
რედაქტირებაპირველი კინოროლი მიიღო 2006 წელს, ტელესერიალში „დეგრასი: შემდეგი თაობა“.[4] 2000-იანი წლების შუა პერიოდში ითამაშა რამდენიმე ფილმსა თუ ტელესერიალში, რომელთა შორისაცაა „შორს მისგან“, „ნამსხვრევები“, „მაქციაზე ნადირობა“ და სხვა.
2009 წელს მიიღო მთავარი როლი The CW-ის სერიალში ვამპირის დღიურები, სადაც ის ასახიერებდა ორ სრულიად განსხვავებულ პერსონაჟ კატერინა პეტროვას, ვამპირს, რომელიც უყვარდა ორ ძმას ამერიკის სამოქალაქო ომის დროს და ელენა გილბერტს, კატერინას ორეულს, რომელიც უყვარს იგივე ძმებს, ახლა უკვე ვამპირ დეიმონ და სტეფან სალვატორებს. სერიალის სცენარისტებმა დობრევი როლზე დამტკიცეს იმის მიუხედავად, რომ ის შავგრემანი იყო, ხოლო ელენა გილბერტის პერსონაჟი ქერათმიანია. 2015 წელს მსახიობმა საკუთარი Instagram-ის საშუალებით განაცხადა სერიალიდან წასვლის შესახებ.[8] 2017 წელს გახდა ცნობილი, რომ იგი მონაწილეობას მიიღებდა „ვამპირის დღიურების“ უკანასკნელ სერიებში.[9]
2011 წლის აპრილში იგი მონაწილეობდა ფილმში „მარტოსულობის უპირატესობანი“, ემა უოტსონთან ერთად. 2015 წელს კი მთავარი როლი შეასრულა ფილმში „უკანასკნელი გოგონები“.
2018 წლის მარტში დაამტკიცეს კლემის როლზე CBS-ის ტელესერიალში „ოჯახი“, რომლის პრემიერა გაიმართა 2019 წლის 10 იანვარს,[10] ხოლო იმავე წლის 10 მაისს სერიალის გადაღებები შეწყდა.[11]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2011 წელს იენ სომერჰალდერმა დაადასტურა, რომ ხვდებოდა ნინა დობრევს, რომელიც „ვამპირის დღიურების“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო. 2013 წლის მაისში მათი 3 წლიანი ურთიერთობა დასრულდა. 2015 წლის ზაფხულში კი გავრცელდა ნინა დობრევის პაპარაცული ფოტოები ახალ პარტრნიორ ოსტინ სტოუელთან ერთად კუნძულ სან-ტროპეზე საფრანგეთში. მალე წყვილმა ოფიციალურად დადასტურა, რომ ერთმანეთს ხვდებიან. 2016 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2006 | ფ | შორს მისგან | Away from Her | მონიკა |
2006 | ს | ოჯახური თამაშები | Playing House | ახალგაზრდა ფრენი |
2006–2009 | ს | დეგრასი: შემდეგი თაობა | Degrassi: The Next Generation | მია ჯოუნსი |
2007 | ფ | როგორ მოძრაობს ის | How She Move | გოგონა აბაზანაში |
2007 | ფ | პოეტი | The Poet | რეიჩელი |
2007 | ფ | ნამსხვრევები | Fugitive Pieces | ბელა |
2007 | ს | ორპირი მკვლელი | My Daughter's Secret | ჯასტინა |
2007 | ს | ქორწილისთვის ზედმეტად ახალგაზრდები | Too Young to Marry | ჯესიკა |
2008 | ფ | — | Mookie's Law | როზაბელა ბულუტი |
2008 | ს | — | The American Mall | ელი შეპარდი |
2008 | ს | მაქციაზე ნადირობა | Never Cry Werewolf | ლორენ ჰენსეტი |
2008 | ს | საზღვრები | The Border | მაია |
2009 | ფ | — | You Got That Light | გოგონა |
2009 | ფ | ქლოია | Chloe | ანა |
2009 | ს | მეთერთმეტე საათი | Eleventh Hour | გრეისი |
2009 | ს | გოგონები დეგრასიდან მიდიან ჰოლივუდში | Degrassi Goes Hollywood | მია ჯოუნსი |
2009–2015/2017 | ს | ვამპირის დღიურები | The Vampire Diaries | ელენა გილბერტი/კეტრინ პირსი |
2009 | ს | საშობაო მადაგასკარი | Merry Madagascar | კუპიდონი |
2011 | ს | სუპერგმირების რაზმი | The Super Hero Squad Show | ელენი |
2011 | ფ | მეზობელი გოგონა | The Roommate | მარია |
2011 | ფ | არენა | Arena | ლორი |
2012 | ფ | მარტოსულობის უპირატესობანი | The Perks of Being a Wallflower | კენდესი |
2014 | ფ | მოდი ვიყოთ პოლიციელები | Let's Be Cops | ჯოსი |
2014 | ს | რობო წიწილა | Robot Chicken | კლორტანა/ები/ჯენი კერანი |
2014 | ს | პირველშობილები | The Originals | ტატია |
2015 | ფ | უკანასკნელი გოგონები | The Final Girls | ვიკი |
2016 | ს | ფონოგრამების ბრძოლა | Lip Sync Battle | თავად |
2017 | ს | სამუშაოს მოყვარულნი | Workaholics | კორტნი |
2017 | ფ | სამი იქსი: ქსანდერ კეიჯის დაბრუნება | xXx: Return of Xander Cage | ბეკი |
2017 | ფ | ღამისთევა | Crash Pad | ჰანა |
2017 | ფ | კომაში | Flatliners | მარლო |
2017 | ფ | შემდეგ შენ გამოჩნდი | Then Came You | იზი |
2018 | ფ | ძაღლების დღე | Dog Days | ელისაბედი |
2019 | ს | ოჯახი | Fam | კლემი |
შენიშვნები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Nina Dobrev Biography. TV Guide. ციტირების თარიღი: 6 აპრილი, 2015.
- ↑ Osmanski, Stephanie. 15 Stars Who Don't Go By Their Real Names (19 აგვსიტო, 2014). ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2018.
- ↑ Nina Dobrev. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2017.
- ↑ 4.0 4.1 Ryan, Andrew. (September 22, 2009) From DeGrassi to the dark side. The Globe and Mail. ციტირების თარიღი: June 12, 2017
- ↑ 5.0 5.1 Calhoun, Crissy (2010) „Cast Bios: Nina Dobrev“, Love You To Death: The Unofficial Companion to The Vampire Diaries. Ecw Pr. ISBN 978-1-55022-978-3.
- ↑ Fowler, Tara. (November 23, 2010) Dobrev: 'I'm proud to be Bulgarian'. Digital Spy. ციტირების თარიღი: June 12, 2017.
- ↑ Lewis, Jessica. (November 5, 2008) Degrassi Gets Schooled. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 13, 2010. ციტირების თარიღი: June 12, 2017
- ↑ Roffman, Marisa. (April 6, 2015) 'Vampire Diaries' Shocker: Star Nina Dobrev Exits. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: April 23, 2015.
- ↑ Andreeva, Nellie. (January 26, 2017) 'The Vampire Diaries': Nina Dobrev To Return For Series Finale. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: January 26, 2017
- ↑ CBS FAM Series Premiere: Here's How You Know the Cast.
- ↑ Andreeva, Nellie; Petski, Denise. 'Fam' Comedy Canceled By CBS After One Season. Deadline Hollywood (May 10, 2019). ციტირების თარიღი: May 10, 2019.