პირველშობილები (ტელესერიალი)


პირველშობილები (ინგლ. The Originals) — ამერიკული ტელესერიალი, რომელიც ჩამოყალიბდა 2013 წელს და ეფუძნება „ვამპირის დღიურებს“. ცნობილია ორმოცდაათზე მეტ ქვეყანაში. მთავარი როლის შემსრულებელია ინგლისელი მსახიობი ჯოზეფ მორგანი. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ: დენიელ გილისი, კლერ ჰოლტი, ნეიტ ბუზოლიკი, ჩარლს მაიკლ დევისი, ლიჰ პაიპსი, დანიელა კემპბელი და სხვა.

პირველშობილები

ტელესერიალის ლოგო
ჟანრი ზებუნებრივი დრამა
საშინელებათა
ფენტეზი
ავტორი ჯული პლეკი
ეფუძნება ვამპირის დღიურები
მონაწილეობენ ჯოზეფ მორგანი
დენიელ გილისი
კლერ ჰოლტი
ფიბი ტონკინი
ჩარლზ დეივისი
დენიელა კემპბელი
ქვეყანა  აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 5
ეპიზოდი 66
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ჯული პლეკი
პროდიუსერ(ებ)ი ლესლი მორგენშტეინი
ჯინა ჯიროლამო
ხანგრძლივობა 42წთ
კომპანია Outerbanks Entertainment
Alloy Entertainment
CBS Television Studios
Warner Bros. Television
ეთერი
ორიგინალური არხი The CW
ქრონოლოგია
წინა 3
შემდეგი ბოლო სეზონი
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ზემოთხსენებული ტელესერიალისან (ვამპირის დღიურები) მაიკლსონების ოჯახი რომლებიც პირველყოფილი ვამპირები არიან ნიუ ორლეანში მიდიან საცხოვრებლად. ნიკლაუს მაიკლსონი არის რებეკას, ელაიჯას, კოლის, ფინის და ფრეიას ნახევარძმა.მისი ნამდვილი მამა მაქცია იყო, მიუხედავად იმისა რომ დედამისმა, ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა ჯადოქარმა ესტერმა შეძლო კლაუსის მეორე მხრის დაბლოკვა მან მაინცგააღვიძა ის და ჰიბრიდი გახდა. მაიკლსონების მამა მაიკლი ზედმეტად ამაყი იყო და კლაუსის მიმართ ყოველთვის სისასტიკეს იჩენდა. რა თქმა უნდა, როცა ესტერმა 1000 წლის წინ მთელი თავისი ოჯახი მაგიის საშუალებით ვამპირებად აქცია ყველას ემოციები გამძაფრდა, მათ შორის მაიკლისაც. კლაუსი კლავს დედამისს, თუმცა და-ძმებს ეუბნება რომ ეს მაიკლმა გააკეთა. ელაიჯა, რებეკა და კლაუსი პირობას დებენ (Always and forever) რომ მუდამ ერთად იქნებიან, დაიცავენ ოჯახს.

ფინი 900 წელს ატარებს კუბოში მაგიური ხანჯლით გულში, რომელიც თეთრი მუხის ფერფლშია ამოვლებული,(თეთრი მუხა არის ხე, რომელმაც უკვდავობა აჩუქა პირველ ვამპირებს ისტორიაში, მგლებისგან თავის დასაცავად, თუმცა მასვე შეუძლია მისი უკან წართმევა)რებეკამ 90წელი, კოლმა საუკუნე. ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ კლაუსს როცა დასჭირდებოდა მაშინ ასობდა მაგიურ კენჟალს მათ გულში.

ელაიჯა ცნობილია როგორც კეთილი ძმა, რომელიც ყოველთვის ასრულებს დანაპირებს, ხოლო რებეკა ნიკლაუსის და ელაიჯას საყვარელი და, რომელსაც სიყვარულის უფლებაც კი არ აქვს.

როცა კლაუსი ჰიბრიდად იქცევა შვილის ყოლის შესაძლებლობა ეძლევა, მისი ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, თუმცა ეს იქამდე არ იცის სანამ მაქცია ჰეილი მარშალი მისგან არ დაფეხმძიმდება. სწორედ აქ იწყება პირველშობილების 1 სერია. ელაიჯა და კლაუსი ბრუნდებიან ნიუ ორლეანში ვინაიდან ჰგონიათ, რომ ჯადოქარი კლაუსის წინააღმდეგ რაღაცას გეგმავს. ელაიჯა გაარკვევს, რომ ჯადოკრების კლანს მხოლოდ სურს კლაუსის შვილობილის მარსელ ჯერარდის განდევნა ფრანგული კვარტალიდან, რომელიც ახლა მის მეფედ ითვლება. მაიკლსონებს ეგონათ, რომ რებეკას სიყვარული და კლაუსის შვილობილი მარსელი ხანძარს ემსხვერპლა, თუმცა ეს სიცრუე აღმოჩნდა. ელაიჯა დაარწმუნებს კლაუსს, რომ გადაარჩინოს თავისი შვილი და მისი დედა, რადგან ეს მათი ოჯახის გადარჩენის ერთადერთი გზაა. კლაუსი დასთანხმდება და ნიუ ორლეანის მეფობის სურვილით შეპყრობილი, ჯადოქრების შემოთავაზებას მიიღებს.

მალე რებეკაც ბრუნდება, რომელიც მარსელის მხარესაა და ნიკლაუსის წინააღმდეგ მიდის სიყვარულისთვის. ელაიჯა ამას არ ეთანხმება ამას.სერიალში ასევე ჩნდება კამილა ო'კონელი რომელიც თანდათან კლაუსსა და მარსელს უყვარდებათ. ასევე დავინა კლერი, რომელიც ბოლო ასწლეულის მანძილზე უძლიერესი 16 წლის ჯადოქარი და მარსელის უახლოესი მეგობარია, მან ხომ ის სიკვდილს გადაარჩინა.

პირველი სეზონის ბოლოს დავინა მარსელის დაქვემდებარებისგან განთავისუფლდება. კლაუსი ყველაფერს მიიღებს რაც სურს, თუმცა ჯადოქრები მისი დაუბადებელი შვილის მოკვლას განიზრახავენ (ტრიბრიდი ბავშვი ყველაზე ძლიერი არსება იქნება-ჯადოქარი, ვამპირი და მაქცია). მიუხედავად რებეკას ღალატისა კლაუსი მკვდრათ აცხადებს შვილს რათა დაიცვას იგი, და ყველაზე ახლობელ ადამიანს თავის დას სთხოვს მის წაყვანას. პირველი სეზონი კლაუსის ამაღელვებელი სიტყვებით მთავრდება. პატარას მშობლები ჰოუპს დაარქმევენ, რაც ქართულად იმედს ნიშნავს. ამას მოსდევს კიდევ ორი სეზონი, უამრავი თავგადასავლები და ახალი პერსონაჟები.

როლებში რედაქტირება

მსახიობი როლი შესაძლებლობები როლის მნიშვნელობა
ჯოზეფ მორგანი ნიკლაუს მაიკლსონი პირველშობილი ჰიბრიდი რეგულარული
დენიელ გილისი ელაიჯა მაიკლსონი პირველშობილი ვამპირი რეგულარული
კლერ ჰოლტი რებეკა მაიკლსონი პირველშობილი ვამპირი რეგულარული
ფიბი ტონკინი ჰეილი მაქცია რეგულარული
ჩარლზ დეივისი მარსელი ვამპირი რეგულარული
დენიელა პინედა სოფი დევერო ჯადოქარი რეგულარული
დანიელ კემბელი დავინა ჯადოქარი რეგულარული
ლეა პაიპსი კამილა ადამიანი რეგულარული
კალარდ ჰარისი ტიერი ვამპირი პერიოდული
ეკა დარვილი დიეგო ვამპირი პერიოდული
შენონ კეინი საბინა ჯადოქარი პერიოდული
ალექსანდრა მეთზი ქეითი ჯადოქარი პერიოდული
სტივენ კრუგერი ჯოში ადამიანი პერიოული
ტოდ სტეშვიკი მამა კირენი ადამიანი პერიოდული
უცნობია ტიმი უცნობია პერიოდული
უცნობია სელესტე უცნობია მეორეხარისხოვანი
სებასტიან როშე მიკაელ მაიკლსონი პირველშობილი ვამპირი მეორეხარისხოვანი
ნათანიელ ბუზოლიჩი კოლ მაიკლსონი პირველშობილი ვამპირი მეორეხარისხოვანი
ალის ევანზი ესთერ მაიკლსონი ჯადოქარი მეორეხარისხოვანი

ეპიზოდები რედაქტირება

პილოტი რედაქტირება

#   სათაური     რეჟისორი     ავტორი     პრემიერა     პროდუქტის  
  კოდი  
  ნახვები აშშ-ში  
  (მილიონებში)  
0 "პირველშობილები" კრის გრისმერი ჯული პლეკი 25 აპრილი, 2013 წელი 2J6670 2.24

სეზონი 1 (2013) რედაქტირება

#   სათაური     რეჟისორი     ავტორი     პრემიერა     პროდუქტის  
  კოდი  
  ნახვები აშშ-ში  
  (მილიონებში)  
1 "ყოველთვის და სამუდამოდ" კრის გრისმერი ჯული პლეკი და მაიკლ ნარდუჩი 3 ოქტომბერი, 2013 წელი 2J7802 2.21
2 "აჯანყებული ვაჟის სახლი" ბრედ ტერნეტი დაიან ადემუ-ჯონი და დიქლან დე ბარა 8 ოქტომბერი, 2013 წელი 2J7801 1.92
3 "სილურჯეში დახლართული" კრის გრისმერი ეშლი ლაილი და ბარტ ნიკერსონი 15 ოქტომბერი, 2013 წელი 2J7803 2.22
4 "ინტერვიუ ვამპირთან" ჯესი ვორნი მიშელ ფარადაისი და მაიკლ ნარდუჩი 22 ოქტომბერი, 2013 წელი 2J7804 2.23
5 "ცოდვილები და წმინდანები" კრის გრისმერი მარგარეტ მაკინტაიერი და ჯული პლეკი 29 ოქტომბერი, 2013 წელი 2J7805 2.05
6 "მოწამლული ხის ნაყოფი" მაიკლ ალოვიცი ჩარლი შარბენოუ და დაიან ადემუ-ჯონი 5 ნოემბერი, 2013 წელი 2J7806 2.03
7 "სისხლდენა" ჯეფრი ჰანტი მაიკლ რუსო და მაიკლ ნარდუჩი 19 ნოემბერი, 2013 წელი 2J7807 2.40
8 "მდინარის უკუსვლა" ჯესი ვორნი ჯული პლეკი და დიქლან დე ბარა 26 ნოემბერი, 2013 წელი 2J7808 2.38
9 "ტკივილის ბატონობა ნიუ-ორლეანში" ჯოშუა ბათლერი ეშლი ლაილი და ბარტ ნიკერსონი 3 დეკემბერი, 2013 წელი 2J7809 2.33
10 "გოგონები ყუთიდან" ჯესი ვორნი ჩარლი შარბენოუ და მაიკლ ფარადაისი 14 იანვარი, 2014 წელი 2J7810 2.07
11 "Après Moi, Le Déluge" ლესლი ლიბმენი მარგარეტ მაკინტაიერი და დაიან ადემუ-ჯონი 21 იანვარი, 2014 წელი 2J7811 2.51
12 "Dance Back from the Grave" რობ ჰარდი მაიკლ რუსო და მაიკლ ნარდუჩი 28 იანვარი, 2014 წელი 2J7812 2.32
13 "ნახევარმთვარის ქალაქი" კრის გრისმერი მაიკლ ნარდუჩი და ჯული პლეკი 4 თებერვალი, 2014 წელი 2J7813 2.10
14 "ჯოჯოხეთიდან დასაბრუნებელი გრძელი გზა" მეთ ჰესტინგსი ეშლი ლაილი და ბარტ ნიკერსონი 25 თებერვალი, 2014 წელი
15 4 მარტი, 2014 წელი
16 11 მარტი, 2014 წელი
17 18 მარტი, 2014 წელი

ჯილდოები და ნომინაციები რედაქტირება

წელი ჯილდო კატეგორია წარდგენილები შედეგი
2014 People's Choice Awards (მე-40) ახალი ფავორიტი ტელე დრამა პირველშობილები ნომინირებული
ფავორიტი მსახიობი ახალ სერიებში ჯოზეფ მორგანი მოგებული

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება