კლერ ჰოლტი

ავსტრალიელი მსახიობი

კლერ რიანონ ჰოლტი (ინგლ. Claire Holt; დ. 11 ივნისი, 1988, ბრისბენი, ავსტრალია) — ავსტრალიელი მსახიობი. ცნობილია სერიალებიდან „H2O: უბრალოდ დაამატე წყალი“ — ემა გილბერტის როლით და „პირველშობილებიდან“ და „ვამპირის დღიურებიდან“ რებეკა მაიკლსონის როლით.

კლერ ჰოლტი
დაბადების სახელი კლერ რიანონ ჰოლტი
დაბადების თარიღი 11 ივნისი, 1988
ბრისბენი, ავსტრალია
ეროვნება ავსტრალიის დროშა ავსტრალიელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2006-დღემდე

კლერ ჰოლტი დაიბადა ავსტრალიაში, ქალაქ ბრისბენში. დაამთავრა სტიუარტჰოლმის სკოლა 2005 წელს. დაკავებულია სპორტის რამდენიმე სახეობით: ცურვით, ფრენბურთით, წყალბურთით და ტაეკვანდოთი, რომელშიც მან შავი ქამარი აიღო.

2006 წელს კლერი „H2O: უბრალოდ დაამატე წყალში“ ემა გილბერტის როლზე დაამტკიცეს. სერიალის მესამე სეზონში მსახიობმა დატოვა შოუ და მან მონაწილეობა მიიღო ფილმში „წარგზავნილები 2“. ფილმის გადაღება სოფიაში მიმდინარეობდა. 2011 წლის აგვისტოს, კლერ ჰოლტი „ვამპირის დღიურებში“ რებეკას როლზე დაამტკიცეს. 2013 წლის 13 იანვარს, The CW-მ განაცხადა, რომ კლერი დღიურების სპინ-ოფს, პირველშობილებს შეუერთდა, სადაც ის ისევ რებეკა მაიკლსონის როლს შეასრულებს.

BuddyTV-იმ 2011 წელს კლერ ჰოლტი 100 ყველაზე სექსუალურ ქალებს შორის 55-ე ნომრად დაასახელა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ფილმის სათაური როლი შენიშვნა
2006-2008 H2O: უბრალოდ დაამატე წყალი ემა გილბერტი 52 ეპიზოდი
2009 წარგზავნილები 2 ლინდსი როლინსი
2011 საძაგელი გოგონები 2 ჩესტიტი მეიერი
პატარა საყვარელი მატყუარები სამარა კუკი 5 ეპიზოდი
2011-2014 ვამპირის დღიურები რებეკა მაიკლსონი მნიშვნელოვანი როლი
2012 ლურჯი, როგორც ჯაზი პენი
2013-2014 პირველშობილები რებეკა მაიკლსონი მთავარი როლი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება