ჯონ სნოუ (პერსონაჟი)

ჯონ სნოუ (ინგლ. Jon Snow) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ და მისი სატელევიზიო ადაპტაციის, „სატახტოთა თამაშის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. სერიალში მას განასახიერებს მსახიობი კიტ ჰარინგტონი. The New York Times-ის მიერ ჯონ სნოუ დასახელდა მწერლის ერთ-ერთ საუკეთესო ქმნილებად.[1][2] ჯონი წარმოადგენს სერიალის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს.

ჯონ სნოუ
„ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ - პერსონაჟი
„სატახტოთა თამაში
- პერსონაჟი

კიტ ჰარინგტონი ჯონ სნოუს როლში, ტელესერიალში „სატახტოთა თამაში“.
პირველი გამოჩენა
შემქმნელი ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი
მსახიობი კიტ ჰარინგტონი
(„სატახტოთა თამაში“)
ახმოვანებს კიტ ჰარინგტონი (ვიდეო თამაში)
ინფორმაცია
ზედმეტსახელ(ებ)ი
  • ლორდი სნოუ
  • უინტერფელის ბასტარდი
  • მეფე ყვავი
  • თეთრი მგელი
  • ეიგონ ტარგარიენი დაბადების სახელი, ტელესერიალი
სხვა სახელები
  • ჩრდილოეთის უზენაესი ლორდი და უფროსი (ტელესერიალი)
  • მეფე ჩრდილოეთში (ტელესერიალი)
  • ღამის საგუშაგოს 998-ე სარდალი
სქესი მამრობითი
ოჯახი სტარკები
მეორე ნახევარი
ნათესავები წიგნი:
სამეფო ჩრდილოეთი

ჯონ სნოუ არის ნედ სტარკისუესტეროსის ჩრდილოეთის უძველესი ციხესიმაგრის, უინტერფელის ლორდის უკანონო ვაჟი. მისი სტატუსიდან გამომდინარე იგი ღამის საგუშაგოს წევრი გახდა კედელზე, რომლის წევრებიც უესტეროსის სამხრეთ ნაწილს იცავენ კედლის იქით მცხოვრები ველურებისგან. სტარკების მძიმე გასაჭირის მიუხედავად, ჯონმა გადაწყვიტა დარჩენილიყო საგუშაგოზე. მოგვიანებით იგი გაჰყვა ექსპედიციას კედლის იქით, რათა გამოეკვლიათ თეთრი მოსიარულეებისაგან და ველურებისგან მომდინარე საფრთხეები. ჯონი ტყიურებს შეუერთდება, რადგან მათი გეგმების შესახებ შეიტყოს. იგი იქ გაიგებს ველურთა გეგმას, რომ ისინი აპირებდნენ უესტეროსის სამხრეთში შეჭრას. მას შეუყვარდება ერთ-ერთი ველური, იგრიტი. კედელზე შეტევამდე ცოტა ხნით ადრე იგი საუშაგოში ბრუნდება და ამზადებს მას შეტევისთვის. ტყიურთა მოგერიების შემდეგ, იგი საგუშაგოს სარდალი ხდება და ტყიურები გადაჰყავს კედლის სამხრეთში, რის გამოც მას გუშაგები კლავენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Orr, David (August 12, 2011). „Dragons Ascendant: George R. R. Martin and the Rise of Fantasy“. The New York Times. ციტირების თარიღი: July 12, 2014.
  2. Jennings, Dana. (July 14, 2011) A Dance with Dragons Review: In a Fantasyland of Liars, Trust No One, and Keep Your Dragon Close. The New York Times. ციტირების თარიღი: July 20, 2014.