რიკონ სტარკი (ინგლ. Rickon Stark) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ირლანდიელმა მსახიობმა არტ პარკინსონმა.

თავდაპირველად პერსონაჟი გამოჩნდა 1996 წელს გამოცემულ წიგნში „სატახტოთა თამაში“. რიკონი არის ერთ-ერთი უმდიდრესი და ძლევამოსილი „სტარკების ოჯახის“ წევრი. ფიგურირებს წიგნებში: „სატახტოთა თამაში“ (1996), „მეფეთა ჯახი“ (1998), და ცეკვა დრაკონებთან (2011)

პერსონაჟი

რედაქტირება

რიკონი არის ნედ და კეტლინ სტარკის მე-5 და ყველაზე უმცროსი შვილი. ნედი არის სტარკების სახლის ხელმძღვანელი. ის სტარკების სახელით არის ვინტერფელის ლორდი და 7 სამეფოდან უდიდესის ჩრდილოეთის მცველი. რიკონს ჰყავს 5 და-ძმა რობი, სანსა, არია, ბრანი და ნახევრძმა ჯონ სნოუ. თავისი და-ძმების მსგავსად რიკონს ყოველთვის თან ახლდა თავისი მგელი, რომელთანაც ძალიან ძლიერი კავშირი აქვს. მარტინის თქმით ის გარეგნულად ძალიან ჰგავს დედას. ის ბუნებით აგრესიული, გაბედული, მკაცრი, ძლიერი ნებისოფისა და მოძალადეა.

ტელეადაპტაცია

რედაქტირება

რიკონ სტარკის როლს არკ პარკინსონი ასრულებს წიგნების სერიის სატელევიზიციო ადაპტაციაში. 2014 წელს „Flicks and the City“-თან ინტერვიუში მან აღიარა, რომ მშობლებმა არ მისცეს უფლება ზრდასრულობის ასაკამდე ეყურებინა სერიალისთვის მისი ზრდასრული ასაკის შინაარსის გამო, გარდა რამდენიმე სცენისა, სადაც თვითონ იღებს მონაწილეობას. მოგვიანებით ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა „New Zealand Herald“-ში 2015 წლის 7 აპრილს, პარკინსონმა აღიარა, რომ თავი დაანება „სამეფო კარის თამაშების“ ყურებას მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ 3 წლის ბავშვს ერთ ეპიზოდში ყელი გამოჭრეს. მოგვიანებით „IGN“-თან ინტერვიუში მან აღიარა, რომ სერიალის ყურება დაიწყო.

„IGN“-თან ინტერვიუში პარკინსონმა ისაუბრა თავის დაბრუნებასა და სიკვდილზე, სადაც თქვა: „როდესაც მე მეუბნებოდნენ, რომ ვბრუნდებოდი მე-6 სეზონისთვის, სანამ სცენარს და რაღაცეებს მაჩვენებდნენ, ბეჭდით წერილი გამომიგზავნეს რომ ეთქვათ: „მისმინე, რათა სცენარის წაკითხვისას შოკში არ დარჩე, უბრალოდ იცოდე, რომ ამ სეზონში კვდები“. ყველაფერი საკმაოდ გასაოცრად მეჩვენა, ძალიან გამიხარდა პერსონაჟის ხელახლა შეცნობა"

პარკინსონის თქმით მისის თანამემამულე ნატალია ტენა, რომელიც თამაშობდა მისი კომპანიონის ოშას როლს, ძალიან დაეხმარა მსახიობობაში. მან ასევე გაიზიარა ის, რაც რიკონმა განიცადა მამის ნედ სტარკის გარდაცვალების შემდეგ და თქვა: „მამის გარდაცვალების შემდეგ, ვფიქრობ, ის გახდა ძალიან დამოუკიდებელი და მრისხანე, ვფიქრობ, რომ რიკონი ახლა ცოტათი უფრო მოწიფულია. ის ამ ეტაპზე დიდი ხანია არ არის. ვფიქრობ, ის უფრო დამოუკიდებელი და ძლიერია“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
  • ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
  • ჯ.რ.რ მარტინი, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება