ტაივინ ლანისტერი
ტაივინ ლანისტერი (ინგლ. Tywin Lannister) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი გმირი. ის წარდგენილია 1996 გამოცემულ წიგნ სატახტოთა თამაშში მოგვიანებით ჩნდება წიგნებში „მეფეთა ჯახი“ (1998) და „ხმლების ქარიშხალი“ (2000). ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ბრიტანელმა მსახიობმა ჩარლზ დენსმა.
ლორდი ტაივინ ლაინისტერი იყო ლანისტერთა სახლის ხელმძღვანელი, კასტერლის კლდის ლორდი, სამი მეფის მარჯვენა ხელი და სახელმწიფოს მცველი. ის იყო ჯეიმის, სერსეის და ტირიონის მამა და ინცესტით დაბადებული ჯოფრის, მირცელას და ტომენის ერთადერთი ბაბუა.
ბიოგრაფია
რედაქტირებატაივინ ლანისტერი იყო ლანისტერების სახლის ხელმძღვანელი, კასტერლის კლდის ლორდი და დასავლეთის მცველი. ტაივინი იყო ნამდვილი ძალა მეფის საბიჯელში და ვესტეროსში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძლევამოსილი ადამიანი. ის არის ქვრივი, ჰყავს სამი შვილი ტირიონი, სერსეი და ჯეიმი. კასტერლის კლდე ლანისტერების საგვარეულო ციხესიმაგრეა რომლის ტერიტორიაზე უამრავი ოქროს მაღაროა როემლიც წლების განმავლობაში ლანისტერების სიმდიდრის და ძალაუფლების უდიდესი წყარო იყო, სწორედ ამის გამო მოდის ცნობილი ხუმრობა, ტაივინ ლანისტერი „ოქროს ჯვავს“.
ტაივინი ტიტოს ლანისტერის საყვარელი შვილია. მამამისი ლანისტრების სახლის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და სამარცხვინო პერიოდს ხელმძღვანელობდა, ტიტოსი ლანისტერების ქონების დიდ ნაწილს ცუდ ინვესტიციებში ფლანგავდა და ხალხს ნებას აძლევდა რომ მისთვის დაეცინათ, რაც სისუსტის აღქმას უქმნიდა მტერს. მათი ვასალები „რეინ კასტამარელები“ აუჯანყდნენ ტიტოს ლანისტერს, ტაივინმა პირდად ჩაახშო აჯანყება და სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს, შედეგად კასტამარების გვარი გადაშენდა სამაგიეროდ ტაივინა აღადგინა ლანისტერების რეპუტაცია. ეს აჯანყება უკვდავჰყვეს სიმღერაში „The Rains of Castamere“
ტაივის ურთიერთობა ოჯახთან
რედაქტირებატაივინმა ცოლად მოიყვანა თავისი ბიძაშვილი ჯოანა ლანისტერი და მათი პირველად შეეძინათ ტყუპები სერსეი და ჯეიმი. ჯოანა ტირიონ ლანისტერზე მშობიარობას გადაყვა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ცოლის სიკვდილს აბრალებდა. როდესაც ბავშვობაში ჯეიმის სწავლა უჭირდა მაისტერმა უთხრა ტაივინს რომ ის ვერასდროს შეძლებდა კითხვის სწავლას, თუმცა ტაივინი არ დანებდა და ჯეიმის ყოველდღე 4-4 საათი ამეცადინებდა, ეს მანამ გაგრძელდა სანამ ჯეიმიმ არ გადალახა თავისი პრობლემა, მიუხედევად იმისა რომ ჯეიმიმ კითხვა ისწავლა მას დიდი ხანი სძულდა მამამისი. ტაივინს სძულდა თავისი უმცროსი შვილი ტირიონი, ის მას უყურებდა როგორც უკუღმართს. როდესაც ტირიონმა 16 წლის ასაკში მეძავი მოიყვანა ცოლად, ტაივინმა ის გოგო თავის ჯარისკაცებს მიუგდო და ყოველი კაცი რომელიც მას დაეუფლებოდა თითო ვერცხლს აძლევდა გოგოს, ამ ყველაფერს კი მამის ბრძანებით ტირიონი უყურებდა. მიუხედავად ამ ყველაფრის ტაივინს ყველა მისი შვილი უსიტყვოდ ემორჩილებოდა და მის რჩევას მუდამ ითვალისწინებდნენ. ტაივინმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხუთი მეფის ომში.
ტაივინი და მეფე ეირის ტარგარიენი
რედაქტირებატაივინი ემსახურებოდა მეფე ეირის II ტარგარიენს მარჯვენა ხელად 20 წლის განმავლობაში, სანამ შეშლილმა მეფე არ უარყო ტაივინ შემოთავაზება სერსეი ლანისტერისა და რეიგარ ტარგარიენის ქორწინებაზე. მეფემ ჯეიმი ლანისტერი თავის ქეშიკად ტაივინის ჯინაზე დანიშნა, იმის გამო რომ მეფის ქეშიკებს ეკრძალებათ დაქორწინება, ეირისმა ფაქტობრივად წაართვა ტაივინს თავისი მემკვიდრე, რაც მან აღიქვა, როგორც დიდი შეურაცხყოფა და გადადგა. რობერტ ბარათეონის აჯანყების დროს ის ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა და ორივე მხრის შემოთავაზებებს აიგნორებდა მანამ სანამ, სამკბილას ბრძოლის შემდეგ არ გაირკვა რომ აჯანყებულები გაიმარჯვებდნენ. მან შეკრიბა მთელი კასტერლის კლდის ჯარები და დედაქლაქისკენ გაემგზავრა სადაც მივიდა და ეჩვენა რომ აპირებდა აჯანყებულებისგან დაეცვა ქალაქი. ეირისის მრჩევლები მოუწოდებდნენ რომა არ გაეღოთ ჭიშკარი თავად, ჯეიმი ლანისტერიც, რომელმაც იცოდა რომ ტაივინი დამარცხებულთა მხარეს არ დაიჭერდა. მიუხედავად ამისა, პაიცელის რჩევით ლანისტერების 10 000 კაციან ლაშქარს გაუხსნეს კარიბჭე და დაიწყო ქალაქის დარბევა და სამეფო ოჯახის ეფექტურად ამოხოცვა, რომელსაც პირდად სერ გრეგორ კლიეგეინი ხელმძღვანელობდა. მეფე ეირისმა ჯეიმის უბრძანა მამამისის თავი მიეტანა მისთვის და თავის პირომანებს დაავა ქალაქი გადაეწვათ, თუმცა ჯეიმიმ ეს არ დაუშვა და მეფე ეირის მოკლა. როდესაც რობერტ ბარათეონმა და ნედ სტარკმა ქალაქს მიაღწიეს, ტაივინმა რობერტს სამეფო ოჯახის ცხედრები წარმოუდგინა, როგორც ერთგულების ნიშნად. ამის შედეგ რობერტი და სერსეი ლანისტერი დაქორწინდნენ, კავშირის განსამტკიცებლად.
სერსის შვილები
რედაქტირებასერსეიმ სამი შვილი გააჩინა: ჯოფრი, მირსელა და ტომმენ ბარათეონი. ტაივინმა არ იცოდა რომ სერსეიმ სამივე შვილი ჯეიმისთან ინცესტის შედეგად გააჩინა. ამის გარკვევა შეძლო ორივე რობერტის მარჯვენამ, ჯონ ერინმა და ნედ სტარკმა თუმცა დამოუკიდელად, და ნიშნავდა, რომ ჯოფრის - რობერტის შვილებიდან ყველაზე ხანდაზმულს და რკინის ტახტის აშკარა მემკვიდრეს - არ ჰქონდა რეალური უფლებები ტახტზე დასაჯდომად. ტაივინს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მის უმცროს ძმასთან, კევანთან, რომელიც მისი მთავარი მრჩეველია. კევანის ვაჟი ლანსელი იყო მეფე რობერტის სკვაირი; ბევრს ფარულად სჯერა, რომ ლანსელმა რობერტს ძალიან ბევრი ღვინო მისცა სერსეის ბრძანებით მისი საბედისწერო ნადირობის დროს.
ტელეადაპტაცია
რედაქტირებაწიგნის ტელეადაპტაციაში ტაივინის როლს ასრულებს ჩარლზ დენსი. მან ამ როლისთვის დადებითი შეფასება მიიღო. კლაივ ჯეიმზმა თქვა რომ „არა მხოლოდ საუკეთესო როლი, რომელიც ოდესმე ჰქონია დენსს; ეს არის საუკეთესო როლი, რომელიც ვინმეს ოდესმე ჰქონია“[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
- ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
- ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000