ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტომენ ბარათეონი (ინგლ. ) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი გმირი. ის წარდგენილია 1996 წელს გამოცემულ წიგნ „სატახტოთა თამაშში“ და მოგვიანებით ჩნდება წიგნებში „მეფეთა ჯახი“ (1998), ცენტრალური პერსონაჟია რომანებში „ხმლების ქარიშხალი“ (2000), „ნადიმი ყვავებისთვის“ (2005) და „ცეკვა დრაკონებთან“ (2011). ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა ბრიტანელმა მსახიობმა დინ-ჩარლზ ჩემპენიმ.

მეფე ტომენ ბარათეონ I იყო რკინის ტახტის XXI მეფე და ბარათეონთა დინასტიიდან მესამე ვინც რკინის ტახტზე იჯდა, ის იყო ჯოფრი და მირცელა ბარათეონების უმცროსი ძმა. ტომენი ინცესტური ურთიერთობის შედეგად გაჩნდა, მისი ნამდვილი მამა არის დედამისის სერსეი ლანისტერის ტყუპისცალი ჯეიმი ლანისტერი, თუმცა კანონიერად რობერტ ბარათეონის ვაჟია, ამიტომაც ჯოფრის სიკვდილის შემდეგ ის გახდა 7 სამეფოს მეფე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ტომენი არის მეფე რობერტ ბარათეონისა და დედოფალ სერსეი ლანისტერის უმცროსი ვაჟი, მისი მშობლები პოლიტიკური გარიგების შედეგად დაქორწინდნენ მას შემდეგ რაც რობერტმა მეფე ეირის II ტარგარიენი მოკლა და ტახტზე ავიდა. სინამდვილეში მამამისი არის სერ ჯეიმი ლანისტერი.

მას ჰყავს უფროსი ძმა, ჯოფრი და უფროსი და მირსელა, იგივე გაურკვეველი წარმომავლობით. ტომმენი კეთილგანწყობილი და პასიურია, განსხვავებით მისი ძმა ჯოფრისგან, რომელიც ხანდახან აბუჩად აგდებდა ტომმენს გასართობად. მისი დის მსგავსად, მასაც უყვარს ბიძა ტირიონ ლანისტერი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება