ჯეიმი ლანისტერი
ჯეიმი ლანისტერი (ინგლ. Jaime Lannister) — ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზის ჟანრის რომანების სერიის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ პერსონაჟი და ასევე მისი ტელეადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი გმირი. ის წარდგენილია 1996 წელს გამოცემულ წიგნ „სატახტოთა თამაშში“ და მოგვიანებით ჩნდება წიგნებში „მეფეთა ჯახი“ (1998), ცენტრალური პერსონაჟია რომანებში „ხმლების ქარიშხალი“ (2000), „ნადიმი ყვავებისთვის“ (2005) და „ცეკვა დრაკონებთან“ (2011). ტელეადაპტაციისას მისი როლი შეასრულა დანიელმა მსახიობმა ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუმ.
ჯეიმი ლანისტერი | |
---|---|
„ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ - პერსონაჟი „სატახტოთა თამაში - პერსონაჟი | |
ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ ჯეიმი ლანისტერი როლში, ტელესერიალში „სატახტოთა თამაში“. | |
პირველი გამოჩენა |
|
შემქმნელი | ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი |
მსახიობი |
ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ („სატახტოთა თამაში“) |
ახმოვანებს | ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ (ვიდეო თამაში) |
ინფორმაცია | |
ზედმეტსახელ(ებ)ი |
|
სხვა სახელები |
|
სქესი | მამრობითი |
ოჯახი | ლანისტერები |
მეორე ნახევარი |
|
შვილები | ტომენ, ჯოფრი და მირცელა ბარათეონები |
ნათესავები |
წიგნი:
|
საცხოვრებელი | მეფის საბიჯელი |
სამეფო | ყინულისა და ცეცხლის სიმღერის სამყარო |
სერ ჯეიმი ლანისტერი იყო ლორდ ტაივინ ლანისტერის უფროსი ვაჟი, ჰყავს უმცროსი ძმა ტირიონ ლანისტერი და ტყუპისცალი სერსეი ლანისტერი. მას ჰქონდა ინცესტური ურთიერთობა თავის დასთან და ბევრმა არ იცოდა, რომ არის ჯოფრის, მირცელას და ტომენ ბარათეონების ბიოლოგიური მამა, ისევე როგორც არდაბადებული შვილის.
რობერტის აჯანყების დროს ჯეიმიმ მოკლა მეფე ეირის II ტარგარიენი და შეერქვა ცნობილი ზედმეტსახელი „მეფისმკვლელი“. ის შეიწყალა რობერტმა და ნება დართო, კვლავ ყოფილიყო მეფის მცველი. რობერტის სივდილის შემდეგ, ის აირჩიეს მეფე ჯოფრი ბარათეონის დაცვის მეთაურად.
ხუთი მეფის ომის დროს ჯეიმი იბრძოდა ლანისტერთა სახლისთვის, მაგრამ რობ სტარკმა მოჩურჩულე ტყეში ბრძოლის დროს შეიპყრო და დაატყვევა. მან შეთანხმება დადო ლედი კეიტლინ სტარკთან, რომელმაც გაათავისუფლა იმ პირობით, რომ მის ქალიშვილებს უსაფრთხოდ დააბრუნებდა ჩრდილოეთში. ლედი კეიტლინის დავალებით ჯეიმი ბრიანა ტართელმა დედაქალაქში დააბრუნა. გზად დედაქალაქისკენ ჯეიმიმ დაკარგა მარჯვენა ხელი. დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ მან განაგრძო ჯოფრის, შემდეგ კი ტომენის დაცვის ლორდ მეთაურად მსახურობა. მას შემდეგ, რაც სამეფო კარიდან დაითხოვეს, ის გახდა ლანისტერების არმიის მეთაური, მაგრამ მოგვიანებით დატოვა თანამდებობა და ჩრდილოეთში მიცვალებულთა არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა. მკვდრების დამარცხების შემდეგ ჯეიმი სერსეის გადასარჩენად დაბრუნდა მეფის საბიჯელში. ის დაიღუპა მეფის საბიჯელის ბრძოლის დროს, სერსეის დედაქალაქიდან გაყვანის მცდელობისას.
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯეიმი იყო ჯოანა ლანისტერისა და ლორდ ტაივინ ლანისტერის უფროსი ვაჟი. ჯეიმის ბავშვობაში კითხვის სწავლა ძალიან უჭირდა, რადგან გონებაში ასოების დალაგება უჭირდა. მაგრამ ტაივინი მას დღეში ოთხი საათის განმავლობაში ამეცადინებდა და ეს მანამ გაგრძელდა, სანამ ჯეიმიმ კითხვა არ ისწავლა.
ჯეიმი იყო ტირიონის უფროსი ძმა და სერსეის ტყუპისცალი ძმა. მათი დედა გარდაიცვალა ტირიონის მშობიარობისას. მეფის მცველებს შორის წევრობისას ჯეიმის არ შეეძლო, ყოფილიყო მამის მიწების და ტიტულების მემკვიდრე, ამიტომაც ტირიონი იყო ტაივინის მემკვიდრე, რაც ტაივინს აწუხებდა. სერსეისა და ტაივინისგან განსხვავებით, ჯეიმი ტირიონს ყოველთვის ეპყრობოდა სიყვარულით, სიკეთით და პატივისცემით.
ჯეიმიმ ახალგაზრდობაშივე დაიწყო ინცესტური ურთიერთობა თავის დასთან. 16 წლის ასაკში მან მიიღო რაინდის წოდება. სერსეის რჩევით, ის დათანხმდა, შეერთებოდა მეფის გვარდიას, ამით კი ხელს შეუშლიდა მამის გეგმებს და არ მოუწევდა ლიზა ტალიზე დაქორწინება. ჯეიმი თავდაპირველად ყოყმანობდა, თუმცა სერსეი დანიშნული იყო პრინც რეიგარზე, ამიტომაც ისინი დედაქალაქში ერთად ყოფნას შეძლებდნენ. მაგრამ როდესაც ტაივინმა გაიგო, რომ ჯეიმი მეფის გვარდიის წევრი ხდებოდა, მან მეფის მარჯვენის თანამდებობა დატოვა და სერსეისთან ერთად კასტერლის კლდეზე დაბრუნდა. ჯეიმი მეფის გვარდიის წევრი გახდა შეშლილი მეფის, ეირის II ტარგარიენის მიერ ჰარენჰალში გამართული დიდი ტურნირის დროს. მაშინ ის იყო ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ოდესმე გამხდარა მეფის გვარდიის წევრი.
მეფის საბიჯელის დარბევა
რედაქტირებარობერტის აჯანყების დასასრულს, ჯეიმის მამა, ტაივინი, მივიდა დედაქალაქის კარიბჭესთან ლანისტერების მთავარ ჯართან ერთად და აღუთქვა თავისი ერთგულება. მცირე საბჭოს უმეტესობამ მოუწოდა ეირისს, რომ არ მინდობილიყვნენ ტაივინს, განსაკუთრებით ჯეიმი, რადგან იცოდა, რომ მისი მამა არასოდეს დაიჭერდა დამარცხებულთა მხარეს. ამის ნაცვლად, დიდმა მაესტერ პისელმა საპირისპირო რჩევა მისცა და როგორც კი ლანისტერების არმია შეუშვეს, ტაივინმა თავის კაცებს ქალაქზე შეტევა უბრძანა. როდესაც ლანისტერის ჯარისკაცები აუპატიურებდნენ და ძარცვავდნენ მთელ ქალაქს, მეფე ეირისი დარჩა ჩაკეტილი დარბაზში და საათობით მანიაკალურად იმეორებდა ბრძანებას „დაწვათ ყველა“. მიუხედავად იმისა, რომ დაიფიცა უწმინდესი ფიცით, რომ დაიცავდა მეფეს, როგორც მეფის გვარდიის წევრს, ჯეიმიმ საბოლოოდ მიაბრუნა საკუთარი ხმალი ეირისს და მოკლა იგი თავად რკინის ტახტის ძირში. ამ სამარცხვინო საქციელის გამო, ის მთელ შვიდ სამეფოში ცნობილი იყო, როგორც „მეფეთა მკვლელი“, მისი გაღიზიანების გამო.
ჯეიმი ამასთან დაკავშირებით ლაპარაკს მუდამ თავს არიდებდა, მაგრამ ერთხელ ბრიანა ტართელს უთხრამ, რომ მეფე ეირისი აპირებდა მეფის საბიჯელის ველური ცეცხლით გადაწვას. ჯეიმის არ სურდა ამის დაშვება, ამიტომაც მან მოკლა იგი და ამით რეალურად გადაარჩინა ათასობით უდანაშაულო სიცოცხლე. ის დასძენდა, რომ „საპატიო“ ნედ სტარკმა ის დამნაშავედ სცნო ადგილზე და ჯეიმის ახსნის საშუალება არ მისცა.
შეშლილი მეფის მკვლელობის გარდა, ჯეიმი ცნობილი იყო თავისი სიმპათიური გარეგნობით, ამპარტავანი ქცევით, უმაღლესი და წარმოუდგენელი საბრძოლო უნარებით. ის იმდენად დახელოვნებული და დიდებული იყო მახვილით, რომ ტრაბახობდა, რომ შვიდ სამეფოში მხოლოდ სამი კაცი იყო, რომლებსაც შეეძლოთ მის წინააღმდეგ შანსი ჰქონოდათ.
ტელეადაპტაცია
რედაქტირებაჯეიმის განასახიერებს დანიელი მსახიობი ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ HBO-ს ადაპტაციაში „სატახტოთა თამაში“. მისი კასტინგი გამოცხადდა 2009 წლის 20 აგვისტოს.[1]
2014 წლის ოქტომბერში, კოსტერ-ვალდაუმ და რამდენიმე სხვა მთავარმა მსახიობმა, სერიალის ექვსივე სეზონზე კონტრაქტი გააფორმეს და ხელახლა მოლაპარაკება წამოიწყეს, რაც ითვალისწინებდა შესაძლო მეშვიდე სეზონში გადაღებას და ჰონორარის გაზრდასმეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სეზონებისთვის. The Hollywood Reporter-მა ანაზღაურებას უწოდა „უზარმაზარი“ და აღნიშნა, რომ შეთანხმება შემსრულებლებს „საკაბელო ტელევიზიის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობებს შორის“ აქცევდა. „Deadline Hollywood“-მა დაადგინა მეხუთე სეზონის რიცხვი „დაახლოებით $300,000 ეპიზოდში“ თითოეული მსახიობისთვის, ხოლო „The Hollywood Reporter“-მა 2016 წლის ივნისში დაწერა, რომ როლის შემსრულებლებს გადაუხდიდნენ „500,000 დოლარამდე თითო ეპიზოდისთვის“, მეშვიდე სეზონისთვის და, შესაძლო მერვესთვის.[2] 2017 წელს ის გახდა ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი და შოუსთვის თითო ეპიზოდში 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავა.[3][4]
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯ.რ.რ მარტინი, სატახტოთა თამაში, აშშ., 1996
- ჯ.რ.რ მარტინი, მეფეთა ჯახი, აშშ., 1998
- ჯ.რ.რ მარტინი, ხმლების ქარისხალი, აშშ., 2000
- ჯ.რ.რ მარტინი, ნადიმი ყვავებისათვის, აშშ., 2005
- ჯ.რ.რ მარტინი, ცეკვა დრაკონებთან, აშშ., 2011
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ჰიბერდი, ჯეიმზ. (20 აგვისტო, 2009) HBO appoints subjects to Thrones. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: January 28, 2016
- ↑ გოლდბერგი, ლესლი. (21 ივნისი, 2016) Game of Thrones Stars Score Hefty Pay Raises for Season 8. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: July 20, 2016
- ↑ პარკერი, მაიკ. (25 აპრილი, 2017) Game Of Thrones season 7: Stars set to earn Million per episode. Daily Express. ციტირების თარიღი: April 25, 2017
- ↑ ჰუტონი, კრისტოფერ. (25 აპრილი, 2017) Game of Thrones season 7: Actors 'set to earn million per episode', making them highest-paid ever. The Independent. ციტირების თარიღი: April 25, 2017